აგროდაზღვევის პროექტი 

თიბისი დაზღვევა შეუერთდა  აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამას, რომელიც  2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა. მას სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. პროგრამა მიზნად ისახავს აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებას და მათთვის არსებული და შესაძლო რისკების შემცირებას. 


ზოგადი აღწერა

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაეზღვევა მარცვლეული, პარკოსანი,ბოსტნეული,ბაღჩეული, კაკლოვანი კულტურები. ასევე ხეხილი, თეთრი და წითელი ყურძენი

დაზღვეული რისკები: 
1. სეტყვა
2. წყალდიდობა
3. ქარიშხალი
4. საშემოდგომო ყინვა(მხოლოდ ციტრუსების შემთხვევაში)

დაზღვევის ღირებულება 

პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაუფინანსებს ფერმერებს სადაზღვეო პრემიის:
50%-ს ვაზის შემთხვევაში
70%-ს ყველა სხვა კულტურის შემთხვევაში

ხშირად დასმული კითხვები

რა შემთხვევები არ ანაზღაურდება?

  • ზიანი რომელიც გამოწვეულია მოსავლის აღების პრაქტიკის დაუცველობით;
  • ზიანი გამოწვეული დაუზღვეველი რისკებით (მწერები, სოკოვანი და სხვა  დაავადებები, მღრნელები და ა.შ)
  • ზიანი დამდგარი ფერმერის განზრახი ქმედებით.
  • ზიანი, რომელიც არ აღემატება სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებულ ფრანშიზას.


რა დოკუმენტაციაა საჭირო დაზღვევის შესაძენად.

  • იმისათვის რომ მიწის ნაკვეთის დაზღვევა შეძლოთ, ის რეგისტრირებული უნდა იყოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
  • შეგიძლიათ დააზღვიოთ 5 ჰა-მდე მიწის ნაკვეთი. მარცვლეული კულტურის შემთხვევაში -- 30 ჰა-მდე მიწის ნაკვეთი.
  • დაზღვეული მიწის ფართობის ოდენობის შეზღუდვა არ ეხება კოოპერატივს.


სად შევიძინო დაზღვევა?

დაზღვევა შესაძლებელია თიბისი ბანკის რეგიონალურ ფილიალებში:

  • კახეთი
  • შიდა ქართლი.
  • ქვემო ქართლი.
  • სამცხე ჯავახეთი


როგორ მოვიქცე სადაზღვეო შემთხვევის დადგომისას?

24 საათის განმავვლობაში დაგვიკავშირდეს ცხელ ხაზზე: 2 42 22 22