B COM არის ახალი სივრცე ბიზნეს საზოგადოებისთვის

B com არის პლატფორმა ყველა ბიზნეს კლიენტისთვის, რომელიც ეხმარება მის წევრებს ბიზნესის შექმნასა და განვითარებაში.


რას მოიცავს აღნიშნულ საზოგადოებაში გაწევრიანება?

  • განათლება - პრაქტიკული ბიზნეს ტრეინინგები,  ლექციები. 
  • ღონისძიებები -  შესაძლებლობა დარგის ექსპერტებისგან შეიტყოთ ბიზნეს სფეროში მიმდინარე სიახლეები. კლუბის წევრები გაიცნობენ საქართველოში მოქმედ სხვადასხვა ბიზნესებს და ექნებათ შესაძლებლობა დაამყარონ მათთან კონტაქტები.
  • შეთავაზებები - B com-ში გაწევრიანებულ ბიზნესებზე მორგებული სპეციალური შეთავაზებები.
  • ბიზნეს ეკოსისტემა - წვდომა ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ინსტუმენტებზე.


როგორ გახდეთ B Com-ის წევრი?

B Com-ში გასაწევრიანებლად საჭიროა სპეციალურად შექმნილი ბიზნეს ნაკრების გამოწერა: Fix, Agro ან Life.  მათი გამოწერა შესაძლებელია ფიქსირებულ ფასად, რის შედეგადაც საზოგადოების წევრობის გარდა, მიიღებთ ყველა საბანკო პროდუქტს, რომელიც თქვენს ბიზნესს ყოველდღიური ოპერაციებისთვის ესაჭიროება.


რას მოიცავს FIX ნაკრები?

FIX ნაკრების გამოწერით, თვეში ფიქსირებულ 10 ან 20 ლარად, მიიღებთ შემდეგ პროდუქტებს:

  • ბიზნეს ბარათს*
  • ულიმიტო და უფასო გადარიცხვებს საქართველოს მასშტაბით ეროვნულ ვალუტაში**
  • თანხის უფასოდ განაღდებას თიბისის და პარტნიორი ბანკების ბანკომატებში
  • უფასო დიჯიპას აპლიკაციას, სმს სერვის, და ინტერნეტ და  მობაილ ბანკს

*განაღდების დღიური ლიმიტი - 10,000 ლარი
**ერთჯერადი უფასო გადარიცხვის ლიმიტი- 1,000 ლარი