სს „თიბისი ბანკი" და „აწარმოე საქართველოში" მორიგი თანამშრომლობის ფარგლებში იწყებს ახალ პროექტს, რომელიც გულისხმობს ბიზნეს სესხების შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფის კომპონენტში 90%-მდე თანამონაწილეობას.

აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს, რომ გაზარდოს ბიზნეს სესხებზე ხელმისაწვდომობა იმ ბენეფიციარებისთვის, რომელთაც არ აქვთ საკმარისი უზრუნველყოფა. 

სესხის მინიმალური და მაქსიმალური მოცულობა: 50,000 – 5,000,000 ლარი.
აღნიშნული პროექტი განკუთვნილია იმ ბიზნესებისთვის, რომელთა წლიური რეალიზაცია არ აღემატება 20 მლნ ლარს და ჯამური სასესხო დავალიანება არ აღემატება 12 მლნ ლარს.

პროექტი ასევე ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან 30%-მდე უზრუნველყოფაში თანამონაწილეობას, მათთვის ვისაც პრობლემები შეექმნა COVID-19-ის უარყოფითი ზეგავლენის გამო. ასეთ ბიზნესებს შეუძლიათ მიიღონ რესტრუქტურიზაციის მოქნილი სტრუქტურა.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე 2272727