შეიძინე ბინა სუბსიდირებით და ისარგებლე შემცირებული განაკვეთით 
 
2020 წლის 1 ივლისიდან, თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო. პროგრამა, რომელიც სახელმწიფომ დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად წამოიწყო, იპოთეკური სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმუმ 4%-ის დაფინანსებას გულისხმობს, ხუთი  წლის განმავლობაში.
 
რა არის სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა?
 
სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის პროგრამაა, რომლის ფარგლებში, სახელმწიფო დააფინანსებს იპოთეკური სესხის პროცენტის ნაწილს;
 
ზოგადი პირობა:
 
პროგრამაში მონაწილეობისთვის, მომხმარებელმა დეველოპერული კომპანიისგან ბინის შესაძენად იპოთეკური სესხით მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა ისარგებლოს. სუბსიდიის მისაღებად, განაცხადის ბოლო დღე 31 დეკემბერია, ხოლო სახელმწიფო საგარანტიო კომპონენტით სარგებლობის ბოლო ვადა - 20 დეკემბერი. თანხის მაქსიმალური მოცულობა 200,000 ლარია, სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა - 240 თვე. მომხმარებელს უზრუნველყოფის სახით  შესაძენი ქონების მინიმუმ 10%-ის ფულადი სახსრები უნდა წარადგინოს. გარდა ამისა, თანამონაწილეობა უნდა დასტურდებოდეს დოკუმენტურად.  პროგრამა ვრცელდება მხოლოდ სესხებზე ეროვნულ ვალუტაში. 
 
მაგალითი:
  • მომხმარებელმა აიღო 100,000 ლარის ოდენობის იპოთეკური სესხი, 180 თვის ვადით, წლიურ 12.5 %-ში (სულ ცვლადი). მიმდინარე რეფინანსირების განაკვეთი შეადგენს 8.25%-ს, ხოლო მარჟა (ბანკის ფიქსირებული კომპონენტი) -  4.25 %-ს.
  • სუბსიდია იქნება -  4 % (8.25-4.25). შესაბამისად, მომხმარებლისთვის საპროცენტო განაკვეთი იქნება -  8.5 % (12.5-4) ნაცვლად  - 12.5%-ისა.
  • თუ რეფინასნირების განაკვეთი შემცირდა 6 %-მდე, სააგენტო დააფინასებს 1.75%-ს (6-4,25), შესაბამისად მომხმარებლისთვის საპროცენტო განაკვეთი გამოვა 8.5% ნაცვლად 10.25 %-სა
  • თუ რეფინანსირების განაკვეთი გაუტოლდება 5%-ს, სუბსიდია წყდება და განახლდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რეფინანსირების განაკვეთი გაიზრდება და იქნება 5 %-ზე მეტი.
  • თუ 100,000 ლარის ოდენობის 180 თვიან სესხზე საპროცენტო განაკვეთი არის  - 12.5%, 5 წლის განმავლობაში, სახელმწიფო დააფინანსებს 4%-ს. შესაბამისად, მომხმარებელი თვეში  ნაცვლად 1,240 ლარისა, გადაიხდის 985 ლარს.

იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია თიბისის 24 საათიან სატელეფონო ცენტრში - (032) 2 27 27 27 ან, ბანკის ნებისმიერ ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით.