საბარათე ანგარიშის დახურვის ზოგადი სქემა

საბარათე ანგარიშის დახურვა ხდება  კლიენტის წერილობითი განაცხადის ბანკის მიერ მიღების ან ბარათის მოქმედების ვადის ამოწურვიდან 30 (ოცდაათი) დღის გასვლის შემდეგ, თუ ამ ხნის განმავლობაში კლიენტი არ წარუდგენს ბანკს წერილობით მოთხოვნას ბარათის მოქმედების გაგრძელების შესახებ.  


საბარათე ანგარიშის დახურვა ვერ განხორციელდება თუ:

  • საბარათე ანგარიში არის  კლიენტის ბოლო ლარის ანგარიში; (თუ ამავდროულად კლიენტი სარგებლობს აქტიური სხვა  ვალუტის ანგარიშ(ებ)ით. )
  • საბარათე ანგარიშებზე არსებობს  სხვა აქტიური ბარათები / საბარათე განაცხადები;    
  • ბოლო ერთი თვის განმავლობაში საბარათე ანგარიშზე დაფიქსირდა  კრედიტული  (ჩარიცხვის) ტრანზაქცია. ბრუნვაში არ გაითვალისწინება სხვა ანგარიშიდან მომსახურების და სხვა საკომისიოების თანხის გადმოტანა/ჩამოჭრა.  
  • ანგარიშებზე არსებობს  ინკასო/ყადაღა.
  • საბარათე ანგარიში ანგარიში არის  სატარიფო პაკეტის ძირითად ანგარიში.
  • საბარათე ანგარიში არის სესხის ჩამოჭრის ანგარიში, როგორც აქტიური, ისე ჩამოწერილი სესხებისთვის.
  • საბარათე ანგარიში არის  მოქმედი დეპოზიტის სარეალიზაციო ან მომსახურე ანგარიში.
  • საბარათეანგარიში რეგისტრირებულია ელექტრონულ სერვისებში.


თუ დახურვის თარიღისთვის  ნაშთი ანგარიშზე არის :

  • მეტი ან ტოლი 10 ლარის ექვივალენტზე (ჯამში  ნებისმიერ ვალუტაში) - საბარათე  ანგარიში არ დაიხურება.  
  •  ნაკლებია 10 ლარის ექვივალენტზე (ჯამში ნებისმიერ ვალუტაში) მოხდება ნაშთის ავტომატური გადატანა და ანგარიშის დახურვა.   დასახური საბარათე ანგარიშიდან ნაშთის გადატანა მოხდება   შემდეგი თანმიმდევრობით:
  1.      კლიენტის სხვა აქტიური ანგარიში;  (ნაშთის გადატანა მოხდება კლიენტის  ნებისმიერი ვალუტის ანგარიშზე, კონვერტაციის გზით, რომელიც განხორციელდება დახურვის დღეს ბანკში არსებული  კონვერტაციის კურსით)
  2.     ბანკის შიდა ანგარიში.   თუ კლიენტს არ აქვს სხვა მოქმედი ანგარიში. *

 

საბარათე ანგარიშს, რომელიც ჩამოთვლილი მიზეზების გამო ვერ დაიხურება, დაერიცხება მიმდინარე ანგარიშის მომსახურების ყოველთვიური  საკომისიო.

*საბარათე ანგარიშის დახურვიდან  3 კალენდარული წლის განმავლობაში კლიენტს შეუძლია მოითხოვოს დახურულ საბარათე ანგარიშზე არსებული თანხები;