2024 წლის ბოლომდე, თიბისი კონცეპტის Mastercard World Elite ბარათით შესაძლებლობა გაქვთ  ისარგებლოთ 3 უფასო ვიზიტით 1200-მდე საერთაშორისო აეროპორტის Lounge Key ლაუნჯებში.

ლაუნჯების მოძებნა შესაძლებელია ბმულზე მოცემული საძიებო სისტემით.

 

შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ ბარათის მფლობელზე და შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია ბარათი იყოს აქტიური და ანგარიშზე ნაშთი შეადგენდეს მინ. 1 აშშ დოლარს.

 

ბარათის განახლება ან Mastercard World Elite-ს შეკვეთა შესაძლებელია პირადი ბანკირის ან კონცეპტ ცენტრის მეშვეობით: *2700

 

თიბისი კონცეპტის ყველა ნაკრებში, გათვალისწინებულია 3 უფასო მაღალი კლასის ბარათი და საკურიერო მომსახურება.


ხშირად დასმული კითხვები

1. რამდენი დარბაზი შედის LoungeKey პროგრამაში? რომელ ქვეყნებსა და ქალაქებში?

Lounge Key 1200-ზე მეტ ბიზნეს ლაუნჯ ზონას აერთიანებს მსოფლიოს მასშტაბით.

2. როგორ ვიპოვოთ LoungeKey დარბაზი?

ჩვეულებრივ, ყველა აეროპორტში არის აბრები, ბიზნეს ლაუნჯთან მისასვლელი გზის გასარკვევად. ყველა მონაწილე ლაუნჯზე მონიშნულია LoungeKey ლოგო. ლაუნჯების მოძიება წინასწარ ქალაქების და აეროპორტების მიხედვით ასევე შესაძლებელია მითითებულ ბმულზე

3. შეუძლია თუ არა კლიენტს მასტერქარდ ბარათით შევიდეს ნებისმიერ ლაუნჯში?

Mastercard World Elite ბარათით კლიენტს წელიწადში სამჯერ უფასოდ შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ Lounge Key-ის ლაუნჯებით, რომელთა მოძებნა შესაძლებელია საძიებო ბმულზე

4. რა მომსახურებას გვთავაზობს LoungeKey ლაუნჯები?

მომსახურების სპექტრი შეიძლება განსხვავდებოდეს ლაუნჯების მიხედვით, ძირითადად მომსახურება გულისხმობს:

  • კომფორტული მოსაცდელი ადგილები;
  • ინტერნეტი (WiFi);
  • ტელევიზია;
  • მსუბუქი სასმელები;
  • წასახემსებელი საკვები;
  • შხაპი;
  • ჰაერის კონდიცირება

კონკრეტული აეროპორტის შესაბამისი ლაუნჯის მომსახურების ზუსტი ჩამონათვალი განთავსებულია ბმულზე.

5. როგორ ხდება შესვლა ბიზნეს დარბაზში?

LoungeKey ბიზნეს ლაუნჯში შესასვლელად მომხმარებელმა ლაუნჯში შესვლისას უნდა წარადგინოს მის სახელზე გაცემული Mastercard Wordl Elite ბარათი.  ბარათი უნდა იყოს აქტიური და ნაშთი ანგარიშზე უნდა შეადგენდეს მინ. 1 აშშ. დოლარს, რომელიც დაიბლოკება ტერმინალზე გატარებისას და ავტომატურად მოიხსნება მაქს. 1 თვის განმავლობაში.

6. ბარათის მფლობელის გარდა ვინმეს შეუძლია დარბაზში შესვლა?

შეიძლება, მაგრამ მხოლოდ როგორც ბარათის მფლობელის თანმხლები პირის სტატუსით. ამ შემთხვევაში საჭიროა ბარათის მფლობელიც იმყოფებოდეს ადგილზე. ასეთ დროს თანმხლები პირის შესვლა ფასიანია და შეადგენს 32 აშშ დოლარს.

7. ვრცელდება თუ არა უფასო ვიზიტები თანმხლებ პირებზე (მეუღლე, შვილები, ...)?

მხოლოდ ბარათის მფლობელს შეუძლია ისარგებლოს სამი უფასო ვიზიტით. კლიენტის თანმხლებ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ მასტერქარდის ბიზნეს დარბაზით, ღირებულება შეადგენს 32 დოლარს ერთ ადამიანზე.

8. რამდენი სტუმარი დაიშვება ბარათის მფლობელთან ერთად?

სტუმრების რაოდენობა განისაზღვრება თითოეული ლაუნჯის წესებით, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში 4-6 ადამიანია. (თანმხლები პირის ვიზიტი ფასიანია)

9. რა პირობებია ბავშვის ბიზნეს ლაუნჯში შესასვლელად?

ბავშვების მიერ ბიზნეს დარბაზების ვიზიტის პირობები რეგულირდება თითოეული ლაუნჯის წესებით, უმეტეს შემთხვევაში, ლაუნჯით სარგებლობა უფასოა 2-4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის (დეტალური პირობები დამოკიდებულია კონკრეტულ ლაუნჯზე და უმჯობესია ადგილზე გარკვევა)

10. რამდენ ხანს არის შესაძლებელი დარჩენა/გაჩერება ბიზნეს ლაუნჯში?

ლაუნჯით სარგებლობის მაქსიმალური დრო განისაზღვრება თითოეული ლაუნჯის წესებით, მაგრამ, ძირითადად, ეს არის არაუმეტეს 3-4 საათისა.

11. ყველა ლაუნჯშია ხელმოსაწვდომი 3 უფასო ვიზიტი?

2024 წლის ბოლომდე Mastercard World Elite ბარათით შესვლა შესაძლებელია ბმულზე მოძიებულ ყველა ლაუნჯში სამჯერ უფასოდ. ბმულზე გადასვლისას, მარჯვენა ზედა კუთხეში არის საძიებო ფანჯარა, სადაც შეგიძლიათ ქალაქის ან აეროპორტის დასახელებით მოიძიოთ უფასო ლაუნჯების ჩამონათვალი. ლაუნჯების მოსაძიებლად ვებგვერდზე რეგისტრაცია არ არის საჭირო.

12. არსებობს პირობები ბიზნეს ლაუნჯის გამოყენების ან / და უფასო ვიზიტებისთვის?

ლაუნჯით უფასოდ სარგებლობისთვის  კლიენტი უნდა ფლობდეს მის სახელზე გაცემულ მოქმედ  Mastercard World Elite ბარათს, რომელიც უნდა იყოს აქტიური და ნაშთი ანგარიშზე შეადგენდეს მინ. 1 აშშ დოლარს.

13. შესაძლებელია დარბაზში შესვლა GooglePay, ApplePay ან ბანკის მობილური საფულის გამოყენებით?

ამ დროისთვის ბიზნეს ლაუნჯების სერვისით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკური Mastercard World Elite ბარათით.