შეიძინეთ
  • შეიძინე დაზღვევა შენთვის და დააზღვიე შვილი/შვილები უფასოდ
  • გადაამოწმე ნებისმიერი დიაგნოზი და მკურნალობის გეგმა მსოფლიოს წამყვან კლინიკებში (MSO)
  • მიიღე დაზღვევით გათვალისწინებული თანხა სრულად, დაავადების აღმოჩენისთანავე

ზოგადი აღწერა

კრიტიკული დაავადებების დაზღვევა მარტივი გზაა საკუთარი თავისა და შვილების დასაცავად. ჯანმრთელობაზე წინასწარ ზრუნვა ფინანსური და ფიზიკური კეთილდღეობისაკენ გადადგმული ნაბიჯია.

სადაზღვევო ნაკრები 7 კრიტიკულ დაავადებას ითვალისწინებს და თქვენს ფინანსურ სტაბილურობას ყველაზე საჭირო დროს უზრუნველყოფს.

დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში, სწრაფად და მარტივად, სრულად მიიღებთ დაზღვევით განსაზღვრულ თანხას. მისი გამოყენება კი თქვენი სურვილისა და საჭიროებისამებრ შეგეძლებათ. რაც მთავარია, საკუთარი თავის დაზღვევით ავტომატურად აზღვევთ არასრულწლოვან შვილებსაც.

 

დაზღვეული დაავადებებია:

  • ავთვისებიანი სიმსივნე
  • მიოკარდიუმის (გულის) ინფარქტი
  • ინსულტი
  • კორონარული არტერიების (გულის) შუნტირება
  • თავის ტვინის კეთილთვისებიანი სიმსივნე
  • დამბლა
  • სიბრმავე

 

თქვენ შესაძლებლობა გაქვთ დაზღვევის შეძენისას სასურველი ლიმიტი და ნაკრები თავად აირჩიოთ.

პირობები და ტარიფები

ვისთვის არის დაზღვევა:

  • 18-წლიდან-61წლამდე ადამიანები
  • თიბისი კონცეპტის მომხარებლები

 

როგორ მოხდება თანხის ანაზღაურება:

  • თქვენ მიერ წინასწარ შერჩეული ლიმიტის ანაზღაურება ხდება ერთჯერადად და სრულად
  • ლიმიტის განკარგვა შესაძლებელია დაზღვეულის სურვილისამებრ
  • დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა საჭირო არ არის

 

სერვისის პარტნიორი:

MediGuide წარმოდგენილია 40-ზე მეტ ქვეყანაში, ემსახურება 152-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეს

 

ტარიფები:

ყოველწლიური დაზღვევის ღირებულება განისაზღვრება დაზღვეულის ასაკისა და სადაზღვევო ლიმიტის მიხედვით.