• დააგროვეთ ქულები და მიიღეთ საჩუქრები

გადარიცხე პირდაპირ მობილურის ნომრით, 

დააგროვე ქულები და მიიღე საჩუქრები!

 

მარტივად და სწრაფად გადაურიცხეთ თანხა ნებისმიერ პირს საქართველოში მხოლოდ მისი მობილურის ნომრის მითითებით. დააგროვეთ ქულები და მიიღეთ: MacBook Air, iPhone 6, iPad და 100-მდე ფულადი საჩუქარი.

აქციაში მონაწილეობისთვის:

  • 2015 წლის 20 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით ინტერნეტ და მობაილბანკის საშუალებით გადარიცხეთ თანხა პირდაპირ მობილურის ნომრით;
  • ყოველ ახალ მომხმარებელთან  მობილურის ნომრით გადარიცხვისას თქვენ აგროვებთ 10 ქულას (როგორც კი მიმღები დაადასტურებს თანხის მიღებას);
  • იმ შემთხვევაში, თუ თანხის მიმღები შეასრულებს პირდაპირ გადარიცხვას მესამე პირთან, თქვენ დამატებით 10 ქულას მიიღებთ;
  • დაგროვებული ქულების მიხედვით გამოვლინდება პირველი 100 გამარჯვებული.

გამარჯვებულთა პირველი სამეული

პირდაპირი გადარიცხვების აქციის გამარჯვებულები გამოვლინდა.

აქციის ფარგლებში მონაწილეობას იღებდნენ თიბისი ბანკის კლიენტები, რომლებმაც 20 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით ინტერნეტ ან მობაილბანკის საშუალებით გადარიცხეს თანხა პირდაპირ მხოლოდ მობილურის ნომრით.

გამარჯვებულთა სრული სიის სანახავად დააჭირეთ აქ.

მობილურის ნომერი
დაგროვებული ქულა
პრიზი
1. მ. კაციტაძე 599130*** 3,980 Macbook Air
2. დ. არდია 577570*** 3,350 iPhone6
3. თ. ჯაფარიძე 558256*** 3,210 Ipad Mini

როგორ დავაგროვო ქულები?

ქულების დაგროვების მაგალითები:

მაგალითი #1

  • თქვენ ურიცხავთ თანხას ოთოს სამჯერ და ოთო სამივეჯერ იღებს თანხას. თქვენ აგროვებთ 10 ქულას, რადგან კონკრეტულ ერთ კლიენტზე ქულების დაგროვება შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ.


მაგალითი #2

  • თქვენ ურიცხავთ თანხას ოთოს და ნუცას (ნუცაც და ოთოც იღებენ გადარიცხულ თანხას) და აგროვებთ 20 ქულას. (10 ქულა ნუცასთან გადარიცხვისთვის + 10 ქულა ოთოსთან გადარიცხვისთვის);
  • ოთო ურიცხავს თანხას ნიკას და ანას. თქვენ დამატებით იღებთ 10 ქულას (იმისთვის, რომ ოთო გააქტიურდა და თავადაც გადარიცხა თანხა).

 


ქულების დაგროვება ხდება მხოლოდ აქციის პერიოდში შესრულებული ტრანზაქციებით (2015 წლის 20 ივლისი - 31 აგვისტო)

 

საჩუქრები

ადგილი
Macbook Air 1
iPhone 6 2
iPad Mini 3
100 ლარი მე-4-დან მე-13-ეს ჩათვლით
50 ლარი მე-14-დან 43-ეს ჩათვლით
20 ლარი 44-ედან მე-100-ეს ჩათვლით

ხშირად დასმული კითხვები

ვის შეუძლია აქციაში მონაწილეობა?

  • აქციაში მონაწილეობას მიიღებენ სს „თიბისი ბანკის კლიენტები", რომლებიც დარეგისტრირდებიან ან უკვე რეგისტრირებულები არიან ინტერნეტ ბანკის სერვისზე და აქციის პერიოდში განახორციელებენ მობილური ნომრით გადარიცხვას;
  • აქციაში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ საქართველოს მოქალაქე რეზიდენტი პირი.

 

რა მოხდება, თუ პირველ 100-ეულში გასულ პირებს ერთნაირი რაოდენობის ქულები ექნებათ?

  • თუ პირველ ასეულში მოხვედრილი კლიენტები დააგროვებენ ერთნაირი რაოდენობის ქულას, გამარჯვებულის გამოვლენისას პრიორიტეტი მიენიჭება იმ კლიენტს, რომელსაც მოცულობაში ყველაზე მეტი თანხა აქვს გადარიცხული.
  • თუ თანხები მოცულობაშიც დაემთხვა, მაშინ პრიორიტეტი მიენიჭება იმ კლიენტს,  ვის მიერ გააქტიურებულმა კლიენტებმაც ყველაზე მეტი მოცულობის თანხა გადარიცხეს. 

 

როდის გამოვლინდება გამარჯვებული?

  • გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2015 წლის 7 სექტემბერს.

 

როგორ მივიღო ინფორმაცია დაგროვებული ქულების შესახებ?

  • ყოველკვირეულად თქვენ მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას დაგროვილი ქულების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია ასევე განთავსდება თიბისი ბანკის ვებ-გვერდზეც.