თიბისელებისთვის მობილურით გადარიცხვა მომგებიანია

18 ოქტომბრიდან, მობილურის ნომრით გადარიცხვა მომგებიანია, თქვენ გაქვთ შანსი მოიგოთ:

  • 1 ცალი 2.000 ლარიანი საგზური ევროპაში;
  • 5 ცალი სასტუმრო Rooms Hotel Kazbegi-ს საგზური;
  • 5 ცალი Galleria Tbilisi-ის 150 ლარიანი ვაუჩერი;
  • 49 თანამშრომელზე 5GB ინტერნეტი 3 თვის განმავლობაში;
  • 10 ცალი თიბისი ჰუდი

ჯამში დასაჩუქრდება 70 თანამშრომელი


როგორ ჩაერთოთ გათამაშებაში?

18 ოქტომბრიდან 1 დეკემბრამდე გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებთ  და ბილეთების დაგროვებას შეძლებთ თიბისი ბანკის თანამშრომლები, რომლებიც: 

  • შეასრულებთ სხვასთან გადარიცხვას მობილურის ნომრით. (იგივე P2P)
  • ასწავლით მეგობარს მობილურის ნომრით გადარიცხვას. (მიმღებს არ უნდა ჰქონდეს ბოლო 2 კალენდარული თვის განმავლობაში მობილური ნომრით გადარიცხვა შესრულებული)

როგორ დააგროვოთ ბილეთები?

18 ოქტომბრიდან 1 დეკემბრამდე, თიბისელებს შესაძლებლობა გაქვთ დააგროვოთ გათამაშების ბილეთები, შემდეგნაირად:

  • 3 სხვადასხვა ადამიანთან* მობილურის ნომრით გადარიცხვა =  გათამაშების 1 ბილეთს.
  • მობილურის ნომრით გადარიცხვით  სწავლება ისეთი თიბისელებისთვის, რომლებსაც ბოლო 2 თვის განმავლობაში არ გადაურიცხავთ თანხა P2P-ით =  გათამაშების 1 ბილეთს

 

*გათამაშებების ფარგლებში მოხდება დადასტურებული გადარიცხვების ჩათვლა. 

როგორ გამოვლინდებიან გამარჯვებულები?

გათამაშება გაიმართება დოლურის პრინციპით, 2018 წლის 10  დეკემბერს,  17:00 საათზე სს თიბისი ბანკში, ატენის ქუჩა N1-ში.

  • დაუშვებელია, რომ დოლურიდან ამოღებული ბილეთის მიხედვით ერთი და იგივე თანამშრომელი აღმოჩნდეს რამდენჯერმე გამარჯვებული.
  • ბილეთებზე დატანილი იქნება გათამაშებაში მონაწილე თანამშრომლების უნიკალური ნომრები (თიბისის საბანკო პროგრამის უნიკალური ნომერი);
  • გათამაშებიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში გამარჯვებულ თანამშრომელს დაუკავშირდებიან ტელეფონით და აცნობებენ მოგების შესახებ.

ვინ ვერ მიიღებს აქციაში მონაწილეობას?

  • ციფრული გაყიდვების განყოფილება
  • მენეჯმენტი