ჩვენ შესახებ

გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვის სისტემა

თიბისი ბანკი ერთ-ერთი პირველი ბანკი იყო ქვეყანაში, რომელმაც შეიმუშავა გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვის სისტემა. ამ პროცესში მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწიეს ჩვენმა აქციონერმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა, გერმანულმა საინვესტიციო კორპორაციამ, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა და ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიამ, რათა ბანკს დაენერგა ყველაზე მოწინავე და სრულყოფილი სისტემა საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის  სტანდარტების შესაბამისად.

 

გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვის სისტემა მიმართულია იმ გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხებისკენ, რომლებიც დაკავშირებულია კომერციულ დაკრედიტებასა და ინვესტიციებთან. გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის სისტემის მთავარი დებულებებია:

  • ბანკის ოპერაციებთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვის სახელმძღვანელოზე, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის  გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების ვებ-სახელმძღვანელოზე, ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიის გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების შეფასების სექტორულ სახელმძღვანელოზე , საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მდგრადი განვითარების ჩარჩოზე,  მოქმედების სტანდარტებსა და ინსტრუქციებზე, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ფინანსური ინიციატივის სახელმძღვანელოზე ბანკების და მდგრადი განვითრების შესახებ და ფონდებისა და ბანკებისთვის განკუთვნილი აზიის განვითარების ბანკის გარემოსდაცვითი  და სოციალური რისკების მართვის სისტემის დაყრდნობით.
  • ადამიანისა და შრომითი უფლებების დაცვა, განსაკუთრებით, მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებში, ბავშვებისა და გაჭირვებულების ჩათვლით.

 

თიბისი ბანკი, აქციონერებთან და პარტნიორ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად, რეგულარულად აახლებს გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვის სისტემის დოკუმენტს.

 დოკუმენტის განახლებული ვერსია ძალაშია 2019 წლის 1 მაისიდან. ჩვენ რეგულარულად ვაახლებთ და ვაუმჯობესებთ გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვის სისტემის დოკუმენტს, რის შედეგადაც ბანკი ეფექტურად მართავს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ გარემოსდაცვით და სოციალურ რისკებს და მინიმუმამდე დაჰყავს მისი ზემოქმედება გარემოსა და ბანკთან დაკავშირებულ ყველაზე მხარეზე.