გახდი თიბისის მომხმარებელი, სადაც არ უნდა იყო

 
თუ ხარ საქართველოს მოქალაქე და იმყოფები საზღვარგარეთ, მიიღე შენს საჭიროებებზე მორგებული საბანკო მომსახურება, სადაც არ უნდა იყო. 
 
მართე ანგარიშები და ანაბრები ონლაინ, დაიმტკიცე სესხი ან მარტივად გააგზავნე ფულადი გზავნილები მსოფლის ნებისმიერი წერტილიდან. 
 
თუ გაქვს ქართული ნომერი, შეგიძლია 90 წამში გახდე თიბისის მომხმარებელი. გაიგე მეტი.
თუ ქართული ნომერი არ გაქვს, წარმოადგინე მინდობილობა და მიიღე შენზე მორგებული სერვისების ნაკრები. 
 

შეასრულე საბანკო ოპერაციები ონლაინ 

 
გადმოწერე ციფრული ბანკი, შედი შენს პირად გვერდზე და გადარიცხე თანხა შენს ან სხვა პირის ანგარიშზე ონლაინ. 
თიბისის ციფრული ბანკით შეგიძლია შეამოწმო ბარათზე ხელმისაწვდომი ნაშთი, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, დაფარო სესხი ან დააგროვო თანხა ანაბარზე.
 

მარტივად ჩარიცხე თანხა ანგარიშზე

 
თუ ხარ საქართველოს მოქალაქე,ცხოვრობ საზღვარგარეთდა გსურს საკუთარ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა:
  • გაინაღდე ანგარიშზე თანხა IntelExpress-ისა და რიას გზავნილით შენს სახელზე. მიაწოდე ოპერატორს შენი საბანკო რეკვიზიტი და გზავნილის თანხა აისახება შენს პირად ანგარიშზე
  • სატელეფონო ცენტრის დახმარებით ან ციფრული ბანკით შეგიძლია ნებისმიერი გზავნილი გააგზავნო და მიიღო შენს პირად ანგარიშზე. ამისთვის მიმღებში მიუთითე შენი სახელი და გვარი
 

დაიმტკიცე სწრაფი სესხი

 
თუ ყოველდღიური და გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად გჭირდება თანხა, მოითხოვე სწრაფი სამომხმარებლო სესხი ვებგვერდზე.
 
სესხზე განაცხადის შესავსებად საკმარისია მხოლოდ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ხუთი გამოგზავნილი გზავნილის დამადასტურებელი დოკუმენტის ატვირთვა. 
 
სესხის ლიმიტი: 100-3,000 ლარი 
სესხის ვადა: 3-36 თვე
საპროცენტო განაკვეთი: 12.25%-დან 
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: 16%-დან
 

შეარჩიე შენი ბინა 

 
თუ ხარ საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქე შეარჩიე უძრავი ქონება და ისარგებლე იპოთეკური სესხის სპეციალური პირობებით თიბისიში. სესხის ასაღებად არ არის საჭირო საქართველოში ჩამოსვლა, განაცხადს შემოსავლების შესწავლის გამარტივებული მეთოდით განვიხილავთ.
იპოთეკური სესხის ასაღებად დაგჭირდება მხოლოდ უძრავი ქონების ღირებულების 30%-ის წარდგენა. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული თანხის წარმოდგენის გარეშე გსურს სესხის მოთხოვნა, განაცხადი განიხილება იპოთეკური სესხის სტანდარტული პირობებით 
თუ ჯერ არ შეგირჩევია სასურველი უძრავი ქონება, გაეცანი ჩვენი პარტნიორი სამშენებლო კომპანიების შეთავაზებებს სპეციალურად საზღვარგარეთ დასაქმებული საქართველოს მოქალაქეებისთვის.
დაგვიტოვე შენი მონაცემები ვებგვერდზე და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდება სასურველ ნომერზე უმოკლეს დროში. 
 
სესხის ვალუტა: ლარი, დოლარი, ევრო
სესხის ვადა: 6-240 თვე (სესხის უცხოურ ვალუტაში აღების შემთხვევაში 120 თვე)
საპროცენტო განაკვეთი: ლარი 13.9%-დან, ევრო 6.35%-დან, აშშ დოლარი 7.8%-დან (ინდექსზე მიბმული სესხის შემთხვევაში)
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: ლარი 15.44%-დან, ევრო 7.11%-დან, აშშ დოლარი 8.68%-დან
 

დაიწყე თანხის დაგროვება

 
გახსენი ანაბარი თიბისიში, დაიწყე თანხის დაგროვება და მიიღე დამატებითი სარგებელი. 
თუ ხარ საქართველოს მოქალაქე, ცხოვრობ საზღვარგარეთ და სარგებლობ თიბისის ციფრული ბანკით, ანაბრის გახსნა შეგიძლია მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას, მხოლოდ ტელეფონის ნომრით. 
შეარჩიე შენს სურვილებზე მორგებული პირობები.