ინტერნეტ და მობაილ ბანკის უსაფრთხოება

ციფრულ სერვისებზე დამოკიდებულების ზრდასთან ერთად იზრდება და მარტივდება ჰაკერების მიერ ონლაინ თაღლითობების გამოყენების საშუალებები.

თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ინტერნეტ და მობაილ ბანკის აპლიკაციების უსაფრთხოდ გამოყენება არ შეგვიძლია. გვინდა გაგიზიაროთ უსაფრთხოების რჩევები. თითოეული მათგანის გათვალისწინება გააუმჯობესებს ინტერნეტ და მობაილ ბანკის უსაფრთხოდ გამოყენების გამოცდილებას:

  1. ინტერნეტ ბანკით სარგებლობისას დარწმუნდით რომ იმყოფებით თიბისის დაცულ (https://) მისამართზე 
  2. ინტერნეტ და მობაილ ბანკის უსაფრთხოების პარამეტრებში გააქტიურეთ ორდონიანი შესვლა
  3. არ გამოიყენოთ თქვენთვის უცნობი wifi ქსელი
    • დარწმუნდით, რომ იცით რა ქსელს უერთდებით (მაგ. თუ აპირებთ „თიბისი ბანკის'' სახელწოდების მქონე ქსელში ჩართვას, დარწმუნდით, რომ იქვე ახლოს მართლაც არის „თიბისი ბანკის" ფილიალი)
    • ეცადეთ საკუთარი საბანკო ანგარიში მხოლოდ პირადი wifi ქსელიდან შეამოწმოთ და შესაბამისად მოერიდეთ საჯარო ან უცნობი wifi-ით სარგებლობისას პირად საბანკო ანგარიშებზე წვდომას
  4. გამოიყენეთ განსაკუთრებული პაროლი
    • სხვადასხვა საიტებზე ერთიდაიგივე პაროლის გამოყენება ძალიან ზრდის მისი გატეხვის შანსს. ინტერნეტ და მობაილბანკისთვის გამოიყენეთ ისეთი პაროლი, რომელიც არც ერთ სხვა საიტზე არ გამოგიყენებიათ.
    • პაროლი საჭიროა იყოს სრულიად უნიკალური და საუკეთესო შემთხვევაში წარმოადგენდეს შემთხვევითი და ერთმანეთთან კავშირის არ მქონე ასოების, ციფრებისა და სიმბოლოების თანმიმდევრობას.
    • თუ გიჭირთ პაროლების დამახსოვრება, მოსინჯეთ რომელიმე უსაფრთხო პაროლების მენეჯმენტის (Password manager) პროგრამა
  5. ვებ-ბრაუზერს არ მისცეთ უფლება შეინახოს ინტერნეტ ბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი, მომავალში ავტომატურად დალოგინების მიზნით
  6. შექმენით რთული პაროლი. პაროლის შეადგინეთ ციფრების, მაღალი და დაბალი რეგისტრების, სპეციალური სიმბოლოების შერეული კომბინაციით
  7. მოწყობილობებზე რომლებიდანაც იყენებთ ინტერნეტ და მობაილ ბანკის აპლიკაციებს გამოიყენეთ ანტივირუსული პროგრამები
  8. მუდმივად განაახლეთ პროგრამული უზრუნველყოფა
    • ჰაკერებისგან თავის დასაცავად საჭიროა პროგრამების მუდმივად განახლება, იქნება ეს მობილური ტელეფონი, სამუშაო ან სახლის კომპიუტერის საოპერაციო სისტემა თუ ანტივირუსული პროგრამა.
    • განახლების პროცესი არა მხოლოდ გააუმჯობესებს თქვენი ტექნიკის მუშაობას,  არამედ  უფრო უსაფრთხოს გახდის მათ ინტერნეტ და მობაილბანკის გამოყენებისათვის.
    • არ გამოიყენოთ „გატეხილი" პროგრამული უზრუნველყოფა. გატეხილ პროგრამებს მოყვება ეგრედ წოდებული „ვირუსები", რომლის დაინსტალირების შემთხვევაშიც კარს გაუღებთ ჰაკერებს
  9. ინტერნეტ და მობაილ ბანკის ანგარიშის სახელი და პაროლი შეიყვანეთ მხოლოდ ბანკის ოფიციალურ აპლიკაციებში
  10. მუდმივად გამორთული გქონდეთ Bluetooth-ი, როდესაც მას აქტიურად არ იყენებთ