გაუმჯობესებული პირობები ინტერნეტ და მობაილბანკში

დღეიდან, 2 თვის განმავლობაში,  თიბისის მომხმარებლები ინტერნეტ და მობაილბანკში გაუმჯობესებული პირობებით ისარგებლებენ:

მომხმარებლების ცხოვრების კიდევ  უფრო გასამარტივებლად, თიბისის დისტანციურ არხებში მომხმარებლები საბანკო ოპერაციების და ტრანზაქციების განხორციელებისას შემდეგი პირობებით ისარგებლებენ:

  • 0% საკომისიო ყველა ტრანზაქციაზის განხორციელებისას, მათ შორის: სხვასთან ანგარიშის და მობილურის ნომრით გადარიცხვაზე ნებისმიერ ვალუტაში,  კომუნალურ გადახდებზე, მობილურის ბალანსის შევსებაზე (გარდა საკრედიტო ბარათზე გადარიცხვისას);

*მოცემული პირობა 0% საკომისიო არ მოქმედებს საკრედიტო (ერთგული) საბარათე ანგარიშიდან თანხის გადარიცხვაზე

  • 0.5%-ით მეტი წლიური სარგებელი ანაბრის ეროვნულ ვალუტაში გახსნისას;
  • პირველი  წლის  მომსახურება საკომისიოს გარეშე ახალი სადებეტო ბარათის შეკვეთისას;
  • კიდევ უფრო გაუმჯობესებული სავალუტო კურსი და  გაზრდილი  დღიური დასაშვები კონვერტაციის ლიმიტი