დაიწყე გადახდა და მიიღე შანსი დაიბრუნო გადარიცხული თანხა

დაიწყე ინტერნეტ ან მობაილბანკით კომუნალური გადახდა ან თანხის სხვის ანგარიშზე გადარიცხვა და მიიღე შანსი დაიბრუნო დახარჯული თანხა. 

  • ივლისში, 5000-მდე მომხმარებელს ექნება შანსი დაიბრუნოს ინტერნეტ და მობაილ ბანკებით გადარიცხული თანხა, მაქსიმუმ 50 ლარის ოდენობით. 
  • ყველა მომხმარებელი ისარგებლებს 0% საკომისიოთი კომუნალურების გადახდის შესრულებისას, იმ შემთხვევაში თუ  2019 წლის აპრილი-ივნისის თვეებში არ გადაუხდია მსგავსი გადახდა ინტერნეტ ან მობაილბანკით.


ვინ იღებს აქციაში მონაწილეობას?

აქციაში მონაწილეობას მიიღებენ,   თიბისი ბანკის მომხმარებლები, რომლებსაც ბოლო 3 კალენდარული თვის განმავლობაში არ შეუსრულებიათ ინტერნეტ ან მობაილბანკით  შემდეგი გადარიცხვები:

  • კომუნალური გადახდები ან სხვის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა
  • კომუნალური გადახდა და სხვის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა

როგორ ჩავერთო აქციაში?

საჭიროა, ივლისის თვეში ინტერნეტ ან მობაილბანკიდან  განახორციელოთ მინიმუმ 2 ტრანზაქცია:

  • ერთ-ერთი კომუნალური ან სხვა ტიპის გადახდა
  • ერთი სხვის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა

რა საჩუქარი შეიძლება მივიღო?

  • 5,000-მდე იღბლიანი კლიენტი შეძლებს დაიბრუნოს ივლისის თვეში კომუნალურებში და სხვსთან გადარიცხვაში დახარჯული თანხა, მაქსიმუმ 50 ლარი.
  • ყველა კლიენტი, რომელსაც 2019 წლის აპრილში-ივნისში არ გადაუხდია კომუნალური გადახდები, ივნლისში გადახდისას ისარგებლებს 0% საკომისიოთი.

როგორ გავიგო დავსაჩუქრდი თუ არა?

  • ყოველ ორშაბათს და ოთხშაბათს მიიღებთ თიბისი ბანკისგან სმს შეტყობინებას, რომლითაც გაიგებთ მოხვდით თუ არა  5,000-მდე იღბლიან მომხმარებელს შორის, რომლებიც დაიბრუნებენ გადარიცხულ თანხას.

როგორ ვისარგებლო კომუნალური გადახდისას  0% საკომისიოთი?

  • თუ თქვენ აპრილში-ივნისში არ გადაგიხდიათ ინტერნეტ ან მობაილბანკით კომუნალური ტიპის გადასახადი, ივლისში შეძლებთ ისარგებლოთ 0% საკომისიოთი.
  • კომუნალური გადახდისას თავდაპირველად გადაიხდით საკომისიოს, რომლის დაბრუნებაც მოხდება ყოველ: ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს.

რა შედის კომუნალურ გადახდებში?

ინტერნეტ და მობაილ ბანკის კომუნალური გადახდების გვერდზე მითითებული ყველა ტიპის გადასახადი.

რა იგულისმხება სხვასთან გადარიცხვაში?

იგულისხმება სხვასთან გადარიცხვა IBAN ანგარიშის ნომრით, მობილურის ნომრით ან ხმით გადარიცხვა

როგორ შეირჩა 5,000 იღბლიანი მომხარებელი?

თიბისი ბანკის წინასწარ შერჩეული ლოგიკით, არჩეულ იქნა 5000-მდე კლიენტი, რომლებსაც გადაეცემათ საჩუქარი მხოლოდ აქციის პირობების შესრულების შემთხვევაში.