დასაჩუქრდი Tomorrowland-ის საგზურით გადაიხადე ყველაზე მეტჯერ #შენიბარათით

თიბისის სტუდენტური ბარათისა და Mastercard-ის ერთობლივი კამპანია დაიწყო.

გადაიხადე ყველაზე მეტჯერ #შენიბარათით, გახდი კვირის ყველაზე აქტიური სტუდენტი და დასაჩუქრდი Tomorrowland-ის საგზურით ან Wolt-ის 100-ლარიანი ვაუჩერით.

სტუდენტური ბარათის მფლობელი, რომელიც 2019 წლის 26 ივნისიდან 16 ივლისის ჩათვლით, ყოველკვირეულად ყველაზე მეტ ტრანზაქციას შეასრულებს, საჩუქრად მიიღებს ფესტივალი Tomorrowland-ის სრულ პაკეტს საჩუქრად.

დამატებით, მიმდინარე კვირის მომდევნო ყველაზე აქტიური 30 მომხმარებელი დასაჩუქრდება Wolt-ის 100-ლარიანი ვაუჩერით.

კამპანიის პერიოდი :  2019 წლის 26 ივნისის 00:00 საათიდან - 16 ივლისის 23:59 საათის ჩათვლით (3 კვირა).

კამპანია დაიყოფა 3 ეტაპად და თითოელ ეტაპზე გამოვლინდება 31 გამარჯვებული.

ყოველკვირეულად გაიცემა:

  • 1 (ერთი) Tomorrowland-ის 2-კაციანი საგზური
  • 30 (ოცდაათი) Wolt-ის 100-ლარიანი ვაუჩერი.

I ეტაპი:       26 ივნისის 00:00-დან - 2 ივლისის 23:59-მდე;

II ეტაპი:      3 ივლისის 00:00-დან - 9 ივლისის 23:59-მდე;

III ეტაპი:    10 ივლისის 00:00-დან - 16 ივლისის 23:59-მდე.

სულ კამპანიის პერიოდში გაიცემა 93 საჩუქარი.


ვინ იღებს კამპანიაში მონაწილეობას?

  • კამპანიაში მონაწილეობას მიიღებენ თიბისის Mastercard-ის ტიპის სტუდენტური  #შენიბარათის არსებული მფლობელები
  •  ის მომხმარებლები, რომლებიც  აქციის პერიოდში აიღებენ თიბისის Mastercard-ის ტიპის სტუდენტურ #შენბარათს.

როგორ ჩავერთო სტუდენტურ აქციაში?

  • აქციაში ჩაერთვები ავტომატურად, თუ გაქვს ან აიღებ თიბისის Mastercard-ის ტიპის სტუდენტურ ბარათს და ამ ბარათით  განახორციელებ მინიმუმ 5-ლარიან ტრანზაქციებს ნებისმიერი ბანკის POS ტერმინალში, ელექტრონულ კომერციაში (E-commerce) და ინტერნეტ/მობაილბანკში.
  • ინტერნეტ ან მობაილბანკში განხორციელებული ტრანზაქციებიდან დღეში ჩაითვლება მხოლოდ ერთი ტრანზაქცია.

როგორ ავიღო სტუდენტური #შენიბარათი?

  • თუ უკვე ხარ თიბისი ბანკის მომხმარებელი, სახლიდან გაუსვლელად შეავსე განაცხადი ბმულზე:  https://bit.ly/2gD4Ylv.
  • თუ ჯერ არ ხარ თიბისი ბანკის მომხმარებელი, მიაკითხე უახლოეს ფილიალს და სრულიად უფასოდ, მომენტალურად მიიღე  Mastercard-ის #შენიბარათი. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვირეკე 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ნომერზე: 227 27 27.

რა საჩუქარი შეიძლება მივიღო?

კამპანიის ფარგლებში კვირის განმავლობაში ყველაზე მეტი ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში, მიიღებ ფესტივალი Tomorrowland-ის სრულ პაკეტს ორი ადამიანისთვის ან Wolt-ის 100-ლარიან ვაუჩერს.

  • სრულ პაკეტში შედის: 3 ღამე სასტუმროში, ავია ბილეთები, ტრანსფერი სასტუმრომდე და ფესტივალის ტერიტორიამდე, ფესტივალის მეორე weekend-ზე დასასწრები ბილეთები. მოგზაურობის პერიოდია: 26.07.2019-29.07.2019.
  • Wolt-ის 100-ლარიანი ვაუჩერის გამოყენება გამარჯვებულებს შეეძლებათ როგორც ერთჯერადად ისე მრავალჯერადად. ვაუჩერს აქვს 6-თვიანი ვადა.

როგორ გავხდე გამარჯვებული?

განახორციელე თითოეული ეტაპის განმავლობაში ყველაზე მეტი მინიმუმ 5-ლარიანი ტრანზაქცია POS ტერმინალებში, ელექტრონულ კომერციაში, ინტერნეტ ან მობაილბანკში და  მოხვდი კვირის ყველაზე მეტი ტრანზაქციის მქონე 31 მომხმარებელს შორის.

როგორ გავიგო, რომ დავსაჩუქრდი?

კამპანიაში გამარჯვების შემთხვევაში, თითოეული ეტაპის დასრულების შემდეგ 5 სამუშაო დღის განმავლობაში დაგიკავშირდებით მობილურ ნომერზე.

თუ აქციის პერიოდში შეცვლი ნომერს, ეწვიე ბანკის ნებისმიერ ფილიალს და განაახლე ძველი ნომერი ახლით.

პირობების დეტალური აღწერა

  • აქცია ჩატარდება 2019 წლის 26 ივნისიდან -  2019 წლის 16 ივლისის ჩათვლით.
  • კამპანია დაყოფილია 3 ეტაპად:
    • I ეტაპი:   26 ივნისის 00:00-დან - 2 ივლისის 23:59-მდე;
    • II ეტაპი:  3 ივლისის 00:00-დან - 9 ივლისის 23:59-მდე;
    • III ეტაპი: 10 ივლისის 00:00-დან - 16 ივლისის 23:59-მდე.
  • თითოეულ ეტაპზე გამოვლინდება 31 გამარჯვებული - 1 მთავარი და 30 დამატებითი პრიზის მფლობელი, რომლებსაც ექნებათ განხორციელებული ყველაზე მეტი ტრანზაქცია კვირის განმავლობაში.
  • კვირის ყველაზე აქტიური მომხმარებელი მიიღებს მუსიკალური ფესტივალი „Tomorrowland"-ის 2-კაციან სრულ პაკეტს (მოგზაურობის პერიოდი ბელგიაში გამართულ ფესტივალზე - 26.07.2019-29.07.2019).

დანარჩენი 30 ყველაზე აქტიური მომხმარებელი დასაჩუქრდება - "Wolt"-ის 100-ლარიანი ვაუჩერით.

  • "Tomorrowland"-ის საგზურით დასაჩუქრებულები ელექტრონულად მიიღებენ სრულ პაკეტს (ავიაბილეთებს, სასტუმროს ჯავშანს 3 ღამის პერიოდზე, ტრანსფერს, ფესტივალის ბილეთებს). ამისათვის საჭიროა წამსვლელი ორი პირის პასპორტი და პრიზის მიღების აქტის ხელმოწერა. შემდეგ მოხდება მათზე საბუთების გაფორმება.
  • "Wolt"-ის ვაუჩერის გამარჯვებულები ბანკში დაფიქსირებულ მობილურის ნომერზე მიიღებენ უნიკალურ კოდებს, რომლის აპლიკაციაში შეყვანის შემდეგაც, თანხა ავტომატურად დაუჯდებათ „ვოლტის" ანგარიშზე.
  • აქციის გამარჯვებულის გამოვლენა გარანტირებულ მოგებაზეა დაფუძნებული, რაც გულისხმობს შემდეგს: ყველაზე აქტიური მონაწილე, რომელსაც ყოველ ეტაპზე ექნება ყველაზე მეტი ტრანზაქცია, მოიგებს გარანტირებულ საჩუქრებს.
  • კამპანიის ფარგლებში ერთი მომხმარებელი შეიძლება დასაჩუქრდეს ფესტივალის მხოლოდ ერთი  ბილეთით და ერთი ვაუჩერით.

მაგალითად: თუ სტუდენტური ბარათის მფლობელი კამპანიის რომელიმე ეტაპზე დასაჩუქრდება Tomorrowland-ის საგზურით, შემდეგ ეტაპზე ექნება შანსი, ერთჯერადად მიიღოს Wolt-ის ვაუჩერი და პირიქით, თუ რომელიმე ეტაპზე მიიღებს ვაუჩერს, შემდეგ კვირას შეუძლია გააგრძელოს აქტივობა მთავარი პრიზის, ფესტივალის სრული პაკეტის მოსაგებად.

ორივე პრიზის მიღების შემთხვევაში, მომხმარებელი ავტომატურად ეთიშება გათამაშებას.

  • პრიზების (ფესტივალის სრული პაკეტი და/ან ვოლტის 100-ლარიანი ვაუჩერი) მიღების ნაცვლად ფულადი ანაზღაურების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
  • ყოველი ეტაპის შემდეგ ნულდება წინა კვირის მონაცემები (დაგროვებული ტრანზაქციები).
  • აქციაში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ სტუდენტური #შენიბარათით ნებისმიერი ბანკის POS ტერმინალებზე, ელექტრონულ კომერციაში (E-commerce), ინტერნეტ ან მობაილ ბანკში  განხორციელებული მინ. 5 ლარიანი (ექვივალენტი) ტრანზაქციების მფლობელები.
  • ინტერნეტ ან მობაილბანკში ერთი დღის განმავლობაში განხორციელებული ტრანზაქციები ჩაითვლება მხოლოდ ერთ ტრანზაქციად (განურჩევლად რაოდენობისა).
  • აღნიშნულ კამპანიაში მონაწილეობას არ მიიღებენ თიბისი ბანკის თანამშრომლები.
  • აღნიშნულ კამპანიაში მონაწილეობას არ მიიღებენ სტუდენტური ბარათის მფლობელი არარეზიდენტი მომხმარებლები.
  • : ტრანზაქციად არ ჩაითვლება:
  • უკუგატარებები (რევერსალი-გადახდილი თანხის უკან დაბრუნება);
  • ერთსადაიმავე ტერმინალზე გატარებული ტრანზაქციები, რომელთა  შორის  დროის ინტერვალი 1 საათზე ნაკლებია.
  • გამარჯვებულების გამოვლენისას, თუ აღმოჩნდა, რომ მომხმარებლებს აქვთ შესრულებული ერთი და იმავე ოდენობის ტრანზაქციები, გამარჯვებული გამოვლინდება ტრანზაქციის ჯამური თანხის მოცულობით და/ან ტრანზაქციის შესრულების დროით.
  • გამარჯვებულთან ვერ დაკავშირების შემთხვევაში, საჩუქარი გადაეცემა ტრანზაქციების რაოდენობით მის შემდეგ ადგილზე გასულ მომხმარებელს.
  • მომხმარებლისგან გარკვეული მიზეზების საფუძველზე საჩუქრის მიღებაზე უარის შემთხვევაში, პრიზი გადაეცემა ტრანზაქციების რაოდენობით მის შემდეგ ადგილზე გასულ მომხმარებელს.
  • საეჭვო გატარებების აღმოჩენის შემთხვევაში ბანკი იტოვებს უფლებას, კონკრეტულ მომხმარებელს შეუზღუდოს აქციაში მონაწილეობის უფლება.