ისარგებლე განახლებული მობაილბანკით - Android მობაილბანკის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ:
ჩამოტვირთეთ აპლიკაცია TBC Bank უფასოდ Play Store-დან |
ჩამოტვირთეთ Google Play-დან |
ტარიფები
აპლიკაციის საფასური | უფასო |
საკუთარ ანგარიშებს შორის გადარიცხვა/კონვერტაცია (საკრედიტო ბარათიდან გადარიცხვის გარდა) | უფასო |
სხვა პირის/კომპანიის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში | ბანკის სტანდარტული ტარიფების შესაბამისად |
მობილური ბალანსის შევსება | უფასო |
კომუნალური გადასახადების გადახდა | 0.5 ლარი |
მობილური პაკეტის შეძენა | ჯეოსელი, ბილაინი - უფასო; მაგთი - პაკეტის ღირებულების 4% (გამონაკლისი: კოქტეილი 30 - 0.5 ლარი); |
უსაფრთხოება
თქვენი უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია!
მოწინავე, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით თიბისი ბანკი იცავს მობაილბანკში უსაფრთხოების უმაღლეს ნორმებს, თუმცა მობაილბანკთან მუშაობისას უსაფრთხოების ნორმები უნდა დაიცვას თავად მომხმარებელმაც.
თავდაცვის ზომები:
- არავის გაანდოთ მობაილბანკის მომხმარებლის სახელი, პაროლი. არ შეინახოთ ეს მონაცემები კომპიუტერში, ინტერნეტში ან მობილურში პაროლით დაუცველ ფაილებში;
- გაააქტიურეთ ტელეფონის კოდით გახსნის ფუნქცია;
- მობაილბანკში მუშაობა დაასრულეთ "გამოსვლა" ღილაკზე დაჭერით;
- მობაილბანკში სხვისი ტელეფონით შესვლა, ან მობილური ტელეფონის სხვა პირისთვის თხოვება არ არის რეკომენდებული;
- მობილური ტელეფონის გასხვისების შემთხვევაში აუცილებლად წაშალეთ მობაილბანკის აპლიკაცია;
- არ გაგზავნოთ კონფიდენციალური ინფორმაცია ელ. ფოსტით. ბანკი არასდროს მოგთხოვთ თქვენი პირადი და უსაფრთხოების ინფორმაციის, პაროლის ან ანგარიშების ინფორმაციის სრულად გაგზავნას ელ. ფოსტით;
- თუ თქვენ თავს გრძნობთ საფრთხის წინაშე, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით;
- თუ თქვენ ელ. ფოსტით მიიღეთ საეჭვო წერილი, რომელიც ირწმუნება, რომ თიბისი ბანკისგანაა, გთხოვთ დაუყოვნებლივ გვაცნობოთ.
რას ვაკეთებთ ჩვენ თქვენს დასაცავად?
- მობაილბანკში შესვლა დაცულია საპაროლე სისტემით. თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი უნიკალურია;
- ტრანზაქციები თქვენი ანგარიშების გარეთ საჭიროებს დამატებით ავტორიზაციას.
მეტი უსაფრთხოებისთვის, 2021 წლის 20 მარტიდან მობაილ და ინტერნეტბანკს აპლიკაციაში შესვლისას და ტრანზაქციების შესრულებისას ორმაგი აუთენტიფიკაციის მეთოდი ემატება:
- აპლიკაციაში შესასვლელად და 50 ლარს ზემოთ ტრანზაქციის შესასრულებლად, საჭირო იქნება სმს/დიჯიპას კოდის შეყვანა
- ყოველდღიურობის გასამარტივებლად, შეგიძლია სანდო მოწყობილობის და კონტაქტების გააქტიურება
- თუ გაიაქტიურებ სანდო მოწყობილობას, მობაილ ან ინტერნეტბანკში შესვლისას არ მოგიწევს ერთჯერადი უსაფრთხოების კოდის შეყვანა. გააქტიურებისთვის ეწვიე პარამეტრების გვერდს.
შენიშვნა: თუ 20 მარტამდე უკვე დამატებული გქონდა სანდო მოწყობილობა, ხელახლა დაგჭირდება გააქტიურება.
- სანდო შაბლონი/მიმღების დამატების შემთხვევაში, გადარიცხვისას არ დაგჭირდება ერთჯერადი უსაფრთხოების/დიჯიპას კოდის შეყვანა. სანდო შაბლონის დამატება შეგიძლია ტრანზაქციის შესრულების შემდგომ და ასევე, შაბლონების გვერდიდან.
შენიშვნა: ამ ფუნქციონალებით სარგებლობისთვის, საჭიროა აპლიკაციების განახლება
დამატების შემდეგ სანდო შაბლონი 24 საათში გააქტიურდება
ხშირად დასმული კითხვები
რომელი Android-ებისთვისაა თავსებადი მობაილბანკის აპლიკაცია?
აღნიშნული აპლიკაციით სარგებლობა შეუძლიათ Samsung-ის, HTC-ის, Huawei-ს, Sony-ის, Motorolla-ს და სხვა ბრენდების მობილური ტელეფონების იმ მომხმარებლებს, ვისი მობილური ტელეფონის ოპერაციული სისტემა არის Android 5.0 და უფრო ახალი.
როგორ დავრეგისტრირდე მობაილბანკის მომსახურებაზე?
მობაილბანკი არ საჭიროებს სპეციალურ რეგისტრაციას.
თუ თქვენ უკვე ხართ თიბისი ბანკის ინტერნეტბანკის მომხმარებელი, თქვენ ავტომატურად ხართ დარეგისტრირებული მობაილბანკზე. მობაილბანკით სარგებლობისთვის საკმარისია ჩამოტვირთოთ TBC Bank აპლიკაცია Google Play-დან უფასოდ.
როგორ დავაყენო TBC Bank აპლიკაცია მობილურ ტელეფონში?
Android საოპერაციო სისტემაზე მომუშავე ტელეფონებში მობაილბანკის აპლიკაციის დასაყენებლად საჭიროა მისი გადმოტვირთვა Google Play-დან. ამისათვის პირველ რიგში საჭიროა დარეგისტრირებული იყოთ Google Play-ის მომხმარებლად. აპლიკაცია განთავსებულია Google Play-ის ფინანსების კატეგორიაში სახელით TBC Bank.
Google Play-ზე დარეგისტრირება ძალიან მარტივია:
- შედით თქვენი ტელეფონის Setting-ებში;
- მენიუდან Accounts, დააჭირეთ + Add account;
- აირჩიეთ Google;
- აირჩიეთ Existing (თუ უკვე გაქვთ Gmail ელ. ფოსტა) ან New (ახალი ელ. ფოსტის შესაქმნელად);
- მიყევით შემდგომ ინსტრუქციებს.
როგორ შევიდე მობაილბანკში?
მობაილბანკში შესასვლელად საჭიროა გახსნათ მობილურ ტელეფონში ჩამოტვირთული აპლიკაცია. სისტემაში შესასვლელად გამოიყენეთ ინტერნეტბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი.
თუ ჯერ არ ხართ ინტერნეტბანკის მომხმარებელი, რეგისტრაცისთვის უნდა ეწვიოთ თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალს, სადაც თქვენ მიიღებთ ინტერნეტბანკში შესვლისთვის საჭირო მომხამრებლის სახელს და ერთჯერად პაროლს. გთხოვთ გაითვალისწონოთ, რომ კორპორატიულ ინტერნეტბანკზე რეგისტრაციის განაცხადის გაკეთების უფლება აქვს მხოლოდ კომპანიის დირექტორს ან მასთან გათანაბრებულ/უფლებამოსილ პირს.
ვერ შევდივარ სისტემაში, რა შეიძლება იყოს მიზეზი?
შემთხვევა:
თქვენს მობილურს არ აქვს ინტერნეტ კავშირი.
ქმედება:
მიუერთდით ინტერნეტს (Wi-Fi-ის ან მობილური ოპერატორის მეშვეობით). თუ ვერ ახერხებთ ინტერნეტთან მიერთებას, დახმარებისთვის დაუკავშირდით თქვენს ინტერნეტ პროვაიდერს ან მობილურ ოპერატორს.
ონლაინ რეგისტრაციადარეგისტრირდით ონლაინ სახლიდან გაუსვლელად. |
(+995 32) 227 27 27
დაგვირეკეთ 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ან დაგვიტოვეთ თქვენი ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით.
|
ეწვიეთ ფილიალს
დარეგისტრირდით უახლოეს ფილიალში.
|
დარეგისტრირდით
|
დამირეკეთ |
მოძებნეთ |