ჩემი ბიზნესისთვის

გაიმარტივეთ ბანკთან ურთიერთობა!
ისარგებლეთ მობაილბანკით iPhone-ზე

 

მობალბანკის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ:

  • ანაგრიშებზე არსებული ბალანსების ნახვა, ამონაწერის გაკეთება
  • გადარიცხვა კომპანიის ანგარიშებზე, სხვა პირის ან კომპანიის ანგარიშსა და ბიუჯეტში
  • კომუნალური გადასახადების გადახდა
  • დეპოზიტების და სესხების მართვა
  • ვალუტის კურსების ნახვა და კონვერტაცია
  • ნებისმიერი დისტანციური არხში შექმნილი დავალების ავტორიზაცია
  • თიბისი ბანკის უახლოესი ფილიალის ან/და ბანკომატის პოვნა

 

აპლიკაციის ჩამოტვირთვა და სარგებლობა სრულიად უფასოა*.

დაიწყეთ TBC Mobile-ით სარგებლობა ახლავე!

*ინტერნეტბანკს, მობაილბანკს და iPad ბანკს აქვთ საერთო ყოველკვარტალური საკომისიო.

Product img

ჩამოტვირთეთ

App Store-დან


ტარიფები

მობაილბანკის სერვისი სრულიად უფასოა.

მას არ აქვს არც სააბონენტო გადასახადი და არც სტანდარტულზე ძვირი საკომისიოები საბანკო ტრანზაქციებზე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ აპლიკაციის ჩამოტვირთვისას და მისი შემდგომი მოხმარებისას, თქვენმა მობილურმა ოპერატორმა შესაძლოა დაგარიცხოთ ინტერნეტით სარგებლობის საკომისიო.

 

მობაილბანკში ოპერაციების განხორციელების საკომისიოები 

  • საკუთარ ანგარიშებს შორის გადარიცხვა/კონვერტაცია (საკრედიტო ბარათიდან გადარიცხვის გარდა) - უფასო;
  • გადარიცხვა საკრედიტო ბარათებიდან (პრაიმ ქარდი და თიბისი ქარდი) – ბანკის სტანდარტული ტარიფების შესაბამისად;
  • საკუთარი ანგარიშიდან სხვა პირის/კომპანიის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა ეროვნულსა და უცხოურ ვალუტაში - ბანკის სტანდარტული ტარიფების შესაბამისად;
  • მობილური ბალანსის შევსება - უფასო;
  • კომუნალური გადასახადების გადახდა - 0.5 ლარი

უსაფრთხოება

თქვენი უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია!

მოწინავე, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით თიბისი ბანკი იცავს მობაილბანკში უსაფრთხოების უმაღლეს ნორმებს, თუმცა მობაილბანკთან მუშაობისას უსაფრთხოების ნორმები უნდა დაიცვას თავად მომხმარებელმაც. 

თავდაცვის ზომები:

  • არავის გაანდოთ მობაილბანკის მომხმარებლის სახელი, პაროლი. არ შეინახოთ ეს მონაცემები კომპიუტერში, ინტერნეტში ან მობილურში პაროლით დაუცველ ფაილებში;
  • გაააქტიურეთ ტელეფონის კოდით გახსნის ფუნქცია;
  • მობაილბანკში მუშაობა დაასრულეთ "გამოსვლა" ღილაკზე დაჭერით;
  • მობაილბანკში სხვისი ტელეფონით შესვლა, ან მობილური ტელეფონის სხვა პირისთვის თხოვება არ არის რეკომენდებული;
  • მობილური ტელეფონის გასხვისების შემთხვევაში აუცილებლად წაშალეთ მობაილბანკის აპლიკაცია;
  • არ გაგზავნოთ კონფიდენციალური ინფორმაცია ელ. ფოსტით. ბანკი არასდროს მოგთხოვთ თქვენი პირადი და უსაფრთხოების ინფორმაციის, პაროლის ან ანგარიშების ინფორმაციის სრულად გაგზავნას ელ. ფოსტით;
  • თუ თქვენ თავს გრძნობთ საფრთხის წინაშე, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით;
  • თუ თქვენ ელ. ფოსტით მიიღეთ საეჭვო წერილი, რომელიც ირწმუნება, რომ თიბისი ბანკისგანაა, გთხოვთ დაუყოვნებლივ გვაცნობოთ.

რას ვაკეთებთ ჩვენ თქვენს დასაცავად? 

  • მობაილბანკში შესვლა დაცულია საპაროლე სისტემით. თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი უნიკალურია;
  • ტრანზაქციები თქვენი ანგარიშების გარეთ საჭიროებს დამატებით ავტორიზაციას.

 

მეტი უსაფრთხოებისთვის, 2021 წლის 20 მარტიდან მობაილ და ინტერნეტბანკს აპლიკაციაში შესვლისას და  ტრანზაქციების შესრულებისას ორმაგი აუთენტიფიკაციის მეთოდი ემატება:

  • აპლიკაციაში შესასვლელად და 50 ლარს ზემოთ ტრანზაქციის შესასრულებლად, საჭირო იქნება სმს/დიჯიპას კოდის შეყვანა
  • ყოველდღიურობის გასამარტივებლად, შეგიძლია სანდო მოწყობილობის და კონტაქტების გააქტიურება
  • თუ გაიაქტიურებ სანდო მოწყობილობას, მობაილ ან ინტერნეტბანკში შესვლისას არ მოგიწევს ერთჯერადი უსაფრთხოების კოდის შეყვანა.  გააქტიურებისთვის ეწვიე პარამეტრების გვერდს.

შენიშვნა: თუ 20 მარტამდე უკვე დამატებული გქონდა სანდო მოწყობილობა, ხელახლა დაგჭირდება გააქტიურება.

  • სანდო შაბლონი/მიმღების დამატების შემთხვევაში, გადარიცხვისას არ დაგჭირდება ერთჯერადი უსაფრთხოების/დიჯიპას კოდის შეყვანა. სანდო შაბლონის დამატება შეგიძლია ტრანზაქციის შესრულების შემდგომ და ასევე, შაბლონების გვერდიდან.

შენიშვნა: ამ ფუნქციონალებით სარგებლობისთვის, საჭიროა აპლიკაციების განახლება

დამატების შემდეგ სანდო შაბლონი 24 საათში გააქტიურდება

ხშირად დასმული კითხვები

რომელი iPhone-ისთვისაა თავსებადი მობაილბანკის აპლიკაცია?
აღნიშნული აპლიკაციით სარგებლობა შეუძლიათ iPhone-ების მფლობელებს, რომელთა მობილური ტელეფონის ოპერაციული სისტემა არის iOS 13 და უფრო ახალი ვერსია.

როგორ დავრეგისტრირდე მობიალბანკის მომსახურებაზე? 
მობაილბანკი არ საჭიროებს სპეციალურ რეგისტრაციას.

  • თუ თქვენ უკვე ხართ თიბისი ბანკის ინტერნეტბანკის მომხმარებელი, თქვენ ავტომატურად ხართ დარეგისტრირებული მობაილბანკზე. მობაილბანკით სარგებლობისთვის საკმარისია ჩამოტვირთოთ "TBC Mobile" აპლიკაცია App Store-დან  უფასოდ.

როგორ დავაყენო TBC  Mobile ბანკის აპლიკაცია მობილურ ტელეფონში?
iPhone-ებში მობაილბანკის აპლიკაციის დასაყენებლად საჭიროა მისი გადმოტვირთვა App Store-დან. ამისათვის, პირველ რიგში, საჭიროა დარეგისტრირებული იყოთ App Store-ის მომხმარებლად, ანუ გქონდეთ Apple ID. აპლიკაცია განთავსებულია App Store-ის ფინანსების კატეგორიაში სახელით TBC Mobile. აპლიკაციის ჩამოწერა შესაძლებელია უფასოდ ნებისმიერი ქვეყნის App Store-დან.

როგორ შევიდე მობაილბანკში?
მობაილბანკში შესასვლელად საჭიროა გახსნათ მობილურ ტელეფონში ჩამოტვირთული აპლიკაცია. სისტემაში შესასვლელად გამოიყენეთ ინტერნეტბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი.
თუ ჯერ არ ხართ კორპორატიული ინტერნეტბანკის მომხმარებელი, რეგისტრაცისთვის უნდა ეწვიოთ თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალს, სადაც თქვენ მიიღებთ ინტერნეტბანკში შესვლისთვის საჭირო მომხამრებლის სახელს და ერთჯერად პაროლს. გთხოვთ გაითვალისწონოთ, რომ კორპორატიულ ინტერნეტბანკზე რეგისტრაციის განაცხადის გაკეთების უფლება აქვს მხოლოდ კომპანიის დირექტორს ან მასთან გათანაბრებულ/უფლებამოსილ პირს.

ვერ შევდივარ სისტემაში, რა შეიძლება იყოს მიზეზი?
შემთხვევა:
თქვენს მობილურს არ აქვს ინტერნეტ კავშირი.

ქმედება:
მიუერთდით ინტერნეტს (Wi-Fi-ის ან მობილური ოპერატორის მეშვეობით). თუ ვერ ახერხებთ ინტერნეტთან მიერთებას, დახმარებისთვის დაუკავშირდით თქვენს ინტერნეტ პროვაიდერს ან მობილურ ოპერატორს.

როგორ დავრეგისტრირდე?

ონლაინ რეგისტრაცია

ამ ეტაპზე ონლაინრეგისტრაცია შეუძლებელია. გთხოვთ, დაგვირეკოთ ან ეწვიოთ ერთ-ერთ ფილიალს.

(+995 32) 227 27 27

დაგვირეკეთ 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ან დაგვიტოვეთ თქვენი ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით.

ეწვიეთ ფილიალს

დარეგისტრირდით უახლოეს ფილიალში.
დარეგისტრირდით
დამირეკეთ
მოძებნეთ
გმადლობთ დაკავშირებისთვის
ჩვენ დაგირეკავთ მაქსიმალურად სწრაფად
$Apply_notification_title.getData()
$Apply_notification_text.getData()