დისტანციური მომსახურება

გაიმარტივეთ ცხოვრება მობაილბანკის დახმარებით

 

მობაილბანკის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ:

  • ანაგრიშებზე არსებული ბალანსების, ხელმისაწვდომი და ბლოკირებული თანხების ნახვა, ამონაწერის გაკეთება
  • გადარიცხვა საკუთარ ანგარიშებზე და საქართველოს ფარგლებში
  • მობილურის ბალანსის შევსება და კომუნალური გადასახადების გადახდა
  • დეპოზიტების და სესხების ნახვა
  • ვალუტის კურსების ნახვა და კონვერტაცია
  • თიბისი ბანკის უახლოესი ფილიალის ან/და ბანკომატის პოვნა

 

დაიწყეთ მობაილბანკით სარგებლობა ახლავე!

Product img
ონლაინ რეგისტრაცია

ტარიფები

მობაილბანკის სერვისი სრულიად უფასოა.

მას არ აქვს არც სააბონენტო გადასახადი და არც სტანდარტულზე ძვირი საკომისიოები საბანკო ტრანზაქციებზე. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აპლიკაციის მოხმარებისას თქვენმა მობილურმა ოპერატორმა შესაძლოა დაგარიცხოთ ინტერნეტით სარგებლობის საკომისიო.

 

მობაილბანკში ოპერაციების განხორციელების საკომისიოები 

  • საკუთარ ანგარიშებს შორის გადარიცხვა/კონვერტაცია (საკრედიტო ბარათიდან გადარიცხვის გარდა) - უფასო;
  • გადარიცხვა საკრედიტო ბარათებიდან (პრაიმ ქარდი და თიბისი ქარდი) გადარიცხვა – ბანკის სტანდარტული ტარიფების შესაბამისად;
  • საკუთარი ანგარიშიდან სხვა პირის/კომპანიის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში - ბანკის სტანდარტული ტარიფების შესაბამისად.
  • მობილურის ბალანსის შევსება - უფასო;
  • მობილური პაკეტის შეძენა:
    ჯეოსელი, ბილაინი - უფასო;
    მაგთი - პაკეტის ღირებულების 4% (გამონაკლისი: კოქტეილი 30 -  0.5 ლარი);
  • კომუნალური გადასახადების გადახდა - 0.5 ლარი

უსაფრთხოება

თქვენი უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია!

მოწინავე, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით თიბისი ბანკი ახერხებს მობაილბანკში უსაფრთხოების უმაღლესი ნორმების დაცვას. თუმცა მობაილბანკთან მუშაობისას უსაფრთხოების ნორმები უნდა დაიცვას თავად მომხმარებელმაც. თავდაცვის ზომები:

  • არავის გაანდოთ მობაილბანკის მომხმარებლის სახელი, პაროლი, სატელეფონო კოდი. არ შეინახოთ ეს მონაცემები კომპიუტერში, ინტერნეტში ან მობილურში პაროლით დაუცველ ფაილებში;
  • მობაილბანკში მუშაობა დაასრულეთ "გამოსვლა" ღილაკზე დაჭერით;
  • მობაილბანკში სხვისი ტელეფონით შესვლა, ან მობილური ტელეფონის სხვა პირისთვის თხოვება არ არის რეკომენდირებული ;
  • არ გააგზავნოთ კონფიდენციალური ინფორმაცია ელ. ფოსტით. ბანკი არასდროს მოგთხოვთ თქვენი პირადი და უსაფრთხოების ინფორმაციის, პაროლის ან ანგარიშების ინფორმაციის სრულად გაგზავნას ელ. ფოსტით;
  • თუ თქვენ თავს გრძნობთ საფრთხის წინაშე, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით;
  • თუ თქვენ ელ. ფოსტით მიიღეთ საეჭვო წერილი, რომელიც ირწმუნება, რომ თიბისი ბანკისგანაა, გთხოვთ დაუყოვნებლივ გვაცნობოთ.

 

რას ვაკეთებთ ჩვენ თქვენს დასაცავად?

  • სერვისზე რეგისტრაციის პროცესისას  მოწმდება მითითებული ინფორმაციის სისწორე და მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევა მომხმარებელს მობაილბანკის სერვისით სარგებლობის საშუალება;
  • მობაილბანკში შესვლა დაცულია საპაროლე სისტემით. თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი უნიკალურია;
  • ტრანზაქციები თქვენი ანგარიშების გარეთ საჭიროებს დამატებით ავტორიზაციას.

 

მეტი უსაფრთხოებისთვის, 2021 წლის 20 მარტიდან მობაილ და ინტერნეტბანკს აპლიკაციაში შესვლისას და  ტრანზაქციების შესრულებისას ორმაგი აუთენტიფიკაციის მეთოდი ემატება:

  • აპლიკაციაში შესასვლელად და 50 ლარს ზემოთ ტრანზაქციის შესასრულებლად, საჭირო იქნება სმს/დიჯიპას კოდის შეყვანა
  • ყოველდღიურობის გასამარტივებლად, შეგიძლია სანდო მოწყობილობის და კონტაქტების გააქტიურება
  • თუ გაიაქტიურებ სანდო მოწყობილობას, მობაილ ან ინტერნეტბანკში შესვლისას არ მოგიწევს ერთჯერადი უსაფრთხოების კოდის შეყვანა.  გააქტიურებისთვის ეწვიე პარამეტრების გვერდს.

შენიშვნა: თუ 20 მარტამდე უკვე დამატებული გქონდა სანდო მოწყობილობა, ხელახლა დაგჭირდება გააქტიურება.

  • სანდო შაბლონი/მიმღების დამატების შემთხვევაში, გადარიცხვისას არ დაგჭირდება ერთჯერადი უსაფრთხოების/დიჯიპას კოდის შეყვანა. სანდო შაბლონის დამატება შეგიძლია ტრანზაქციის შესრულების შემდგომ და ასევე, შაბლონების გვერდიდან.

შენიშვნა: ამ ფუნქციონალებით სარგებლობისთვის, საჭიროა აპლიკაციების განახლება

დამატების შემდეგ სანდო შაბლონი 24 საათში გააქტიურდება

ხშირად დასმული კითხვები

როგორ დავრეგისტრირდე მობიალბანკის მომსახურებაზე? 

მობაილბანკი არ საჭიროებს სპეციალურ რეგისტრაციას.

  • თუ თქვენ უკვე ხართ თიბისი ბანკის ინტერნეტბანკის მომხმარებელი, თქვენ ავტომატურად ხართ დარეგისტრირებული მობაილბანკზე. მობაილბანკით სარგებლობისთვის შეხვიდეთ თქვენი მობილური ტელეფონის ბროუზერით მისამართზე www.tbconline.ge
  • თუ თქვენ არ ხართ დარეგისტრირებული ინტერნეტბანკზე, რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ როგორც ფილიალში, ასევე ონლაინ რეჟიმში ინტერნეტბანკის ვებგვერდზე www.tbconline.ge

 

როგორ შევიდე მობაილბანკში?
მობაილბანკში შესასვლელად საჭიროა გახსნათ მობილურ ტელეფონში ბროუზერი და შეხვიდეთ შეხვიდეთ მისამართზე www.tbconline.ge . სისტემაში შესასვლელად გამოიყენეთ ინტერნეტბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი.

თუ ჯერ არ ხართ ინტერნეტბანკის მომხმარებელი, რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ როგორც ფილიალში, ასევე ონლაინ რეჟიმში ინტერნეტბანკის ვებგვერდზე www.tbconline.ge

 

სერტიფიკაციისას რა დონეები არსებობს მობიალბანკში და განსხვავებაა მათ შორის?
თიბისი ბანკის მობაილბანკში არსებობს სამი უსაფრთხოების დონე, ანუ სერტიფიკაციის მეთოდი - საბაზისო, საშუალო და მაღალი. არჩევანი, თუ რომლის გამოყენება გსურთ, შესაძლებელია თქვენ თავად გააკეთოთ ინტერნეტბანკში, პერსონალური პარამეტრებიდან.
სერტიფიკაციის დონეებს შორის ძირითადი განსხვავება ისაა, რომ საბაზისო დონის შემთხვევაში სერტიფიკაციისას გამოიყენება სტატიკური სატელეფონო კოდი, ხოლო საშუალო და მაღალი დონის შემთხვევაში გამოიყენება ერთჯერადი კოდი, რომელიც გენერირდება ყოველი ახალი მოთხოვნისას.
საშუალო დონის სერთიფიკაციის მეთოდში გამოიყენება SMS კოდი. ეს არის ერთჯერადი კოდი, რომელიც იგზავნება თქვენს მობილურ ტელეფონზე.
უსაფრთხოების ყველაზე მაღალი დონის შემთხვევაში, ერთჯერადი კოდი გენერირდება დიჯიპასის მოწყბილობაზე.
საბაზისო და საშუალო დონეს შედარებით დაბალი ტრანზაქციის ლიმიტები გააჩნია. ულიმიტო ოპერაციების წარმოება შესაძლებელია მხოლოდ დიჯიპასის გამოყენებით.

როგორ დავრეგისტრირდე?

ონლაინ რეგისტრაცია

დარეგისტრირდით ონლაინ სახლიდან გაუსვლელად.

(+995 32) 227 27 27

დაგვირეკეთ 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ან დაგვიტოვეთ თქვენი ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით.

ეწვიეთ ფილიალს

დარეგისტრირდით უახლოეს ფილიალში.
დარეგისტრირდით
დამირეკეთ
მოძებნეთ
გმადლობთ დაკავშირებისთვის
ჩვენ დაგირეკავთ მაქსიმალურად სწრაფად
$Apply_notification_title.getData()
$Apply_notification_text.getData()