ჩემი ბიზნესისთვის

ზოგადი აღწერა

Mastercard-ის MPGS-ი (Mastercard Payment Gateway services) არის მსოფლიოში წამყვანი გადახდების პლატფორმა, რომელიც ბიზნესებს სთავაზობს მარტივად, სწრაფად და უსაფრთხოდ მიიღოს და მართოს გადახდები მსოფლიო მასშტაბით. MPGS მომხმარებელს საშუალებას აძლევს მიიღოს საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება გადახდების პროცესში, ისარგებლოს მრავალფეროვანი გადახდის მეთოდებითა და სასურველი ვალუტით. პლატფორმას აქვს მრავალფეროვანი საინტეგრაციო სერვისების მხარდაჭერა, რაც ბიზნესებს საშუალებას აძლევს, მარტივად  შეძლონ ინტეგრაცია, სწრაფად დაიწყონ გადახდების მიღება და გაზარდონ ბიზნესი.

დამატებითი უპირატესობებია:

  • გადახდების მიღება მსოფლიო მასშტაბით;
  •  მრავალფეროვანი გადახდის მეთოდები და ვალუტები;
  • მარტივი ინტეგრაცია გადახდების მყისიერად მისაღებად;
  • თაღლითობის, თანამედროვე მონიტორინგისა და პრევენციის სისტემები;გადახდების უსაფრთხოდ მისაღებად.

სერვისის ლიმიტები

სტანდარტული ლიმიტები თიბისის და MPGS-ის გადახდებით სარგებლობის შემთხვევაში:

  • ერთი ტრანზაქციის ლიმიტი - 3000 ლარი;
  • დღის თანხობრივი ლიმიტი - 10000 ლარი;

ონლაინ რეგისტრაცია

  • გადადით ბმულზე და შეავსეთ განაცხადი;
  • განაცხადის შევსებიდან 24 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებათ მენეჯერი.

მოქმედი ტარიფები

ტრანზაქციის საკომისიო:

  • თიბისი ბანკის  Mastercard/VISA ბარათებზე- 2,5% (მინ. 0,1);
  • სხვა ქართული ბანკების MastercardVISA/ ბარათებზე- 2,5% (მინ. 0,1);
  • უცხოური ბანკების Mastercard/VISA ბარათებზე- 3% (მინ. 0,1);

ხელშეკრულება

ხელშეკრულება ძალაშია 25.10.2024-დან.

ხელშეკრულების სანახავად დააჭირეთ აქ.

ცვლილება ხელშეკრულებაში

ცვლილებების სანახავად, დააჭირეთ აქ.

ცვლილება ძალაშია 25.10.2024-დან

ხშირად დასმული კითხვები

რა არის MPGS?

Mastercard-ის MPGS-ი Mastercard payment gateway services გადახდების მიღების წამყვანი საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც ბიზნესს აძლევს საშუალებას მიიღოს და მართოს გადახდები, უსაფრთხოდ და მარტივი ინტეგრაციით.


როგორ დავრეგისტრირდე თიბისი ელ-კომერციაზე?

განაცხადის შევსების შემდეგ, მიიღებთ ინტეგრაციის დეტალურ ინფორმაციას ჩარიცხვის, საკომისიოსა და სხვა პირობების შესახებ.

 
რა გადახდის საშუალებებია თიბისის MPGS-ით?

  • ნებისმიერი Mastercard/Visa/ ბარათით გადახდა;

 

რომელი ბანკის ბარათებით მივიღებ გადახდებს?

გადახდების მიღება შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის Visa და MasterCard ბარათებით.

 

რა იურიდიული სტატუსი უნდა მქონდეს რომ ჩავერთო თიბისი ელ-კომერციის გადახდებში?

მთავარია დარეგისტრირებული იყოთ გადასახადების გადამხდელათ და  არ აქვს მნიშვნელობა ფიზიკური პირი იქნებით თუ იურიდიული.

  

ფასიანია თუ არა  MPGS  გადახდების სისტემაში ჩართვა?

არ არის ფასიანი.