ძვირფასო მომხმარებლებო,

გაწვდით დამატებით ინფორმაციას საშეღავათო პერიოდით გაცემულ სესხებთან დაკავშირებით.

საშეღავათო პერიოდით გაცემულ სესხებზე, საშეღავათო პერიოდში დარიცხული  საპროცენტო სარგებლის გადახდა უნდა მოხდეს  ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, გრაფიკის შესაბამისად. თუ აღნიშნული პირობით გაცემული სესხის, ნაწილობრივი ან სრული წინსწრებით დაფარვა ხდება საშეღავათო პერიოდში, მაშინ  მსესხებლის მხრიდან  დასაფარია წინსწრების თარიღამდე  დარიცხული  ყველა გადასახდელი, მათ შორის ამ თარიღამდე დარიცხული საპროცენტო სარგებელი. ხოლო, თუკი წინსწრება ხორციელდება საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდგომ,  წინსწრების მომენტში გადასახდელია საშეღავათო პერიოდის განმავლობაში დარიცხული სრული საპროცენტო სარგებელი სხვა მიმდინარე გადასახდელებთან ერთად.


მაგალითად: სესხი გაიცა შემდეგი პარამეტრებით:

სესხის თანხა: 2000 ლარი

საპროცენტო განაკვეთი: 10%

ვადა  - 12 თვე

საშეღავათო პერიოდი ძირზე და პროცენტზე -  3 თვე

სიცოცხლის დაზღვევა - 0.72%

სესხის გაცემის თარიღი 13/06/2019

პირველი გადახდის რიცხვი - 28/07/2019 ( იხდის მხოლოდ დაზღვევას)

პირველი გადახდის თარიღი, საშეღავათო პერიოდის შემდეგ ( დაზღვევასთან ერთად იწყებს  ძირის და პროცენტის ( მათ შორის გადანაწილებული პროცენტის) დაფარვებს)  - 28/10/2019

სესხის ვადის ბოლო - 16/06/2020

 

ამ პირობებით გაცემული სესხისთვის, საშეღავათო პერიოდში (13/06/2019 – 28/09/2019) დარიცხული პროცენტი შეადგენს 58.63 ლარს, რომლის გადახადაც კლიენტს უწევს  საშეღავათო პერიოდის შემდეგ, შემდეგი გადანაწილებით

შენიშვნა: ცხრილში მოცემული გადანაწილებული პროცენტი ემატება გრაფიკის მიმდინარე თარიღში გადასახდელ პროცენტს.

საშეღავათო პერიოდში კლიენტი იხდის მხოლოდ დაზღვევას.

  1. თუ კლიენტი წინსწრებას აკეთებს საშეღავათო პერიოდში, მაგ. 27.08.2019-ში, ამ თარიღის მდგომარებით მას გადასახდელი ექნება საშეღავათო პერიოდში წინსწრების თარიღამდე 27.08.2019-მდე დარიცხული პროცენტი.  ამ მაგალითის მიხედვით 41.10 ლარი, სხვა მიმდინარე გადასახდელებთან ერთად (დაზღვევა და წინსწრების საკომისიო).
  2. თუ კლიენტი  წინსწრებას აკეთებს საშეღავათო პერიოდის დასრულებისას, პირველივე გადახდის რიცხვში, (28/10/2019-ში), ამ თარიღის მდგომარებით მას გადასახდელი ექნება საშეღავათო პერიოდში დარიცხული პროცენტი მთლიანად ანუ 58.63 ლარი, სხვა  მიმდინარე გადასახდელებთან ერთად (დაზღვევა, დარიცხული პროცენტი და წინსწრების საკომისიო).
  3. თუ კლიენტი  წინსწრებას აკეთებს საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდგომ, რამდენიმე გადახდის გაკეთების შემდეგ,  მაგ. 28/12/2019-ში, ამ თარიღის მდგომარებით კლიენტს საშეღავათო პერიოდში დარიცხული პროცენტიდან უკვე გადახდილი აქვს 2 თვის გადანაწილებული პროცენტი (12.01+5.83=17.84ლარი), შესაბამისად, გადასახდელი იქნება საშეღავათო პერიოდში დარიცხული პროცენტიდან დარჩენილი გადასახადელი მთლიანად -  58.63-17.84= 40.79 ლარი,  სხვა  მიმდინარე გადასახდელებთან ერთად (დაზღვევა, დარიცხული პროცენტი და წინსწრების საკომისიო).

გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით.

სს „თიბისი ბანკი"