ოფსეტი  - არის ფუქნცია სესხზე, რომლის საშუალებითაც ხდება სესხზე დასარიცხი პროცენტის დაანგარიშება. პროდუქტი განკუთვნილია ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც სარგებლობენ იპოთეკური  სესხით.

ოფსეტის ანგარიში:  მსესხებლის/თანამსესხებლის საბარათე/მიმდინარე ანგარიში (ანგარიშზე არ ხდება პროცენტის დარიცხვა)

ოფსეტის საბარათე/მიმდინარე ანგარიშის ტარიფები:

საბარათე ანგარიში

ბარათის ყოველწლიური მომსახურება

ბარათის ტიპის შესაბამისად

თანხის განაღდება ბანკომატიდან (თიბისი ბანკი, ვითიბი ბანკი, ხალიკ ბანკი, ინვესტ ბანკი, ბაზის ბანკი)

0.2% მინ. - 0.2 ლარი

ბარათიდან განაღდება ლიბერთი ბანკის ბანკომატებში

0.7%, მინ. 0.3 GEL

სხვა ბანკების ბანკომატები

2% მინ. 3 ან 6 ლარი (ლარის ანგარიშიდან)

საკომისიო სავაჭრო ობიექტებში

0%

ბარათზე დარიცხვა

არ ხდება

 

 

მიმდინარე ანგარიში

ანგარიშის გახსნის საკომისიო

10 ლარი

ყოველთვიური საკომისიო

0.90 ლარი

თანხის შეტანა ანგარიშზე

უფასო

თანხის გატანა ლარში

0.2%

თანხის გატანა (USD/EUR)

0.6%

ანგარიშზე პროცენტის დარიცხვა

არ ხდება

  • აღნიშნულ ანგარიშებზე შეღავათები არ ვრცელდება
  • ინფორმაცია საბარათე/მიმდინარე ანგარიშების სტანდარტულ ტარიფებთან დაკავშირებით განთავსებულია თიბისი ბანკის ვებ გვერდზე www.tbcbank.ge

 

ოფსეტ ანგარიშის ვალუტა: ლარი - ოფსეტ ანგარიშის ვალუტა არ უნდა განსხვავდებოდეს  სესხის ვალუტისგან.

  • ოფსეტ ანგარიში ერთ კონკრეტულ სესხზე შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი, კონკრეტული ვალუტის ანგარიში, რომელზე არსებული თანხის შესაბამისად დაითვლება სესხის პროცენტი. (პროცენტის დათვლის დროს სხვა მულტისავალუტო ანგარიშებზე  არსებული თანხების დათვლა არ ხდება)
  • ოფსეტ ანგარიშის ცვლილება - შესაძლებელია ოფსეტ ანგარიში შეიცვალოს კლიენტის სურვილის შემთხვევაში. ცვლილების შემთხვევაშიც აქტიური იქნება მხოლოდ ერთი (განახლებული) ანგარიში.

 

ოფსეტ საბარათე ანგარიშის გახსნა:

  • იხსნება მხოლოდ ერთი ანგარიში ვალუტის შესაბამისად

 

ოფსეტის ვადა - ნაკლები ან ტოლი შესაბამისი სესხის ვადაზე

 

ოფსეტის ფუნქციის დახმარებით  სესხზე პროცენტის დაანგარიშების წესი:

ოფსეტის ფუნქციის ჩართვის შემთხვეაში სესხზე პროცენტის დაანგარიშება ხდება შემდეგნაირად: სესხის მიმდინარე ნაშთს - ოფსეტის ანგარიშზე განთავსებული თანხა* სესხის წლიურ პროცენტზე/365* დღეების რაოდენობა

მაგ.: კლიენტის მიმდინარე სესხის თანხა შეადგენს 80 000  ლარს. დაფარვის თარიღი აქვს 25 რიცხვში. თვის 1-დან 15 რიცხვამდე ოფსეტ ანგარიშზე ქონდა 25 000  ლარი, ხოლო 15 რიცხვიდან 25-მდე-  0 ლარი. მაშინ სესხის პროცენტი 1-დან 15 რიცხვამდე დაერიცხება  80 000-25 000=55 000 ლარზე, ხოლო 15-დან სესხის მთლიან ნაშთზე ანუ 80 000-ზე.

 

სსიპ „აწარმოე საქართველოში"-ს (შემდგომში „სააგენტო") პროექტის - „იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმი"-ს ფარგლებში სს „თიბისი ბანკის" მიერ მომხმარებლის სასარგებლოდ გაცემულ იპოთეკურ სესხ(ებ)ზე თუ დამატებით გააქტიურებულია ოფსეტ ფუნქცია, ოფსეტით მიღებული დანაზოგი წლიური საპროცენტო განაკვეთიდან განსაზღვრული წილების პროპორციულად აკლდება როგორც კლიენტის, ისე სააგენტოს დარიცხულ პროცენტს.

მაგ.: სესხის საპროცენტო განაკვეთი არის 10%, საიდანაც მომხმარებლის გადასახდელი წილი არის 2%, ხოლო სააგენტოს თანადაფინანსება 8%. სესხზე დარიცხული პროცენტიდან (ყოველთვიურად გადასახდელი თანხ(ებ)იდან) მომხმარებლის მიერ გადასახდელი თანხის პროცენტული წილი შეადგენს 20%, ხოლო სააგენტოს მიერ გადასახდელი (სუბსიდირებული) წილი 80%. შესაბამისად, თუ ოფსეტით მიღებული ყოველთვიური სარგებელი შეადგენს 140 ლარს, გაანგარიშება განხორციელდება შემდეგნაირად: მომხმარებლის გადასახდელ წილს (თანხას) გამოაკლდება 140*20%= 28 ლარი, ხოლო სააგენტოს - 140*80%=112 ლარი.

 

როდესაც სესხზე გააქტიურებულია ოფსეტ ფუნქცია და ამავდროულად, განხორციელდა სესხის გრაფიკის ცვლილება, სესხზე ყოველთვიური შენატანის (გადასახდელი თანხის) დაანგარიშება ხდება შემდეგნაირად: ყოველთვიური შენატანი მცირედით იცვლება, ხდება პროცენტის დაზოგვა (გრაფიკით გათვალისწინებულ ყოველთვიურ გადასახდელ თანხაში, ხდება დარიცხული პროცენტის შემცირება), დაზოგილი პროცენტის პროპორციულად, ყოველთვიურ გადასახდელ თანხაში იზრდება ძირითადი თანხის ნაწილი და გრაფიკის ცვლილების შემდეგ, პირველ გადახდის რიცხვში, კლიენტის სასარგებლოდ, ძირითადი თანხის დასაფარად მიემართება მეტი თანხა ვიდრე ცვლილებამდე არსებული ყოველთვიური გადასახდელით იყო განსაზღვრული. შეცვლილი შენატანის შემდეგ, ყოველთვიური შენატანი უბრუნდება ცვლილებამდე არსებულ გრაფიკით გათვალისწინებულ ყოველთვიურ გადასახდელს. პროცენტის დაზოგვის წინამდებარე წესი, ძალაშია სესხის მოქმედების პერიოდში გრაფიკის ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში (დროს).

მაგ.: სესხზე ყოველთვიური შენატანი შეადგენს 500 ლარს. ოფსეტ ფუნქციის გააქტიურებით შენატანი შემცირდა 300 ლარამდე. ოფსეტის მოქმედების პერიოდში თუ მოხდა გრაფიკის ცვლილება, ცვლილების შემდეგ გადახდის პირველ წერტილში (გრაფიკის ცვლილების შემდგომ (პირველივე) გადასახდელში), შემცირებული შენატანი (300 ლარი) იცვლება და ხდება ოფსეტის გააქტიურებამდე არსებული შენატანის შესაბამისი, ერთი განსხვავებით: თუ ოფსეტის გააქტიურებამდე ყოველთვიური შენატანიდან (მაგ. 500 ლარიდან) ძირითად თანხაში მიემართებოდა 200 ლარი, ხოლო პროცენტში 300 ლარი, ოფსეტის გააქტიურების შემდეგ და გრაფიკის ცვლილების შემთხვევაში, გრაფიკის ცვლილების შემდგომ (პირველივე) გადასახდელში, ყოველთვიური შენატანიდან (მაგ. 500 ლარიდან) ძირითად თანხაში მიემართება 400 ლარი, ხოლო 100 ლარი მიემართება პროცენტის დასაფარად.

 

მინიმალური ზღვარი სადამდეც შესაძლებელია შემცირდეს სესხის თანხა, რომლსაც ერიცხება პროცენტი:  სესხის მიმდინარე ნაშთის 50%

  • თუ სესხის თანხაა 100 000 ლარი, ხოლო მსესხებელს ოფსეტ ანგარიშზე 7 დღით აქვს 100 000 ლარი- ამ  7 დღის  განმავლობაში პროცენტი დაერიცხება  50 000 ლარს (სესხის თანხას გამოკლებული ოფსეტ ანგარიშზე არსებულ თანხა, მინიმუმ სესხის მიმდინარე ნაშთის 50%)

ოფსეტ ანგარიშზე არსებული თანხა: ითვლება ყოველდღიურად, დღის ბოლოს ანგარიშზე დაფიქსირებული ნაშთის შესაბამისად.

ფეიმენთი: ოფსეტ ფუნქციის საშუალებით კლიენტი სარგებელს ნახულობს დასარიცხ პროცენტში. ხოლო გრაფიკით გათვალისწინებული სესხის ძირითადი თანხა რჩება უცვლელი.

 

ოფსეტ ანგარიშზე არსებული თანხის მინიმალური ქვედა ზღვარი: 100 ერთეული.

თუ ოფსეტ ანგარიშზე დღის ბოლოს დაფიქსირებული ნაშთი ნაკლებია 100 ერთეულზე  -  არ ხდება ოფსეტ ფუნქციის გამოყენება.

მაგ: კლიენტის მიმდინარე სესხის თანხა შეადგენს 80 000 ლარს. დაფარვის თარიღი აქვს 25 რიცხვში. თვის 1-დან 15 რიცხვამდე ოფსეტ ანგარიშზე ქონდა 25 000 ლარი, ხოლო 15 რიცხვიდან 25-მდე-  50 ლარი. მაშინ სესხის პროცენტი 1-დან 15 რიცხვამდე დაერიცხება  80 000-25 000=55 000 ლარზე, ხოლო 15-დან სესხის მთლიან ნაშთზე ანუ 80000-ზე, რადგან ოფსეტ ანგარიშზე არსებული თანხა ნაკლებია  პროცენტის შემცირებისთვის საჭირო თანხის მინიმალური  ქვედა ზღვარზე -  100  ერთეულზე.

ოფსეტის ფუნქციის გააქტიურება: შესაძლებელია როგორც ახალ ასევე მიმდინარე იპოთეკურ სესხებზე.

 

ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, კლიენტის წინასწარი შეტყობინებების/ ინფორმირების გარეშე, ცალმხრივად განახორციელოს ოფსეტის გაუქმება.

ოფსეტის ჩართვის ღირებულება - უფასო