ჩემი ბიზნესისთვის
ზოგადი აღწერა
 
გადახდის ბმული არის ონლაინ მაღაზიებისთვის განკუთვნილი სერვისი, რომლის საშუალებითაც შეძლებ მიიღო გადახდები ვებ-გვერდის გარეშე.
  • მოქნილი და მარტივი
  • პროდუქტების და ინვოისების მართვა ვებ-გვერდის გარეშე
  • გადახდების მეთოდების მრავალფეროვნება
  • გადახდების სამართავი სივრცე

სერვისის ლიმიტები

სტანდარტული ლიმიტები გადახდი ბმულით სარგებლობის შემთხვევაში:
  • ერთი ტრანზაქციის ლიმიტი - 3 000 ლარი;
  • დღის თანხობრივი ლიმიტი - 10 000 ლარი;

ონლაინ რეგისტრაცია

  • გადადით ბმულზე და შეავსეთ განაცხადი
  • განაცხადის შევსებიდან 24 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებათ მომსახურე მენეჯერი

მოქმედი ტარიფები

გადახდის ბმულის ტრანზაქციის საკომისიო:
  • თიბისი ბანკის  VISA/MC  ბარათებზე- 2% (მინ 0,1)
  • სხვა ქართული ბანკების VISA/MC  ბარათებზე- 2% (მინ 0,1)
  • უცხოური ბანკების VISA/MC  ბარათებზე- 2,5% (მინ 0,1)
  • Digital Wallet-ით განხორციელებული ტრანზაქციის საკომისიო - ტრანზაქციის საკომისიოს + 0.4%
  • ავტორიზაციის საკომისიო/უკუგატარების საკომისიო-0%
  • ჩარჯბეკის საკომისიო/გასაჩივრების საკომისიო-0%

ხშირად დასმული კითხვები

რა იურიდიული სტატუსი უნდა მქონდეს რომ გადახდის ბმულით ვისარგებლო?

  • მთავარია იყოთ დარეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად , არ აქვს მნიშვნელობა ფიზიკური პირი იქნებით თუ იურიდიული.

 

როგორ გადაიხდის მომხმარებელი?

  • მომხმარებელი გადაიხდის ნებისმიერი ბანკის Visa/MC ბარათით, Apple Pay-ს გამოყენებით ან თიბისი ბანკის მობაილ და ინტერნეტ ბანკით.

 

როგორ ვაკონტროლო გადახდები?

  • მომხმარებლის მიერ გადახდის ბმულზე წარმატებული გადახდის შემდეგ სამართავ პანელში გამოგიჩნდება გადახდის ოპერაცია.

 

პროდუქტების ან კალათების რაოდენობა შეზღუდულია?

  • პროდუქტების და კალათების რაოდენობა შეზღუდული არ არის.

 

როგორ შეუძლია ჩემს თანამშრომლებს სერვისის გამოყენება?

  • სამართავ პანელში შეგიძლია დაამატო ახალი მომხმარებელი შესაბამისი უფლებებით, რომელიც ნახავს ან მართავს ბმულით გადახდებს.

 

ფასიანია თუ არა  გადახდის ბმულის გააქტიურება?

  • არ არის ფასიანი.