თბილისის, ქუთაისის, გორის, ფოთის, თელავის, ბაკურიანის, ბორჯომის, ბათუმის, რუსთავის, ზუგდიდის, მცხეთის, დმანისის, ბაღდათის, ახალციხის, დედოფლისწყაროს, სიღნაღის და ლაგოდეხის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია თიბისის ნებისმიერი ბარათით. მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია, როგორც ფიზიკური ბარათით ასევე ციფრული საფულის მეშვეობით. მუნიციპალურ ტრანსპორტში დღის განმავლობაში შესაძლებელია მხოლოდ 20 გადახდის შესრულება. ბარათი 20 გადახდის შესრულების შემდეგ სატრანსპორტო სისტემაში 24 საათით იბლოკება. ქუთაისში, გორში, ფოთში, თელავში, ბაკურიანში, ბორჯომში, მცხეთაში, დმანისში, ბაღდათში, ახალციხეში, დედოფლისწყაროში, სიღნაღში და ლაგოდეხში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია ასევე ქალაქის სატრანსპორტო ბარათით. ქალაქის სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია გორის, ქუთაისის, ფოთის, თელავის, ბორჯომის, მცხეთის, დმანისის, ბაღდათის, ახალციხის, დედოფლისწყაროს, სიღნაღის და ლაგოდეხის თიბისის ფილიალებში. სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს და მისი შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით, რომლებსაც აქვთ ბარათის წამკითხველები. ტრანსპორტში თიბისის საბანკო ბარათით გადახდა ხორციელდება Offline რეჟიმში, რა დროსაც ბარათზე ნაშთის შემოწმება არ ხდება, შესაბამისად შესაძლებელია ბარათი გადახდის დროს გავიდეს მინუსში. |
|
ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხი
- რომელი ტიპის ბარათით არის შესაძლებელი ტრანსპორტში გადახდა?
- ტრანსპორტში გადახდა შესაძლებელია თიბისის ნებისმიერი ტიპის საბანკო ბარათით (როგორც სადებეტო, ასევე - საკრედიტო)
- საჭიროა თიბისი ბანკის ბარათებზე სატრანსპორტო გადახდების ფუნქციის გააქტიურება?
- თიბისი ბანკის ბარათებზე სატრანსპორტო ბარათებით გადახდის ფუნქციის გააქტიურება არ არის საჭირო. ფუნქცია ყველა ბარათზე ავტომატურად არის გააქტიურებული
- რომელ ქალაქებში არის შესაძლებელი თიბისი ბანკის ბართებით გადახდა ?
- ამ ეტაპზე თიბისი ბანკის ბარათებით გადახდა შესაძლებელია შემდეგ ქალაქებში:
- თბილისი
- ქუთაისი
- გორი
- ფოთი
- თელავი
- ბაკურიან
- ბორჯომი
- ბათუმი
- რუსთავი
- ზუგდიდი
- მცხეთა
- დმანისი
- ბაღდათი
- ახალციხე
- დედოფლისწყარო
- სიღნაღი
- რომელი ტიპის ტრანსპორტში არის შესაძლებელი თიბისი ბანკის ბარათით გადახდა?
- ავტობუსი
- მიკრო ავტობუსი
- მეტრო (თბილისი)
- საბაგირო (თბილისი)
- შემიძლია თუ არა APPLE PAY-ით, GOOGLE PAY-ით და TBC WALLET-ით ტრანსპორტში გადახდა?
- შესაძლებელია ტრანსპორტში APPLE PAY-ით, GOOGLE PAY-ით და TBC WALLET-ით გადახდა
- Apple pay, Google pay ან TBC wallet გადახდის შემთხვევაში, როდის აისახება გადახდილი თანხა ამონაწერში?
- თუ გადახდა შესრულდა Apple pay-ის, Google pay-ის ან TBC wallet-ის საშუალებით, თანხა ბარათზე დაიბლოკება მომენტალურად, ხოლო ამონაწერში აისახება მე-3 ან მე-4 დღეს
გამონაკლისი: თბილისის ტრანსპორტში Apple pay-ით, Google pay-ით ან TBC wallet-ით შესრულებული გადახდები არ ჯდება ბლოკში და ამონაწერში გადადის მეორე სამუშაო დღეს
- შემიძლია თუ არა ერთგული ბარათით ტრანსპორტში გადახდა?
- ერთგული ბარათით ტრანსპორტში გადახდა შესაძლებელია
- შესაძლებელია თუ არა თიბისის საბანკო ბარათი გავიდეს მინუსში თუ ბარათზე საკმარისი თანხა არ არის?
- სატრანსპორტო გადახდები ხორციელდება Offline რეჟიმში, რა დროსაც ბარათზე ნაშთის შემოწმება არ ხდება ამიტომ შესაძლებელია ბარათი გადახდის მომენტში გავიდეს მინუსში
- მოდის თუ არა SMS-შეტყობინება ტრანსპორტში ბარათით გადახდისას?
- მომხმარებელს ეგზავნება SMS-შეტყობინება ტრანსპორტში გადახდის შესახებ
- საბანკო ბარათით მგზავრობის შემთხვევაში ჩანს თუ არა ავტობუსში განთავსებული ვალიდატორის ეკრანზე ნაშთი?
- საბანკო ბარათით გადახდის შემთხვევაში ტრანსპორტში განთავსებულ ვალიდატორზე ბარათის ნაშთი არ ჩანს
- თიბისის საბანკო ბარათით მგზავრობის შემთხვევაში როდის აისახება გადახდილი
- ამონაწერში/ბარათზე?
- ტრანსპორტში თიბისის ბარათით გადახდის შემთხვევაში თანხა ბარათზე არ იბლოკება და ანგარიშის ამონაწერში აისახება მე-2 სამუშაო დღეს
- ვის მივმართავთ დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში?
- საბანკო ბარათით გადახდის შესახებ დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში შეგვიძლია მივმართოთ თიბისი ბანკის სატელეფონო მომსახურების ცენტრს ნომერზე: 2272727
- როგორ უნდა გადავიხადო მგზავრობის ღირებულება საბანკო ბარათით?
- მგზავრობის ღირებულების გადასახდელად საბანკო ბარათი უნდა მივადოთ ავტობუსში დამონტაჟებული ვალიდატორის ბარათის წამკითხველს
- თუ ვალიდატორზე ეკრანი გამწვანდა, ე.ი. გადახდა წარმატებით შესრულდა
- თუ ვალიდატორზე ეკრანი გაწითლდა, ე.ი. გადახდა ვერ შესრულდა
- შესაბამისი ხმოვანი სიგნალიც განსხვავებული იქნება
- ავტობუსში გადახდისას იბეჭდება თუ არა ჩეკი ან ბილეთი?
- ავტობუსში გადახდისას ჩეკი ან ბილეთი არ იბეჭდება. ვალიდატორზე მხოლოდ ელექტრონულად ხდება გადახდის მიღება
- როგორ გაიგებს კონტროლიორი რომ მე განვახორციელე მგზავრობის საფასურის გადახდა?
- კონტროლიორი გადახდის გადამოწმებას შეძლებს სპეციალურ მოწყობილობაზე საბანკო ბარათის მიდებით
- ავტობუსში მგზავრობის ღირებულების გადახდას კონტროლიორი გააკონტროლებს
სატრანსპორტო ბარათებით ტრანსპორტში გადახდა
- რა არის სატრანსპორტო ბარათი?
- უსახელო ბარათი, რომელიც მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულების გადახდისათვის გამოიყენება
- ბარათზე არ არის მიბმული საბანკო ანგარიში
- ბარათზე არ არის ასახული ბარათის მფლობელის სახელი და გვარი, ასევე აღნიშნული ინფორმაცია არ არის ჩაწერილი ბარათის მაგნიტურ ზოლზე ან/და მიკროჩიპში
- სატრანსპორტო ბარათის მოქმედების ვადა
- სატრანსპორტო ბარათი არის უვადო
- სად შეიძლება სატრანსპორტო ბარათის შეძენა?
- სატრანსპორტო ბარათის შეძენა შესაძლებელია თიბისის ქუთაისის, გორის, ფოთის, თელავის, ბორჯომის, ბაკურიანის, დმანისის, ბაღდათის, მცხეთის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს და ახალციხის ფილიალებში
- რა ღირს სატრანსპორტო ბარათი?
- სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს (მერიის მიერ დადგენილ სოციალური კატეგორიის ჯგუფებში შემავალი პირებისთვის პერსონიფიცირებული ბარათი გაიცემა უფასოდ)
- ბარათის საფასური (2 ლარი) ბარათის ბალანსზე არ აისახება და საჭიროა მისი შევსება თიბისი ფეის გადახდის ტერმინალზე
- არის თუ არა შეღავათიანი ტარიფი სატრანსპორტო ბარათით გადახდისას?
- სტანდარტულ უსახელო სატრანსპორტო ბარათზე შეღავათიანი ტარიფი არ მოქმედებს
- როგორ გავააქტიუროთ ბარათი?
- სატრანსპორტო ბარათი აქტიურია შეძენისთანავე და დამატებით გააქტიურება არ არის საჭირო
- ბარათი ვალიდურია მასზე თანხის პირველი ჩარიცხვისთანავე
- როგორ შევავსოთ ბალანსი სატრანსპორტო ბარათზე ?
- სატრანსპორტო ბარათზე ბალანსის შევსება შესაძლებელია მხოლოდ თიბისი ფეის სწრაფი გადახდის ტერმინალებში თანხის შეტანით, რომლებსაც ბარათის წამკითხველი აქვს
- ბალანსის შევსებისას არსებული შეფერხების შემთხვევაში მივმართავთ შპს ინტერფეის სატელეფონო მომსახურების ცენტრს ნომრებზე:
- ქუთაისი: 0800 000 817
- გორი: 0800 000 816
- ფოთი: 0800 000 814
- თელავი: 0800 000 820
- ბაკურიანი: 0800 000 820
- ბორჯომი:0800 000 820
- არის თუ არა საკომისიო სატრანსპორტო ბარათზე ბალანსის შევსებისას?
- სატრანსპორტო ბარათზე ბალანსის შევსება არის უფასო
- სად შემიძლია სატრანსპორტო ბარათზე ნაშთის შემოწმება ?
- სატრანსპორტო ბარათზე ნაშთის შემოწმება შესაძლებელია თიბისი ფეის აპარატის ბარათის წამკითხველზე მიდებით
- ტრანსპორტში დამონტაჟებულ ვალიდატორზე ბარათის მიდებით
- შესაძლებელია თუ არა სატრანსპორტო ბარათი გავიდეს მინუსში, თუ მასზე
საკმარისი თანხა არ არის?
- სატრანსპორტო ბართზე გადახდის მომენტში მოწმდება ბალანსი შესაბმისად მინუსში გაყვანა არ არის შესაძლებელი. თუ სატრანსპორტო ბარათზე საკმარისი თანხა არ იქნება ვალიდატორზე გამოიტანს შეცდომას და გადახდა ვერ შესრულდება
- სად შეიძლება სატრანსპორტო ბარათის გამოყენება?
- სატრანსპორტო ბარათით გადახდა შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი ქალაქის მუნიციპალურ ტრანსპორტში
- სატრანსპორტო ბარათის დაკარგვის შემთხვევაში შესაძლებელია თუ არა მისი
- დაბრუნება?
- სატრანსპორტო ბარათის დაკარგვის შემთხვევაში დაუშვებელია მისი აღდგენა, განახლება, კლიენტისთვის თანხის დაბრუნება. კლიენტმა უნდა აიღოს ახალი ბარათი და გადაიხადოს მისი ღირებულება - 2 ლარი
- სოციალური ბარათის აღდგენა შესაძლებელია და მისი საფასური შეადგენს 5 ლარს
- შესაძლებელია თუ არა სატრანსპორტო ბარათის დაბლოკვა/განბლოკვა?
- სატრანსპორტო ბარათის დაბლოკვა ან/და განბლოკვა არ არის შესაძლებელი
- ვის მივმართავთ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად?
სატრანსპორტო ბარათებით გადახდის შესახებ დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში შეგვიძლია მივმართოთ სატრანსპორტო ბარათების მომსახურე კომპანია „ინტერფეი" ს სატელეფონო მომსახურების ცენტრს ნომრებზე:
- ქუთაისი: 0800 000 817
- გორი: 0800 000 816
- ფოთი: 0800 000 814
- თელავი: 0800 000 820
- ბაკურიანი: 0800 000 820
- ბორჯომი: 0800 000 820
- როგორ უნდა გადავიხადო მგზავრობის ღირებულება სატრანსპორტო ბარათით?
- მგზავრობის ღირებულების გადასახდელად სატრანპსორტო ბარათი უნდა მივადოთ ავტობუსში დამონტაჟებული ვალიდატორის ბარათის წამკითხველს
- თუ ვალიდატორზე ეკრანი გამწვანდა, ე.ი. გადახდა წარმატებით შესრულდა
- თუ ვალიდატორზე ეკრანი გაწითლდა, ე.ი. გადახდა ვერ შესრულდა
- შესაბამისად, ხმოვანი სიგნალიც განსხვავებული იქნება
- ავტობუსში გადახდისას იბეჭდება თუ არა ჩეკი ან ბილეთი?
- ავტობუსში გადახდისას ჩეკი ან ბილეთი არ იბეჭდება. ვალიდატორზე გადახდის მიღება მხოლოდ ელექტრონულად ხდება
- როგორ გაიგებს კონტროლიორი რომ მე გადავიხადე მგზავრობის საფასური?
- კონტროლიორი გადახდის გადამოწმებას შეძლებს სპეციალურ მოწყობილობაზე სატრანსპორტო ბარათის მიდებით
- ავტობუსში მგზავრობის ღირებულების გადახდის გაკონტროლება მოხდება კონტროლიორის მიერ
სხვა ბანკის ბარათებით ტრანსპორტში გადახდა
- შესაძლებელია თუ არა სხვა ბანკის ბარათით ტრანსპორტში გადახდა?
- ქუთაისი, თელავი, ფოთი, გორი, ბორჯომი და ბაკურიანის ტრანსპორტში გადახდა შესაძლებელია უცხოური ბანკის VISA/MasterCard ბარათებით და საქართველოს ბანკის ბარათებით. ხოლო ქუთაისში დამატებით ბაზისბანკის ბარათებითაც
- რა იქნება მგზავრობის ღირებულება სხვა ბანკის ბარათით გადახდის შემთხვევაში?
- სხვა ბანკის ბარათით გადახდის შემთხვევაში მოქმედებს სტანდარტული ტარიფი
თბილისი
თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია TBC-ის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო ბარათით.
TBC ბანკის კლიენტებს თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა შეუძლიათ:
- მეტროში
- ავტობუსში
- ლურჯი ფერის მიკროავტობუსში
- საბაგიროზე
მგზავრობის ზოგადი პირობები
- ტრანსპორტში ბარათით გადახდისას, თუ გადახდა ხდება სხვადასხვა ტრანსპორტში, პირველი გადახდიდან 1,5 საათის განმავლობაში მგზავრობა უფასოა.
- ტრანსპორტში ბარათით გადახდისას, თუ მომხმარებელმა პირველი გადახდა შეასრულა აპლიკაციით "ვოლეტით" და მეორე მგზავრობისას გადახდა შესრულდა ფიზიკური ბარათით (ან პირიქით), ასეთ შემთხვევაში 1,5 სთ საშეღავათო პერიოდის მიუხედავად მეორე გადახდაზე შეღავათი არ ვრცელდება.
- ერთსა და იმავე ავტობუსში/ლურჯ მიკროავტობუსში ბარათით გადახდისას, ფასიანი გადახდის შემდეგ გადახდებს შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 15 წუთი, იმისთვის, რომ მომდევნო გადახდა იყოს უფასო.
- გამონაკლისი - მეტროს ერთსა და იმავე სადგურში ბარათით გადახდისას არ მოქმედებს 1,5 საათიანი საშეღავათო პერიოდი და ყველა გადახდა არის ფასიანი.
- მგზავრობის ღირებულებას ადგენს ქალაქის მუნიციპალიტეტის მერია. ამ ეტაპზე მგზავრობის ღირებულება 1 ლარია.
ქ. თბილისში შეღავათიანი ტარიფი ამ ეტაპზე თიბისის არც ერთი ტიპის ბარათით (მათ შორის, სტუდენტურ/მოსწავლის ბარათზე/სოც. დაუცველ პირებზე) სატრანსპორტო გადახდებზე არ მოქმედებს.
თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო აბონემენტი
2022 წლის 1 სექტემბრიდან შესაძლებელია, სამგზავრო ვადიანი აბონემენტის მიბმა თიბისის ბარათზე. საბანკო ბარათში ინტეგრირებული სააბონენტო ბარათის გამოყენება, შესაძლებელია მხოლოდ მატერიალური ბარათის სახით, ელექტრონული საფულის მეშვეობით გადახდა ვერ განხორციელდება.
მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს ნებისმიერი ვადიანი აბონემენტი, შეიძინოს და დააინტეგრიროს საკუთარ თიბისის პლასტიკურ ბარათთან. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა მობაილბანკის მეშვეობით და ფილიალში შეიძინოს ნებისმიერი სამგზავრო აბონემენტი.
მობაილ ბანკიდან აბონემენტის შეძენა შესაძლებელია გადარიცხვების გვერდზე „საზოგადოებრივი ტრანსპორტის" არჩევით. აბონემენტის მიბმა ხდება მხოლოდ იმ ბარათზე, რომელსაც კლიენტი აირჩევს აბონემენტის შეძენისას.
ვიდეო ინსტრუქცია მობაილ ბანკიდან აბონემენტის შეძენასთან დაკავშრებით შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
აბონემენტის ტიპი |
აბონემენტის ფასი |
საკომისიო |
1 დღიანი |
3 ლარი |
0.1 ლარი |
1 კვირიანი |
20 ლარი |
0.4 ლარი |
1 თვიანი |
40 ლარი |
0.8 ლარი |
3 თვიანი |
100 ლარი |
1 ლარი |
6 თვიანი |
150 ლარი |
2 ლარი |
1 წლიანი |
250 ლარი |
3 ლარი |
სამგზავრო აბონემენტის გამოყენება შესაძლებელია თბილისის შემდეგ საზოგადოებრივ ტრანსპორტში:
— თბილისის მეტრო
— თბილისის ავტობუსი
— თბილისის ლურჯი მიკროავტობუსი
— უნივერსიტეტი-ბაგების საბაგირო გზა
საბანკო/სააბონენტო ბარათი აქტიურდება/ძალაში შედის შეძენიდან 3 (სამი) წუთში.
ერთი სამგზავრო აბონემენტის ინტეგრაცია შესაძლებელია თიბისი ბანკის მხოლოდ ერთ აქტიურ პლასტიკურ ბარათთან.
ერთ პლასტიკურ ბარათთან შესაძლებელია ინტეგრირებული იყოს მხოლოდ 2 სამგზავრო აბონემენტი. მეორე სამგაზვრო აბონემენტის გამოყენება დაიწყება მხოლოდ პირველი აბონემენტის ვადის ამოწურვის შემდეგ.
შეზღუდულია საბანკო/სააბონენტო ბარათის გაუქმება/შეჩერება, მისი შეძენის დროს არჩეული აბონემენტის პაკეტის ვადის გასვლამდე.
პლასტიკურ ბარათზე ინტეგრირებული აბონემენტით საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდაზე მოქმედებს დღიური ლიმიტი და ყოველდღიურად შესაძლებელია გადახდა არაუმეტეს 20-ჯერ. დღიური ლიმიტის ამოწურვის შემდგომ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საბანკო/სააბონენტო ბარათით გადახდა აღარ იქნება შესაძლებელი დღიური ლიმიტის ამოწურვის დღეს.
ტრანსპორტში საბანკო ბარათში ინტეგრირებული აბონემენტით გადახდისას მოქმედებს შეზღუდვის პერიოდი - 15 წუთი. შეზღუდვის პერიოდში, ერთსა და იმავე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რომელშიც განხორციელდა გადახდა, საბანკო ბარათში ინტეგრირებული აბონემენტით განმეორებითი გადახდა ვერ განხორციელდება.
აბონემენტის ბარათიდან ბარათზე გადატანა შესაძლებელია ფილიალიდან. ბარათის დაზიანების შემთხვევაში კლიენტს აქვს შესაძლებლობა თიბისის ბარათთან ინტეგრირებული სამგზავრო აბონემენტი გადაიტანოს თიბისის სხვა მოქმედ ბარათზე. ამისთვის კლიენტმა უნდა მიმართოს თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბარათის განახლების ან დაზიანების შემთხვევაში ახალი ბარათის დამზადებისას სამგზავრო აბონემენტის გადატანა ავტომატურად არ ხდება ახალდამზადებულ ბარათზე. ასეთ შემთხვევაში აბონემენტის ახალ ბარათზე გადასატანად უნდა მიმართოთ თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალს.
ბათუმი
ბათუმის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია TBC-ის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო ბარათით.
მგზავრობის ზოგადი პირობები
- მგზავრობის ღირებულებას ადგენს ქალაქის მუნიციპალიტეტის მერია. ამ ეტაპზე მგზავრობის ღირებულება სხვადასხვაა ტარიფის მიხედვით.
- 0,60 ლარი - მარშრუტებზე: 523;322;376;318
- 1 ლარი - მარშრუტებზე: 367;354
- 0.30 - ყველა სხვა მარშრუტზე
ქ. ბათუმში შეღავათიანი ტარიფი ამ ეტაპზე თიბისის არც ერთი ტიპის ბარათით (მათ შორის, სტუდენტურ/მოსწავლის ბარათზე/სოც. დაუცველ პირებზე) სატრანსპორტო გადახდებზე არ მოქმედებს.
რუსთავი
რუსთავის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია TBC-ის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო ბარათით.
მგზავრობის ზოგადი პირობები
- მგზავრობის ღირებულებას ადგენს ქალაქის მუნიციპალიტეტის მერია. ამ ეტაპზე მგზავრობის ღირებულება 0,50 ლარია.
- გამონაკლისია მარშრუტი # 20 , რუსთავი- თბილისი; თბილისი- რუსთავი;
სადაც ტარიფი შეადგენს 1,50 ლარს.
ქ. რუსთავში შეღავათიანი ტარიფი ამ ეტაპზე თიბისის არც ერთი ტიპის ბარათით (მათ შორის, სტუდენტურ/მოსწავლის ბარათზე/სოც. დაუცველ პირებზე) სატრანსპორტო გადახდებზე არ მოქმედებს.
ზუგდიდი
ზუგდიდის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია TBC-ის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო ბარათით.
მგზავრობის ზოგადი პირობები
- მგზავრობის ღირებულებას ადგენს ქალაქის მუნიციპალიტეტის მერია. ამ ეტაპზე მგზავრობის ღირებულება სხვადასხვაა ტარიფის მიხედვით.
- 0,50 ლარი - მარშრუტებზე: 1;2;3;4;5;6;7;10;11
- 0.7 ლარი - მარშრუტებზე: 19;23;31;8;9;
- 1 ლარი - ყველა სხვა მარშრუტზე
ქ. ზუგდიდში შეღავათიანი ტარიფი ამ ეტაპზე თიბისის არც ერთი ტიპის ბარათით (მათ შორის, სტუდენტურ/მოსწავლის ბარათზე/სოც. დაუცველ პირებზე) სატრანსპორტო გადახდებზე არ მოქმედებს.
ქუთაისი
ქუთაისის ავტობუსებში და 10 მიკროავტობუსში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია TBC-ის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო, ასევე პერსონიფიცირებული და სატრანსპორტო ბარათებით.
მგზავრობის ზოგადი პირობები
- ქუთაისში პირველი გადახდის შემდგომ არ მოქმედებს შეღავათიანი ტარიფით/უფასოდ მგზავრობის პირობა.
- შეღავათიანი ტარფიფი მოქმედებს მხოლოდ ფიზიკური ბარათით გადახდის დროს
- ავტობუსებში ნაღდი ანგარიშსწორება არ არის შესაძლებელი, მოქმედებს მხოლოდ საბანკო/სატრანსპორტო ბარათი.
- მგზავრობის ღირებულებას ადგენს ქალაქის მუნიციპალიტეტის მერია. ამ ეტაპზე მგზავრობის ღირებულება ყველა ტრანსპორტში 60 თეთრია.
შეღავათი TBC ბარათებზე
ქუთაისში მხოლოდ ამ ქალაქის სტუდენტებისთვის თიბისი ბანკის სტუდენტურ ბარათებზე და ბაგა-ბაღის გაერთიანების თანამშრომლების სახელფასო ბარათებზე მოქმედებს მგზავრობის განახევრებული ტარიფი. ხოლო დასუფთავების სამსახურის (სპეციალური სერვისები) თანამშრომლების თიბისი ბანკის სახელფასო ბარათებზე - ნულოვანი ტარიფი.
სკოლის მოსწავლეებისთვის თიბისი ბანკის მოსწავლის ბარათებზე მოქმედებს მგზავრობის უფასო ტარიფი;
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საბანკო ბარათზე შეღავათის გააქტიურება მოხდება ბარათის გაცემიდან მაქსიმუმ 2-3 სამუშაო დღეში.
სატრანსპორტო ბარათები
სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია ქუთაისის თიბისის ფილიალებში და ქუთაისში მდებარე და „დეილის" ქსელურ მარკეტებში. სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს და მისი შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით, რომლებსაც აქვს ბარათის წამკითხველი
პერსონიფიცირებული ბარათები
მერიის მიერ დადგენილ გარკვეულ სოციალურ ჯგუფებში შემავალი პირებისთვის გაიცემა პერსონიფიცირებული სატრანსპორტო ბარათები, რომლებზეც შეღავათიანი ტარიფები (ნულოვანი ან განახევრებული ტარიფი) ვრცელდება . ასეთი ტიპის სატრანსპორტო ბარათებზე დატანილია ბარათის მფლობელის სახელი, გვარი და ფოტოსურათი. ამ ეტაპზე პერსონიფიცირებული ბარათების გაცემა ხდება ქუთაისში კომპანია „ინტერფეის" სპეციალურად გახსნილ მომსახურების ოფისებში.
პერსონიფიცირებული სატრანსპორტო ბარათის მიღება შესაძლებელია ქუთაისში ბანკის კონტრაქტორი კომპანიის „ინტერფეის" სპეციალურად გახსნილ მომსახურების ოფისებში:
- ქ.ქუთაისი, ცისფერყანწელების ქ. #1.
- ქ.ქუთაისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი #28 ბინა 1.
- ტელ: 0800 000 817
მუნიციპალურ ტრანსპორტში შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ ქ. ქუთაისში რეგისტრირებული შემდეგი კატეგორიის მოქალაქეები:
ა) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები;
ბ) ზომიერად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მქონე პირები;
გ) აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე პირები;
დ) მადლიერების სახლის ბენეფიციარი პირები;
ე) მრავალშვილიანი დედები;
ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65.000-ს;
ზ) საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლები;
თ) ქუთაისის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები (მ.შ. პროფესიული სასწ.);
ი) დევნილი ვეტერანები;
კ) ჩერნობილის ავარიის ვეტერანები.
ბარათის მისაღებად სავალდებულოა მომხმარებლის მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. პერსონიფიცირებული ბარათის დაბეჭდვა და მომხმარებელზე გაცემა ხდება ადგილზე, იმავე დღეს.
გორი
გორის ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია TBC-ის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო, ასევე პერსონიფიცირებული და სატრანსპორტო ბარათებით.
გორის ტრანსპორტში თიბისი ბანკის ბარათებზე შეღავათიანი ტარიფები არ ვრცელდება.
მგზავრობის ზოგადი პირობები
- ტრანსპორტში ბარათით გადახდისას, თუ გადახდა ხდება სხვადასხვა ტრანსპორტში, პირველი გადახდიდან 1 საათის განმავლობაში მგზავრობა უფასოა.
- ერთსა და იმავე ავტობუსში ბარათით გადახდისას, ფასიანი გადახდის შემდეგ გადახდებს შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 15 წუთი იმისთვის, რომ მომდევნო გადახდაც იყოს უფასო 1-საათიანი საშეღავათო პერიოდის მანძილზე.
- ავტობუსებში ნაღდი ანგარიშსწორება არ არის შესაძლებელი, მოქმედებს მხოლოდ საბანკო/სატრანსპორტო ბარათი.
- მგზავრობის ღირებულებას ადგენს ქალაქის მუნიციპალიტეტის მერია - ამ ეტაპზე ის 50 თეთრს შეადგენს.
გორში შეღავათიანი ტარიფი, ამ ეტაპზე, თიბისის არც ერთი ტიპის ბარათით (მათ შორის, სტუდენტურ/მოსწავლის ბარათზე/სოც. დაუცველ პირებზე) სატრანსპორტო გადახდებზე არ მოქმედებს.
სატრანსპორტო ბარათები
სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია გორის თიბისის ფილიალებში და გორში მდებარე „დეილის" ქსელურ მარკეტებში. სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს და მისი შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.
სატრანსპორტო ბარათზე ბალანსის შევსებისას არსებული შეფერხების შემთხვევაში მივმართავთ შპს ინტერფეის სატელეფონო მომსახურების ცენტრს:
- ქ. გორი, გურამიშვილის #70
- ტელ: 0800 000 816
ფოთი
ფოთის ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია TBC-ის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო, ასევე პერსონიფიცირებული და სატრანსპორტო ბარათებით.
მგზავრობის ზოგადი პირობები
- ფოთში პირველი გადახდის შემდგომ არ მოქმედებს შეღავათიანი ტარიფით/უფასოდ მგზავრობის პირობა.
- ავტობუსებში ნაღდი ანგარიშსწორება არ არის შესაძლებელი, მოქმედებს მხოლოდ საბანკო/სატრანსპორტო ბარათი.
- შეღავათიანი ტარფიფი მოქმედებს მხოლოდ ფიზიკური ბარათით გადახდის დროს
- მგზავრობის ღირებულებას ადგენს ქალაქის მუნიციპალიტეტის მერია - ამ ეტაპზე ის 50 თეთრია.
შეღავათი TBC ბარათებზე
ფოთში შეღავათიანი ტარიფი მოქმედებს სკოლის მოსწავლეებზე, თიბისი ბანკის მოსწავლის ბარათებზე. (დღის განმავლობაში2-ჯერ უფასო მგზავრობა).
დღის განმავლობაში 2 გატარების ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მოსწავლის ბარათზე იზღუდება ტრანსპორტში გადახდა მიმდინარე დღის ბოლომდე. 2 გატარების შემდეგ ბარათით არ არის შესაძლებელი ფასიანი გადახდის განხორციელებაც.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საბანკო ბარათზე შეღავათის გააქტიურება მოხდება ბარათის გაცემიდან მაქსიმუმ 2-3 სამუშაო დღეში.
სატრანსპორტო ბარათები
სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია ფოთის თიბისის ფილიალებში და ფოთში მდებარე „დეილის" და „ბევერლი ჯგუფის" ქსელურ მარკეტებში. სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს და მისი შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.
პერსონალური ბარათები
მერიის მიერ დადგენილ გარკვეულ სოციალურ ჯგუფებში შემავალი პირებისთვის გაიცემა პერსონიფიცირებული სატრანსპორტო ბარათები, რომელზეც ვრცელდება შეღავათიანი ტარიფები (ნულოვანი ან განახევრებული ტარიფი). ასეთი ტიპის სატრანსპორტო ბარათებზე დატანილია ბარათის მფლობელის სახელი, გვარი და ფოტოსურათი. ამ ეტაპზე პერსონიფიცირებული ბარათების გაცემა ხდება ფოთში კომპანია „ინტერფეის" სპეციალურად გახსნილ მომსახურების ოფისებში.
პერსონიფიცირებული სატრანსპორტო ბარათის მიღება შესაძლებელია ფოთში ბანკის კონტრაქტორი კომპანიის „ინტერფეის" სპეციალურად გახსნილ მომსახურების ოფისში:
- ქ. ფოთი, რეკვავას #1 სანაპირო, ნიკოლაძის #47
ტელ: 0800 000 814
50%-იანი შეღავათით მუნიციპალურ ტრანსპორტში ისარგებლებენ ქ. ფოთში რეგისტრირებული (მცხოვრები) შემდეგი კატეგორიის მოქალაქეები:
ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;
ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;
გ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;
დ) სამხედრო ძალების ვეტერანები;
ე) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები;
მგზავრობის გადასახადიდან სრულად თავისუფლდება ქ. ფოთში რეგისტრირებული (მცხოვრები) შემდეგი კატეგორიის მოქალაქეები:
ა) 0- 6 წლამდე ბავშვები;
ბ) სკოლის მოსწავლეები (დღის განმავლობაში 2-ჯერ)
გ) ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების ცენტრის" ბენეფიციარები, მედდები და ექიმები;
ფოთში შეღავათიანი ტარიფების ამოქმედებამდე მოხდება მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომელი სოციალური ჯგუფები ისარგებლებენ შეღავათებით ტრანსპორტში და როდის უნდა მიმართონ ინტერფეის მომსახურების ოფისს.
ბარათის მისაღებად სავალდებულოა მომხმარებლის მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. პერსონიფიცირებული ბარათის ბეჭდვა და მომხმარებელზე გაცემა ხდება ადგილზე, იმავე დღეს.
თელავი
თელავის ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია TBC-ის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო, ასევე პერსონიფიცირებული და სატრანსპორტო ბარათებით.
მგზავრობის ზოგადი პირობები
- თელავში პირველი გადახდის შემდგომ არ მოქმედებს შეღავათიანი ტარიფით/უფასოდ მგზავრობის პირობა.
- ავტობუსებში ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდა არ არის შესაძლებელი, მოქმედებს მხოლოდ საბანკო/სატრანსპორტო ბარათი.
- შეღავათიანი ტარფიფი მოქმედებს მხოლოდ ფიზიკური ბარათით გადახდის დროს
- მგზავრობის ღირებულებას ადგენს ქალაქის მუნიციპალიტეტის მერია - ამ ეტაპზე ის 0.7 ლარია.
შეღავათი TBC ბარათებზე
თელავში შეღავათიანი ტარიფი მოქმედებს:
- თელავის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის თიბისი ბანკის მოსწავლის ბარათებზე. (მოქმედებს მგზავრობის უფასო ტარიფი);
- თელავის საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებზე - თიბისი ბანკის სტუდენტურ ბარათებზე (მოქმედებს ტარიფი 0.4 ლარი).
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საბანკო ბარათზე შეღავათის გააქტიურება მოხდება ბარათის გაცემიდან მაქსიმუმ 2-3 სამუშაო დღეში.
სატრანსპორტო ბარათები
სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია თელავის თიბისის ფილიალებში. სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს და მისი შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.
პერსონალური ბარათები
მერიის მიერ დადგენილ გარკვეულ სოციალურ ჯგუფებში შემავალი პირებისთვის გაიცემა პერსონიფიცირებული სატრანსპორტო ბარათები, რომელზეც ვრცელდება შეღავათიანი ტარიფები (ტარიფი 0.4 ლარი). ასეთი ტიპის სატრანსპორტო ბარათებზე დატანილია ბარათის მფლობელის სახელი, გვარი და ფოტოსურათი. ამ ეტაპზე პერსონიფიცირებული ბარათების გაცემა ხდება თელავის მუნიციპალიტეტის მიერ.
0.4 ლარიანი ტარიფით მუნიციპალურ ტრანსპორტში ისარგებლებენ ქ. თელავში რეგისტრირებული (მცხოვრები) შემდეგი კატეგორიის მოქალაქეები:
ა) თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული „სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული პენსიონერები;
ბ) თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები;
გ) თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები;
დ) თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს;
ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს;
ზ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მარჩენალდაკარგულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს;
თ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს;
ი) თელავის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „თელავის მუნიციპალიტეტის უმწეოთა და უპოვართა სამსახურის" ბენეფიციარები, რომლებიც რეგისტირებულნი არიან თელავის მუნიციპალიტეტში;
ბაკურიანი
ბაკურიანის ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია TBC-ის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო, ასევე პერსონიფიცირებული და სატრანსპორტო ბარათებით.
მგზავრობის ზოგადი პირობები
- ბაკურიანში პირველი გადახდის შემდგომ არ მოქმედებს შეღავათიანი ტარიფით/უფასოდ მგზავრობის პირობა.
- ავტობუსებში ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდა არ არის შესაძლებელი, მოქმედებს მხოლოდ საბანკო/სატრანსპორტო ბარათი.
- შეღავათიანი ტარფიფი მოქმედებს მხოლოდ ფიზიკური ბარათით გადახდის დროს
- მგზავრობის ღირებულებას ადგენს მუნიციპალიტეტის მერია - ამ ეტაპზე ის 1 ლარია.
შეღავათი TBC ბარათებზე
ბაკურიანში შეღავათიანი ტარიფი მოქმედებს დაბა ბაკურიანის და სოფელი დიდი მიტარბის სკოლის მოსწავლეებზე, თიბისი ბანკის მოსწავლის ბარათებზე (მოქმედებს 4 უფასო მგზავრობა დღის განმავლობაში); დღის განმავლობაში 4 გატარების ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მოსწავლის ბარათზე იზღუდება ტრანსპორტში გადახდა მიმდინარე დღის ბოლომდე. 4 გატარების შემდეგ ბარათით არ არის შესაძლებელი ფასიანი გადახდის განხორციელებაც.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საბანკო ბარათზე შეღავათის გააქტიურება მოხდება ბარათის გაცემიდან მაქსიმუმ 2-3 სამუშაო დღეში.
სატრანსპორტო ბარათები
სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია ბორჯომში მდებარე თიბისის ფილიალებში და ბაკურიანში მდებარე მარკეტში, მისამართზე - დ.ბაკურიანი აღმაშენებლის 1.18 სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს და მისი შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.
პერსონალური ბარათები
მერიის მიერ დადგენილ გარკვეულ სოციალურ ჯგუფებში შემავალი პირებისთვის გაიცემა პერსონიფიცირებული სატრანსპორტო ბარათები, რომელზეც ვრცელდება შეღავათიანი ტარიფები (ნულოვანი ტარიფი). ასეთი ტიპის სატრანსპორტო ბარათებზე დატანილია ბარათის მფლობელის სახელი, გვარი და ფოტოსურათი. ამ ეტაპზე პერსონიფიცირებული ბარათების გაცემა ხდება ბაკურიანის განვითარების სააგენტოს მიერ.
მგზავრობის გადასახადიდან სრულად თავისუფლდება შემდეგი კატეგორიის მოქალაქეები:
ა) დაბა ბაკურიანსა და სოფელ დიდ მიტარბში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირები;
ბ) დაბა ბაკურიანსა და სოფელ დიდ მიტარბში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული
მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების
ვეტერანები;
გ) დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდ მიტარბში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების
მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 65001-ზე ნაკლებია;
ბორჯომი
ბორჯომის ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია TBC-ის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო და სატრანსპორტო ბარათებით.
მგზავრობის ზოგადი პირობები
- ბორჯომში პირველი გადახდის შემდგომ არ მოქმედებს შეღავათიანი ტარიფით/უფასოდ მგზავრობის პირობა.
- ავტობუსებში ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდა არ არის შესაძლებელი, მოქმედებს მხოლოდ საბანკო/სატრანსპორტო ბარათი.
- მგზავრობის ღირებულებას ადგენს მუნიციპალიტეტის მერია.
სატრანსპორტო ბარათები
სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია ბორჯომში მდებარე თიბისის ფილიალში და ბორჯომში შემდეგ მისამართზე არსებულ მარკეტში: მესხეთის ქუჩა #5 .სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს და მისი შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.
მცხეთა
მცხეთის ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია TBC-ის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო, ასევე პერსონიფიცირებული და სატრანსპორტო ბარათებით.
მგზავრობის ზოგადი პირობები
- მცხეთაში გადახდის შემდგომ არ მოქმედებს შეღავათიანი ტარიფით/უფასოდ მგზავრობის პირობა.
- ავტობუსებში ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდა არ არის შესაძლებელი, მოქმედებს მხოლოდ საბანკო/სატრანსპორტო ბარათი.
- შეღავათიანი ტარფიფი მოქმედებს მხოლოდ ფიზიკური ბარათით გადახდის დროს
- მგზავრობის ღირებულებას ადგენს ქალაქის მუნიციპალიტეტის მერია - ამ ეტაპზე „ნარეკვავის" დასახლება - ფარნავაზის მოედანი- სოფ. მუხათგვერდი -„ზაჰესის" დასახლება 1.70 ლარია. „ნარეკვავის" დასახლება - ფარნავაზის მოედანი- არმაზი 0.50 ლარია.
შეღავათი TBC ბარათებზე
მცხეთაში შეღავათიანი ტარიფი მოქმედებს:
- მცხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის თიბისი ბანკის მოსწავლის ბარათებზე. (მოქმედებს მგზავრობის უფასო ტარიფი);
- მცხეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სტუდენტებზე - თიბისი ბანკის სტუდენტურ ბარათებზე მარშუტზე „ნარეკვავის" დასახლება - ფარნავაზის მოედანი- სოფ. მუხათგვერდი -„ზაჰესის" (მოქმედებს 50% იანი შეღავათიანი ტარიფი)
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საბანკო ბარათზე შეღავათის გააქტიურება მოხდება ბარათის გაცემიდან მაქსიმუმ 2-3 სამუშაო დღეში.
სატრანსპორტო ბარათები
სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია დმანისის თიბისის ფილიალებში. სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს და მისი შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.
პერსონალური ბარათები
მერიის მიერ დადგენილ გარკვეულ სოციალურ ჯგუფებში შემავალი პირებისთვის გაიცემა პერსონიფიცირებული სატრანსპორტო ბარათები, რომელზეც ვრცელდება შეღავათიანი ტარიფები მარშუტზე „ნარეკვავის" დასახლება - ფარნავაზის მოედანი- სოფ. მუხათგვერდი -„ზაჰესის" (მოქმედებს 50% იანი შეღავათიანი ტარიფი)
მარშუტზე „ნარეკვავის" დასახლება - ფარნავაზის მოედანი- სოფ. მუხათგვერდი -„ზაჰესის" (მოქმედებს 50% იანი შეღავათიანი ტარიფი) -ით ისარგებლებენ მცხეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (მცხოვრები) შემდეგი კატეგორიის მოქალაქეები:
ა) მცხეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები;
ბ) მცხეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
გ) მცხეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ ოჯახები;
შეღავათით სარგებლობის უფლება ასევე მიეცეთ პირებს,
რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი, თუმცა მუდმივად ცხოვრობენ მცხეთის მუნიციპალიტეტში,
რაც დასტურდება ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობით.
დმანისი
დმანისის საქალაქთაშორისო ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია TBC-ის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო, ასევე პერსონიფიცირებული და სატრანსპორტო ბარათებით.
მგზავრობის ზოგადი პირობები
- დმანისის საქალაქთაშორისო გადახდის შემდგომ არ მოქმედებს შეღავათიანი ტარიფით/უფასოდ მგზავრობის პირობა.
- ავტობუსებში ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდა არ არის შესაძლებელი, მოქმედებს მხოლოდ საბანკო/სატრანსპორტო ბარათი.
- შეღავათიანი ტარფიფი მოქმედებს მხოლოდ ფიზიკური ბარათით გადახდის დროს
- მგზავრობის ღირებულებას ადგენს ქალაქის მუნიციპალიტეტის მერია - ამ ეტაპზე ის 5 ლარია.
შეღავათი TBC ბარათებზე
დმანისში შეღავათიანი ტარიფი მოქმედებს:
დმანისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სტუდენტებზე - თიბისი ბანკის სტუდენტურ ბარათებზე (დღის განმავლობაში 2-ჯერ უფასო მგზავრობა).
სატრანსპორტო ბარათები
სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია დმანისის თიბისის ფილიალებში. სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს და მისი შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.
პერსონალური ბარათები
მერიის მიერ დადგენილ გარკვეულ სოციალურ ჯგუფებში შემავალი პირებისთვის გაიცემა პერსონიფიცირებული სატრანსპორტო ბარათები, რომელზეც ვრცელდება შეღავათიანი ტარიფები (დღის განმავლობაში 2-ჯერ უფასო მგზავრობა). ასეთი ტიპის სატრანსპორტო ბარათებზე დატანილია ბარათის მფლობელის სახელი, გვარი და ფოტოსურათი. ამ ეტაპზე პერსონიფიცირებული ბარათების გაცემა ხდება თელავის მუნიციპალიტეტის მიერ.
შეღავათიანი ტარიფით (დღის განმავლობაში2-ჯერ უფასო მგზავრობა). მუნიციპალურ ტრანსპორტში ისარგებლებენ ქ. დმანისში რეგისტრირებული (მცხოვრები) შემდეგი კატეგორიის მოქალაქეები:
ა) დმანისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები;
ბ) დმანისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (დიალეზი, უსანათლო)
ბაღდათი
ბაღდათის მუნიციპალიტეტში ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია TBC-ის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო, ასევე პერსონიფიცირებული და სატრანსპორტო ბარათებით.
მგზავრობის ზოგადი პირობები
- ბაღდათის მუნიციპალიტეტში გადახდის შემდგომ არ მოქმედებს შეღავათიანი ტარიფით/უფასოდ მგზავრობის პირობა.
- ავტობუსებში ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდა არ არის შესაძლებელი, მოქმედებს მხოლოდ საბანკო/სატრანსპორტო ბარათი.
- მგზავრობის ღირებულებას ადგენს ქალაქის მუნიციპალიტეტის მერია - ამ ეტაპზე ის 0.7 ლარია.
სატრანსპორტო ბარათები
სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია ბაღდათის თიბისის ფილიალებში. სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს და მისი შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.
ახალციხე
ახალციხის მუნიციპალიტეტში ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია TBC-ის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო, ასევე პერსონიფიცირებული და სატრანსპორტო ბარათებით.
მგზავრობის ზოგადი პირობები
- ახალციხის მუნიციპალიტეტში გადახდის შემდგომ არ მოქმედებს შეღავათიანი ტარიფით/უფასოდ მგზავრობის პირობა.
- ავტობუსებში ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდა არ არის შესაძლებელი, მოქმედებს მხოლოდ საბანკო/სატრანსპორტო ბარათი.
- ქალაქის მუნიციპალიტეტის მერია, მგზავრობის ღირებულებას ადგენს მარშუტების მიხედვით : 1 ლარი; 0.5 ლარი;
შეღავათი TBC ბარათებზე
ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული სამცხე-ჯავახეთის
სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მოქმედებს მგზავრობის განახევრებული ტარიფი.
სკოლის მოსწავლეებისთვის თიბისი ბანკის მოსწავლის ბარათებზე მოქმედებს მგზავრობის უფასო ტარიფი;
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საბანკო ბარათზე შეღავათის გააქტიურება მოხდება ბარათის გაცემიდან მაქსიმუმ 2-3 სამუშაო დღეში.
სატრანსპორტო ბარათები
სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია ახალციხის თიბისის ფილიალებში. სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს და მისი შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.
პერსონიფიცირებული ბარათები
მერიის მიერ დადგენილ გარკვეულ სოციალურ ჯგუფებში შემავალი პირებისთვის გაიცემა პერსონიფიცირებული სატრანსპორტო ბარათები, რომლებზეც შეღავათიანი ტარიფები (ნულოვანი ან განახევრებული ტარიფი) ვრცელდება . ასეთი ტიპის სატრანსპორტო ბარათებზე დატანილია ბარათის მფლობელის სახელი, გვარი და ფოტოსურათი.
ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ახალციხის მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალური ავტობუსით (M3 კატეგორია) რეგულარული
სამგზავრო გადაყვანისას უფასოდ მგზავრობის უფლება მიეცეთ შემდეგ პირთა კატეგორიებს:
ა) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირებს;
ბ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მხედველობით მნიშვნელოვნად
გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს;
გ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე ომის ვეტერანებს;
დ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე არასრულწლოვან პირებს;
ე) ა(ა)იპ – „ქალაქ ახალციხის სათნოების სახლის" ბენეფიციარებს;
2.
ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ახალციხის მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალური ავტობუსით (M3 კატეგორია) რეგულარული
სამგზავრო გადაყვანისას შეღავათიანი ტარიფით – 50%-იანი ფასდაკლებით მგზავრობის უფლება
მიეცეთ შემდეგ პირთა კატეგორიებს:
ა)
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ომისა და თავდაცვის ძალების
ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს;
ბარათის მისაღებად სავალდებულოა მომხმარებლის მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. პერსონიფიცირებული ბარათის დაბეჭდვა და მომხმარებელზე გაცემა ხდება ადგილზე, იმავე დღეს.
დედოფლისწყარო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია TBC-ის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო, ასევე პერსონიფიცირებული და სატრანსპორტო ბარათებით.
მგზავრობის ზოგადი პირობები
- დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გადახდის შემდგომ არ მოქმედებს შეღავათიანი ტარიფით/უფასოდ მგზავრობის პირობა.
- ავტობუსებში ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდა არ არის შესაძლებელი, მოქმედებს მხოლოდ საბანკო/სატრანსპორტო ბარათი.
- მგზავრობის ღირებულებას ადგენს, ქალაქის მუნიციპალიტეტის მერია, მარშუტების მიხედვით : 1 ლარი;
შეღავათი TBC ბარათებზე
დედოფლისწყაროში შეღავათიანი ტარიფი მოქმედებს:
- დედოფლისწყაროს საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებისთვის თიბისი ბანკის მოსწავლის ბარათებზე. (მოქმედებს 50% იანი შეღავათიანი ტარიფი);
- დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული საგანმანათლებო დაწესებულების სტუდენტებზე - (მოქმედებს 50% იანი შეღავათიანი ტარიფი);
- დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებს; (მოქმედებს 50% იანი შეღავათიანი ტარიფი);
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საბანკო ბარათზე შეღავათის გააქტიურება მოხდება ბარათის გაცემიდან მაქსიმუმ 2-3 სამუშაო დღეში.
სატრანსპორტო ბარათები
სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია დედოფლისწყაროს თიბისის ფილიალებში. სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს და მისი შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.
პერსონიფიცირებული ბარათები
მერიის მიერ დადგენილ გარკვეულ სოციალურ ჯგუფებში შემავალი პირებისთვის გაიცემა პერსონიფიცირებული სატრანსპორტო ბარათები, რომლებზეც შეღავათიანი ტარიფები (განახევრებული ტარიფი) ვრცელდება . ასეთი ტიპის სატრანსპორტო ბარათებზე დატანილია ბარათის მფლობელის სახელი, გვარი და ფოტოსურათი.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად
სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის
მარშრუტებზე 50% შეღავათიანი ტარიფით, მგზავრობის უფლება მიეცეთ შემდეგ პირთა კატეგორიებს:
ა. „სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ, დედოფლისწყაროს
მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პენსიონერებს;
ბ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებული პირებს –
დევნილებს;
გ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს;
დ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს;
ე. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა
სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს;
ვ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიანი
მშობლის სტატუსის მქონე ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს;
ზ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მარჩენალდაკარგულ
პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს;
http://www.matsne.gov.ge 01025005035169016564
თ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მარტოხელა მშობლის
სტატუსის მქონე პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს;
ი. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის
„დედოფლისწყაროს სათნოების სახლის" ბენეფიციარებს;
ბარათის მისაღებად სავალდებულოა მომხმარებლის მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. პერსონიფიცირებული ბარათის დაბეჭდვა და მომხმარებელზე გაცემა ხდება ადგილზე, იმავე დღეს.
სიღნაღი
სიღნაღის მუნიციპალიტეტში ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია TBC-ის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო, ასევე პერსონიფიცირებული და სატრანსპორტო ბარათებით.
მგზავრობის ზოგადი პირობები
- სიღნაღის მუნიციპალიტეტში გადახდის შემდგომ არ მოქმედებს შეღავათიანი ტარიფით/უფასოდ მგზავრობის პირობა.
- ავტობუსებში ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდა არ არის შესაძლებელი, მოქმედებს მხოლოდ საბანკო/სატრანსპორტო ბარათი.
- ქალაქის მუნიციპალიტეტის მერია, მგზავრობის ღირებულებას ადგენს მარშუტების მიხედვით : 1 ლარი;
შეღავათი TBC ბარათებზე
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული
სკოლების მოსწავლეებისთვის თიბისი ბანკის მოსწავლის ბარათებზე მოქმედებს მგზავრობის უფასო ტარიფი;
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საბანკო ბარათზე შეღავათის გააქტიურება მოხდება ბარათის გაცემიდან მაქსიმუმ 2-3 სამუშაო დღეში.
სატრანსპორტო ბარათები
სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია სიღნაღის თიბისის ფილიალებში. სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს და მისი შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.
პერსონიფიცირებული ბარათები
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად
განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე
შეღავათიანი ტარიფით, 0.50 ლარით, მგზავრობის უფლება მიეცეთ მოსახლეობის შემდეგ
კატეგორიებს:
ა) „სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ, სიღნაღის მუნიციპალიტეტში
მცხოვრებ პენსიონერებს;
ბ) სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს – დევნილებს;
გ) სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს;
დ) სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს;
ე) სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან
ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს;
ვ) სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან მშობელს, რომელთა ოჯახი
რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო
ქულა არ აღემატება 150 000 -ს;
ზ) სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს, რომელთა
ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და
სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს;
თ) სიღნაღის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სიღნაღის
მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოს" ბენეფიციარებს.ბარათის მისაღებად სავალდებულოა მომხმარებლის მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. პერსონიფიცირებული ბარათის დაბეჭდვა და მომხმარებელზე გაცემა ხდება ადგილზე.
ლაგოდეხი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია TBC-ის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო, ასევე პერსონიფიცირებული და სატრანსპორტო ბარათებით.
მგზავრობის ზოგადი პირობები
- ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გადახდის შემდგომ არ მოქმედებს შეღავათიანი ტარიფით/უფასოდ მგზავრობის პირობა.
- ავტობუსებში ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდა არ არის შესაძლებელი, მოქმედებს მხოლოდ საბანკო/სატრანსპორტო ბარათი.
- მგზავრობის ღირებულება შეადგენს 1 ლარს.
შეღავათი TBC ბარათებზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული
სკოლების მოსწავლეებისთვის თიბისი ბანკის მოსწავლის ბარათებზე მოქმედებს მგზავრობის უფასო ტარიფი;
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საბანკო ბარათზე შეღავათის გააქტიურება მოხდება ბარათის გაცემიდან მაქსიმუმ 2-3 სამუშაო დღეში.
სატრანსპორტო ბარათები
სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია ლაგოდეხის თიბისის ფილიალებში. სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს და მისი შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.
პერსონიფიცირებული ბარათები
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად
სფეროებად განსაზღვრული (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე
50% შეღავათით, მგზავრობის უფლება მიეცეთ შემდეგ პირთა კატეგორიებს:
ა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს - დევნილებს;
ბ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრებ სოციალურად დაუცველი ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს.
გ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს.
დ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრებ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს.
2.ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე უფასო მგზავრობის უფლება მიენიჭოთ:
ა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს.
ბ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრებ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს.
გ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრებ აუტიზმის სპექტრის, დაუნის სინდრომის, ცერებრალური დამბლის დიაგნოზის მქონე ან/და შშმ პირის სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვის ერთ-ერთ მშობელს.
დ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრებ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს (მშობლები, შვილები და მეუღლე).
ე. „სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრებ პენსიონერებს;
ვ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მქონე პირებს.
ზ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს.