თბილისის, ქუთაისის, გორის, ფოთის, თელავის, ბაკურიანის, ბორჯომის, ბათუმის, რუსთავის, ზუგდიდის, მცხეთის, დმანისის და ბაღდათის, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია თიბისის ნებისმიერი ბარათით.  მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია, როგორც ფიზიკური ბარათით ასევე ციფრული საფულის მეშვეობით.

მუნიციპალურ ტრანსპორტში დღის განმავლობაში შესაძლებელია მხოლოდ 10 გადახდის შესრულება. ბარათი 10 გადახდის შესრულების შემდეგ სატრანსპორტო სისტემაში 24 საათით იბლოკება.

ქუთაისში, გორში, ფოთში, თელავში, ბაკურიანში, ბორჯომში, მცხეთაში, დმანისსა და ბაღდათში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია ასევე ქალაქის სატრანსპორტო  ბარათით.

ქალაქის სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია გორის, ქუთაისის, ფოთის, თელავის, ბორჯომის, მცხეთის, დმანისის და ბაღდათის თიბისის ფილიალებში და ქსელურ მარკეტებში:

 გორი, ქუთაისი, ფოთი - „დეილის" ქსელურ მარკეტებში

ფოთი - „ბევერლი ჯგუფის" მარკეტი

თელავი - შემდეგ მისამართებზე არსებულ მარკეტებში

  • ერეკლე მეორეს #23
  • ჭავჭავაძის #73

ბაკურიანი - შემდეგ მისამართზე არსებულ მარკეტში:

  • დ. აღმაშენებლის #1.18

ბორჯომი - შემდეგ მისამართზე არსებულ მარკეტში:

  • მესხეთის ქუჩა #5

 სატრანსპორტო ბარათის ღირებულებაა 2 ლარი და მისი შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით, რომლებსაც აქვს ბარათის წამკითხველი.

 

ტრანსპორტში თიბისის საბანკო ბარათით გადახდა ხორციელდება Offline რეჟიმში, რა დროსაც ბარათზე ნაშთის შემოწმება არ ხდება, ამიტომ შესაძლებელია ბარათი გადახდის მომენტში გავიდეს მინუსში.

ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხი

  1. რომელი ტიპის ბარათით  არის შესაძლებელი ტრანსპორტში გადახდა?
  • ტრანსპორტში გადახდა შესაძლებელია თიბისის  ნებისმიერი ტიპის საბანკო ბარათით (როგორც სადებეტო, ასევე - საკრედიტო).
  1. საჭიროა  თუ არა თიბისი ბანკის ბარათებზე სატრანსპორტო გადახდების ფუნქციის გააქტიურება?
  • თიბისი ბანკის ბარათებზე სატრანსპორტო ბარათებით გადახდის ფუნქციის გააქტიურება არ არის საჭირო.  ეს ფუნქცია  ყველა ბარათზე ავტომატურად არის გააქტიურებული და ტრანსპორტში გადახდა შესაძლებელია.
  1. რომელ ქალაქებში არის შესაძლებელი თიბისი ბანკის ბართებით გადახდა ?
  • თიბისი ბანკის ბარათებით გადახდა ამ ეტაპზე შესაძლებელია  შემდეგ ქალაქებში:
  • თბილისი
  • ქუთაისი
  • გორი 
  • ფოთი
  • თელავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი

ეტაპობრივად დაემატება სხვა ქალაქებიც.

  1. რომელი ტიპის ტრანსპორტში არის შესაძლებელი თიბისი ბანკის ბარათით გადახდა?
  • თბილისში:
  1. ავტობუსი
  2. მეტრო
  3. მიკროავტობუსი
  4. საბაგირო
  • ქუთაისი
  1. ავტობუსი
  2. ქუთაისის მიკროავტობუსი
  • გორი/ფოთი/თელავი/ბაკურიანი/ბორჯომი
  1. ავტობუსი
  2. შემიძლია თუ არა  APPLE PAY-ით, GOOGLE PAY-ით და TBC WALLET-ით ტრანსპორტში გადახდა?
  • შესაძლებელია ტრანსპორტში  APPLE PAY-ით, GOOGLE PAY-ით და TBC WALLET-ით გადახდა.
  1. APPLE PAY-ის, GOOGLE PAY-ის ან TBC WALLET-ის საშუალებით გადახდის შემთხვევაშიროდის აისახება გადახდილი თანხა ამონაწერში?
  • თუ გადახდა შესრულდა Apple pay-ის, Google pay-ის ან TBC wallet-ის საშუალებით, ამ შემთხვევაში თანხა ბარათზე დაიბლოკება მომენტალურად, ხოლო ამონაწერში აისახება მე-3 ან მე-4 დღეს.
  • გამონაკლისი: თბილისის ტრანსპორტში Apple pay-ით, Google pay-ით ან TBC wallet-ით შესრულებული გადახდები არ ჯდება ბლოკში და ამონაწერში გადადის მეორე სამუშაო დღეს.

 

  1.  შემიძლია თუ არა  ერთგული ბარათით ტრანსპორტში გადახდა?
  • ერთგული ბარათით  ტრანსპორტში გადახდა შესაძლებელია.

 

  1. შემიძლია თუ არა  სფეის ბარათით ტრანსპორტში გადახდა?
  • სფეისბარათით  ტრანსპორტში გადახდა შესაძლებელია.
     
  1. შესაძლებელია თუ არა თიბისის საბანკო  ბარათი გავიდეს მინუსშითუ ბარათზე საკმარისი თანხა არ არის?
  • სატრანსპორტო გადახდები ხორციელდება Offline რეჟიმში, რა დროსაც ბარათზე ნაშთის შემოწმება არ ხდება, ამიტომ შესაძლებელია ბარათი გადახდის მომენტში მინუსში გავიდეს.

 

  1. მოდის თუ არა SMS-შეტყობინება ტრანსპორტში ბარათით გადახდისას?
  • SMS-შეტყობინება ტრანსპორტში გადახდის შესახებ იგზავნება.  
  1. საბანკო ბარათით მგზავრობის შემთხვევაში ჩანს თუ არა ავტობუსში განთავსებული ვალიდატორის ეკრანზე ნაშთი?
  • საბანკო ბარათით გადახდის შემთხვევაში ტრანსპორტში განთავსებულ ვალიდატორზე ბარათის ნაშთი არ ჩანს.   

 

  1. თიბისის საბანკო ბარათით მგზავრობის შემთხვევაში როდის აისახება გადახდილი თანხა ამონაწერში/ბარათზე?
  • ტრანსპორტში თიბისის ბარათით გადახდის შემთხვევაში თანხა ბარათზე არ იბლოკება და ანგარიშის ამონაწერში აისახება მე-2  სამუშაო დღეს.
  1. ვის მივმართავთ დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში?
  • საბანკო ბარათებით გადახდის შესახებ დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში შეგვიძლია მივმართოთ თიბისი ბანკის სატელეფონო მომსახურების ცენტრს ნომერზე: 2272727.

 

  1. როგორ უნდა გადავიხადო მგზავრობის ღირებულება საბანკო ბარათით?
  • მგზავრობის ღირებულების გადასახდელად საბანკო ბარათი უნდა მივადოთ ავტობუსში დამონტაჟებული ვალიდატორის ბარათის წამკითხველს.
  • თუ ვალიდატორზე ეკრანი გამწვანდა, ე.ი. გადახდა წარმატებით შესრულდა.
  • თუ ვალიდატორზე ეკრანი გაწითლდა, ე.ი. გადახდა ვერ შესრულდა.
  • შესაბამისი ხმოვანი სიგნალიც განსხვავებული იქნება.

 

  1. ავტობუსში გადახდისას უნდა დაიბეჭდოს თუ არა ჩეკი ან ბილეთი?
  • ავტობუსში გადახდისას ჩეკი ან ბილეთი არ იბეჭდება. ვალიდატორზე მხოლოდ ელექტრონულად ხდება გადახდის მიღება.

 

  1. როგორ გაიგებს კონდუქტორირომ მე განვახორციელე მგზავრობის საფასურის გადახდა?
  • კონდუქტორი გადახდის გადამოწმებას შეძლებს სპეციალურ მოწყობილობაზე საბანკო  ბარათის მიდებით.
  • ავტობუსში  მგზავრობის ღირებულების გადახდას კონტროლიორი  გააკონტროლებს.

 

სატრანსპორტო  ბარათებით ტრანსპორტში გადახდა

  1. რა არის სატრანსპორტო ბარათი?
  • სატრანსპორტო არის ბარათი, რომელიც მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულების გადახდისათვის გამოიყენება.
  • სატრანსპორტო ბარათი არის უსახელო ბარათი.
  • ბარათზე არ არის მიბმული  საბანკო ანგარიში.
  • ბარათზე არ არის ასახული ბარათის მფლობელის სახელი და გვარი, ასევე, აღნიშნული ინფორმაცია არ არის ჩაწერილი ბარათის მაგნიტურ ზოლზე ან/და მიკროჩიპში.
  1. სატრანსპორტო ბარათის მოქმედების ვადა
  • სატრანსპორტო ბარათი არის უვადო.
  1. სად შეიძლება სატრანსპორტო ბარათის შეძენა?
  • სატრანსპორტო ბარათის შეძენა შესაძლებელია თიბისის ქუთაისისგორის, ფოთის თელავის და ბორჯომის ფილიალებში, ასევე ქსელურ მარკეტებში:

გორი, ქუთაისი, ფოთი - „დეილის" ქსელურ მარკეტებში

ფოთი - „ბევერლი ჯგუფის" მარკეტი

თელავი - შემდეგ მისამართებზე არსებულ მარკეტებში

  • ერეკლე მეორეს #23
  • ჭავჭავაძის #73

ბაკურიანი - შემდეგ მისამართზე არსებულ მარკეტში:

  • დ. აღმაშენებლის #1.18

ბორჯომი - შემდეგ მისამართზე არსებულ მარკეტში:

  • მესხეთის ქუჩა #5
  1. რა ღირს სატრანსპორტო ბარათი?
  • სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს (მერიის მიერ დადგენილ სოციალური კატეგორიის ჯგუფებში შემავალი პირებისთვის პერსონიფიცირებული ბარათი გაიცემა უფასოდ).
  • ბარათის საფასური (2 ლარი) ბარათის ბალანსზე არ აისახება და საჭიროა მისი  შევსება.

 

  1. არის თუ არა შეღავათიანი ტარიფი სატრანსპორტო ბარათით გადახდისას
  • სტანდარტულ უსახელო სატრანსპორტო ბარათზე შეღავათიანი ტარიფი არ მოქმედებს.
  1. როგორ გავააქტიუროთ ბარათი?
  • სატრანსპორტო ბარათი აქტიურია შეძენისთანავე და დამატებით გააქტიურება არ არის საჭირო.   
  • ბარათი ვალიდურია მასზე თანხის პირველი ჩარიცხვისთანავე.

 

  1. როგორ შევავსოთ ბალანსი სატრანსპორტო ბარათზე ?
  • სატრანსპორტო ბარათზე ბალანსის შევსება შესაძლებელია მხოლოდ თიბისი ფეის სწრაფი გადახდის ტერმინალებში თანხის შეტანით, რომლებსაც ბარათის წამკითხველი აქვს.
  • ბალანსის შევსებისას არსებული შეფერხების შემთხვევაში მივმართავთ შპს ინტერფეის  სატელეფონო მომსახურების ცენტრს ნომრებზე:  
  • ქუთაისი: 0800 000 817
  • გორი: 0800 000 816
  • ფოთი: 0800 000 814
  • თელავი: 0800 000 820
  • ბაკურიანი: 0800 000 820
  • ბორჯომი:0800 000 820

 

  1. არის თუ არა საკომისიო სატრანსპორტო ბარათზე ბალანსის შევსებისას?
  • სატრანსპორტო ბარათზე ბალანსის შევსება არის უფასო.
  1. სად შემიძლია სატრანსპორტო ბარათზე ნაშთის შემოწმება ?
  • სატრანსპორტო ბარათზე ნაშთის შემოწმება შესაძლებელია თიბისი ფეის აპარატის ბარათის წამკითხველზე მიდებით.
  • ტრანსპორტში დამონტაჟებულ  ვალიდატორზე ბარათის მიდებით.

 

  1. შესაძლებელია თუ არა სატრანსპორტო ბარათი გავიდეს მინუსშითუ მასზე საკმარისი თანხა არ არის?
  • სატრანსპორტო ბართზე გადახდის მომენტში მოწმდება ბალანსი და მინუსში გაყვანა არ არის შესაძლებელი. თუ საკმარისი თანხა არ იქნება, ვალიდატორზე გამოიტანს შეცდომას და გადახდა ვერ შესრულდება.

 

  1. სად შეიძლება სატრანსპორტო ბარათის გამოყენება?

სატრანსპორტო  ბარათით გადახდა შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი ქალაქის მუნიციპალურ ტრანსპორტში.

  1. სად შემიძლია სატრანსპორტო ბარათიდან თანხის განაღდება
  • სატრანსპორტო ბარათიდან თანხის განაღდება შესაძლებელია თიბისი ბანკის  ქუთაისის, გორის,ფოთის და თელავის მთავარ ფილიალებში.
  • ქუთაისი: გრიშაშვილის ქ. 26
  • გორი:  სტალინის გამზ. 13
  • ფოთი:  აღმაშენებლის ქ. 57
  • თელავი: რუსთაველის ქ.27
  • ბორჯომი: რუსთაველის ქ.121 
  • თანხის განაღდებისთვის მომხმარებელმა აუცილებლად უნდა იქონიოს სატრანსპორტო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

  1. სატრანსპორტო ბარათის დაკარგვის შემთხვევაში  შესაძლებელია თუ არა მისი  აღდგენა/განახლება/თანხის დაბრუნება?
  • სატრანსპორტო ბარათის დაკარგვის შემთხვევაში დაუშვებელია: მისი აღდგენა, განახლება, კლიენტისთვის თანხის დაბრუნება.  კლიენტმა უნდა აიღოს ახალი ბარათი და  გადაიხადოს მისი ღირებულება - 2 ლარი. (სოციალური ბარათის აღდგენის საფასური შეადგენს 5 ლარს).

 

  1. შესაძლებელია თუ არა სატრანსპორტო ბარათის დაბლოკვა/განბლოკვა?
  • კლიენტის მოთხოვნის საფუძველზე სატრანსპორტო ბარათის დაბლოკვა ან/და განბლოკვა არ არის შესაძლებელი.
  1. ვის მივმართავთ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად?

სატრანსპორტო ბარათებით გადახდის შესახებ დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში შეგვიძლია მივმართოთ სატრანსპორტო ბარათების მომსახურე კომპანია „ინტერფეის"   სატელეფონო მომსახურების ცენტრს ნომრებზე:

  • ქუთაისი: 0800 000 817
  • გორი: 0800 000 816
  • ფოთი: 0800 000 814
  • თელავი: 0800 000 820
  • ბაკურიანი: 0800 000 820
  • ბორჯომი: 0800 000 820
  1. როგორ უნდა გადავიხადო მგზავრობის ღირებულება სატრანსპორტო ბარათით?
  • მგზავრობის ღირებულების გადასახდელად სატრანპსორტო ბარათი უნდა მივადოთ ავტობუსში დამონტაჟებული ვალიდატორის ბარათის წამკითხველს.
  • თუ ვალიდატორზე ეკრანი გამწვანდა, ე.ი. გადახდა წარმატებით შესრულდა.
  • თუ ვალიდატორზე ეკრანი გაწითლდა, ე.ი. გადახდა ვერ შესრულდა.
  • შესაბამისად, ხმოვანი სიგნალიც განსხვავებული იქნება.

 

  1. ავტობუსში გადახდისას ჩეკი ან ბილეთი უნდა დაიბეჭდოს თუ არა?
  • ავტობუსში გადახდისას ჩეკი ან ბილეთი არ იბეჭდება. ვალიდატორზე გადახდის მიღება მხოლოდ ელექტრონულად ხდება.

 

  1. როგორ გაიგებს კონდუქტორირომ მე გადავიხადე მგზავრობის საფასური?
  • კონდუქტორი გადახდის გადამოწმებას შეძლებს სპეციალურ მოწყობილობაზე სატრანსპორტო ბარათის მიდებით.
  • ავტობუსში მგზავრობის ღირებულების გადახდის გაკონტროლება კონტროლიორის მიერ მოხდება.

 

სხვა ბანკის  ბარათებით ტრანსპორტში გადახდა

  1. შესაძლებელია თუ არა სხვა ბანკის ბარათით ტრანსპორტში გადახდა
  • ქუთაისის ტრანსპორტში გადახდა შესაძლებელია სხვა ქართული ბანკების და ნებისმიერი  უცხოური ბანკის VISA/MasterCard  ბარათებით.

 

გადახდა ამ ეტაპზე შესაძლებელი იქნება შემდეგი ქართული ბანკების ბარათებით:

  1. ხალიკ ბანკი
  2. კრედო ბანკი
  3. ფინკა ბანკი
  4. ქართუ ბანკი
  5. ტერაბანკი
  6. ბაზის ბანკი

 

ეტაპობრივად დაემატება სხვა ქართული ბანკებიც.

  1. რა იქნება მგზავრობის ღირებულება  სხვა ბანკის ბარათით გადახდის შემთხვევაში
  • სხვა ბანკის ბარათით გადახდის შემთხვევაში მგზავრობის ღირებულება იქნება

ლარი (ზემოთ ჩამოთვლილი ქართული ბანკების და ყველა უცხოური ბანკის ბარათების შემთხვევაში).

ბაზის ბანკის ბარათით ქუთაისის ტრანსპორტში გადახდის შემთხვევაში ვრცელდება მგზავრობის სტანდარტული ტარიფი.

თბილისი

თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია TBC-ის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო ბარათით.

TBC ბანკის კლიენტებს თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა შეუძლიათ:

  • მეტროში
  • ავტობუსში
  • ლურჯი ფერის მიკროავტობუსში
  • საბაგიროზე

 

მგზავრობის ზოგადი პირობები

  • ტრანსპორტში ბარათით გადახდისას, თუ გადახდა ხდება სხვადასხვა ტრანსპორტში, პირველი გადახდიდან 1,5 საათის განმავლობაში მგზავრობა უფასოა.
  • ტრანსპორტში ბარათით გადახდისას, თუ მომხმარებელმა პირველი გადახდა შეასრულა აპლიკაციით "ვოლეტით" და მეორე მგზავრობისას გადახდა შესრულდა ფიზიკური ბარათით (ან პირიქით), ასეთ შემთხვევაში 1,5 სთ საშეღავათო პერიოდის მიუხედავად მეორე გადახდაზე შეღავათი არ ვრცელდება.
  • ერთსა და იმავე ავტობუსში/ლურჯ მიკროავტობუსში ბარათით გადახდისას, ფასიანი გადახდის შემდეგ გადახდებს შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 15 წუთი, იმისთვის, რომ მომდევნო გადახდა იყოს უფასო.
  • გამონაკლისი - მეტროს ერთსა და იმავე სადგურში ბარათით გადახდისას არ მოქმედებს 1,5 საათიანი საშეღავათო პერიოდი და ყველა გადახდა არის ფასიანი.
  • მგზავრობის ღირებულებას ადგენს ქალაქის მუნიციპალიტეტის მერია. ამ ეტაპზე მგზავრობის ღირებულება 1 ლარია.

თბილისში შეღავათიანი ტარიფი ამ ეტაპზე თიბისის არც ერთი ტიპის ბარათით  (მათ შორის, სტუდენტურ/მოსწავლის ბარათზე/სოც. დაუცველ პირებზე)  სატრანსპორტო გადახდებზე არ მოქმედებს.

 

თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო აბონემენტი

2022 წლის 1 სექტემბრიდან შესაძლებელია, სამგზავრო ვადიანი აბონემენტის მიბმა თიბისის ბარათზე. საბანკო ბარათში ინტეგრირებული სააბონენტო ბარათის გამოყენება, შესაძლებელია მხოლოდ მატერიალური ბარათის სახით, ელექტრონული საფულის მეშვეობით გადახდა ვერ განხორციელდება.

 

მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს ნებისმიერი ვადიანი აბონემენტი, შეიძინოს და დააინტეგრიროს საკუთარ თიბისის პლასტიკურ ბარათთან. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა მობაილბანკის მეშვეობით  და  ფილიალში შეიძინოს ნებისმიერი სამგზავრო აბონემენტი.

მობაილ ბანკიდან აბონემენტის შეძენა შესაძლებელია გადარიცხვების გვერდზე „საზოგადოებრივი ტრანსპორტის"  არჩევით. აბონემენტის მიბმა ხდება მხოლოდ იმ ბარათზე, რომელსაც კლიენტი აირჩევს აბონემენტის შეძენისას.

ვიდეო ინსტრუქცია მობაილ ბანკიდან აბონემენტის შეძენასთან დაკავშრებით შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

აბონემენტის ტიპი

აბონემენტის ფასი

საკომისიო

1 დღიანი

3 ლარი

0.1 ლარი

1 კვირიანი

20 ლარი

0.4 ლარი

1 თვიანი

40 ლარი

0.8 ლარი

3 თვიანი

100 ლარი

1 ლარი

6 თვიანი

150 ლარი

2 ლარი

1 წლიანი

250 ლარი

3 ლარი

სამგზავრო აბონემენტის გამოყენება შესაძლებელია თბილისის შემდეგ საზოგადოებრივ ტრანსპორტში:

—    თბილისის მეტრო

—    თბილისის ავტობუსი

—    თბილისის ლურჯი მიკროავტობუსი

—    უნივერსიტეტი-ბაგების საბაგირო გზა

საბანკო/სააბონენტო ბარათი აქტიურდება/ძალაში შედის შეძენიდან 3 (სამი) წუთში.
ერთი სამგზავრო აბონემენტის ინტეგრაცია შესაძლებელია თიბისი ბანკის მხოლოდ ერთ აქტიურ პლასტიკურ ბარათთან.


ერთ პლასტიკურ ბარათთან შესაძლებელია ინტეგრირებული იყოს მხოლოდ 2 სამგზავრო აბონემენტი. მეორე სამგაზვრო აბონემენტის გამოყენება დაიწყება მხოლოდ პირველი აბონემენტის ვადის ამოწურვის შემდეგ.


შეზღუდულია საბანკო/სააბონენტო ბარათის გაუქმება/შეჩერება, მისი შეძენის დროს არჩეული აბონემენტის პაკეტის ვადის გასვლამდე.


პლასტიკურ ბარათზე ინტეგრირებული აბონემენტით საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდაზე მოქმედებს დღიური ლიმიტი და ყოველდღიურად შესაძლებელია გადახდა არაუმეტეს 20-ჯერ. დღიური ლიმიტის ამოწურვის შემდგომ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საბანკო/სააბონენტო ბარათით გადახდა აღარ იქნება შესაძლებელი დღიური ლიმიტის ამოწურვის დღეს.

 


ტრანსპორტში საბანკო ბარათში ინტეგრირებული აბონემენტით გადახდისას მოქმედებს შეზღუდვის პერიოდი - 15 წუთი. შეზღუდვის პერიოდში, ერთსა და იმავე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რომელშიც განხორციელდა გადახდა, საბანკო ბარათში ინტეგრირებული აბონემენტით განმეორებითი გადახდა ვერ განხორციელდება.

აბონემენტის ბარათიდან ბარათზე გადატანა შესაძლებელია ფილიალიდან. ბარათის დაზიანების შემთხვევაში კლიენტს აქვს შესაძლებლობა თიბისის ბარათთან ინტეგრირებული სამგზავრო აბონემენტი გადაიტანოს თიბისის სხვა მოქმედ ბარათზე. ამისთვის კლიენტმა უნდა მიმართოს თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბარათის განახლების ან დაზიანების შემთხვევაში ახალი ბარათის დამზადებისას სამგზავრო აბონემენტის გადატანა ავტომატურად არ ხდება ახალდამზადებულ ბარათზე. ასეთ შემთხვევაში აბონემენტის ახალ ბარათზე გადასატანად უნდა მიმართოთ თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალს.

ბათუმი

ბათუმის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია TBC-ის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო ბარათით.

 

მგზავრობის ზოგადი პირობები

  • მგზავრობის ღირებულებას ადგენს ქალაქის მუნიციპალიტეტის მერია. ამ ეტაპზე მგზავრობის ღირებულება სხვადასხვაა ტარიფის მიხედვით.
  • 0,60 ლარი -  მარშრუტებზე: 523;322;376;318
  • 1 ლარი -  მარშრუტებზე: 367;354
  • 0.30 -  ყველა სხვა მარშრუტზე

 

ქ. ბათუმში შეღავათიანი ტარიფი ამ ეტაპზე თიბისის არც ერთი ტიპის ბარათით  (მათ შორის, სტუდენტურ/მოსწავლის ბარათზე/სოც. დაუცველ პირებზე)  სატრანსპორტო გადახდებზე არ მოქმედებს.

რუსთავი

რუსთავის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია TBC-ის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო ბარათით.

 

მგზავრობის ზოგადი პირობები

  • მგზავრობის ღირებულებას ადგენს ქალაქის მუნიციპალიტეტის მერია. ამ ეტაპზე მგზავრობის ღირებულება 0,50 ლარია.
  • გამონაკლისია მარშრუტი # 20 , რუსთავი- თბილისი; თბილისი- რუსთავი;

სადაც ტარიფი შეადგენს 1,50 ლარს.

ქ. რუსთავში შეღავათიანი ტარიფი ამ ეტაპზე თიბისის არც ერთი ტიპის ბარათით  (მათ შორის, სტუდენტურ/მოსწავლის ბარათზე/სოც. დაუცველ პირებზე)  სატრანსპორტო გადახდებზე არ მოქმედებს.

ზუგდიდი

ზუგდიდის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია TBC-ის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო ბარათით.

 

მგზავრობის ზოგადი პირობები

  • მგზავრობის ღირებულებას ადგენს ქალაქის მუნიციპალიტეტის მერია. ამ ეტაპზე მგზავრობის ღირებულება სხვადასხვაა ტარიფის მიხედვით.
  • 0,50 ლარი -  მარშრუტებზე: 1;2;3;4;5;6;7;10;11
  • 0.7 ლარი -  მარშრუტებზე: 19;23;31;8;9;
  • 1 ლარი  -  ყველა სხვა მარშრუტზე

 

ქ. ზუგდიდში შეღავათიანი ტარიფი ამ ეტაპზე თიბისის არც ერთი ტიპის ბარათით  (მათ შორის, სტუდენტურ/მოსწავლის ბარათზე/სოც. დაუცველ პირებზე)  სატრანსპორტო გადახდებზე არ მოქმედებს.

ქუთაისი

ქუთაისის ავტობუსებში და 10 მიკროავტობუსში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია TBC-ის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო, ასევე პერსონიფიცირებული და სატრანსპორტო ბარათებით.

მგზავრობის ზოგადი პირობები

  • ქუთაისში პირველი გადახდის შემდგომ არ მოქმედებს შეღავათიანი ტარიფით/უფასოდ მგზავრობის პირობა.
  • ავტობუსებში ნაღდი ანგარიშსწორება არ არის შესაძლებელი, მოქმედებს  მხოლოდ საბანკო/სატრანსპორტო ბარათი.
  • მგზავრობის ღირებულებას ადგენს ქალაქის მუნიციპალიტეტის მერია. ამ ეტაპზე მგზავრობის ღირებულება ყველა ტრანსპორტში 60 თეთრია.

 

შეღავათი TBC ბარათებზე

ქუთაისში მხოლოდ ამ ქალაქის სტუდენტებისთვის  თიბისი ბანკის  სტუდენტურ ბარათებზე და ბაგა-ბაღის გაერთიანების თანამშრომლების სახელფასო ბარათებზე მოქმედებს მგზავრობის განახევრებული ტარიფი.

სკოლის მოსწავლეებისთვის თიბისი ბანკის მოსწავლის ბარათებზე მოქმედებს მგზავრობის უფასო ტარიფი;

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საბანკო ბარათზე შეღავათის გააქტიურება მოხდება ბარათის გაცემიდან მაქსიმუმ 2-3 სამუშაო დღეში.

 

სატრანსპორტო ბარათები

სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია ქუთაისის თიბისის ფილიალებში და ქუთაისში მდებარე და „დეილის" ქსელურ მარკეტებში. სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს და მისი შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით, რომლებსაც აქვს ბარათის წამკითხველი

 

პერსონიფიცირებული ბარათები

მერიის მიერ დადგენილ გარკვეულ სოციალურ ჯგუფებში შემავალი პირებისთვის გაიცემა პერსონიფიცირებული სატრანსპორტო ბარათები, რომლებზეც შეღავათიანი ტარიფები (ნულოვანი ან განახევრებული ტარიფი) ვრცელდება . ასეთი ტიპის სატრანსპორტო ბარათებზე  დატანილია ბარათის მფლობელის სახელი,  გვარი და ფოტოსურათი. ამ ეტაპზე პერსონიფიცირებული ბარათების გაცემა ხდება ქუთაისში კომპანია „ინტერფეის" სპეციალურად გახსნილ მომსახურების ოფისებში.

პერსონიფიცირებული სატრანსპორტო ბარათის მიღება შესაძლებელია  ქუთაისში ბანკის კონტრაქტორი კომპანიის ინტერფეისსპეციალურად გახსნილ მომსახურების ოფისებში:

  • ქ.ქუთაისი, ცისფერყანწელების ქ. #1.
  • ქ.ქუთაისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი #28 ბინა 1.
  • ტელ: 0800 000 817

მუნიციპალურ ტრანსპორტში შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ ქ. ქუთაისში რეგისტრირებული  შემდეგი კატეგორიის მოქალაქეები:

ა) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები;

ბ) ზომიერად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მქონე პირები;

გ) აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე პირები;

დ) მადლიერების სახლის ბენეფიციარი პირები;

ე) მრავალშვილიანი დედები;

ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65.000-ს;

ზ) საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლები;

თ) ქუთაისის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები (მ.შ. პროფესიული სასწ.);

ი) დევნილი ვეტერანები;

კ) ჩერნობილის ავარიის ვეტერანები.

 

ბარათის მისაღებად სავალდებულოა მომხმარებლის მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. პერსონიფიცირებული ბარათის დაბეჭდვა და მომხმარებელზე  გაცემა  ხდება ადგილზე, იმავე დღეს.

გორი

გორის ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია TBC-ის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო, ასევე პერსონიფიცირებული და სატრანსპორტო ბარათებით.

გორის ტრანსპორტში თიბისი ბანკის ბარათებზე შეღავათიანი ტარიფები არ ვრცელდება.

 

მგზავრობის ზოგადი პირობები

  • ტრანსპორტში ბარათით გადახდისას, თუ გადახდა ხდება სხვადასხვა ტრანსპორტში, პირველი გადახდიდან 1 საათის განმავლობაში მგზავრობა უფასოა.
  • ერთსა და იმავე ავტობუსში ბარათით გადახდისას, ფასიანი გადახდის შემდეგ გადახდებს შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 15 წუთი იმისთვის, რომ მომდევნო გადახდაც იყოს უფასო 1-საათიანი საშეღავათო პერიოდის მანძილზე.
  • ავტობუსებში ნაღდი ანგარიშსწორება არ არის შესაძლებელიმოქმედებს მხოლოდ საბანკო/სატრანსპორტო ბარათი.
  • მგზავრობის ღირებულებას ადგენს ქალაქის მუნიციპალიტეტის მერია - ამ ეტაპზე ის 50 თეთრს შეადგენს.

გორში შეღავათიანი ტარიფი, ამ ეტაპზე, თიბისის არც ერთი ტიპის ბარათით (მათ შორის, სტუდენტურ/მოსწავლის ბარათზე/სოც. დაუცველ პირებზე) სატრანსპორტო გადახდებზე არ მოქმედებს.

 

სატრანსპორტო ბარათები

სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია გორის თიბისის ფილიალებში და გორში მდებარე „დეილის" ქსელურ მარკეტებში. სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს და მისი შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.

სატრანსპორტო ბარათზე ბალანსის შევსებისას არსებული შეფერხების შემთხვევაში მივმართავთ შპს ინტერფეის სატელეფონო მომსახურების ცენტრს:

  • ქ. გორი, გურამიშვილის #70
  • ტელ: 0800 000 816 

ფოთი

ფოთის ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია TBC-ის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო, ასევე პერსონიფიცირებული და სატრანსპორტო ბარათებით.

 

მგზავრობის ზოგადი პირობები

  • ფოთში პირველი გადახდის შემდგომ არ მოქმედებს შეღავათიანი ტარიფით/უფასოდ მგზავრობის პირობა.
  • ავტობუსებში ნაღდი ანგარიშსწორება არ არის შესაძლებელი, მოქმედებს  მხოლოდ საბანკო/სატრანსპორტო ბარათი.
  • მგზავრობის ღირებულებას ადგენს ქალაქის მუნიციპალიტეტის მერია - ამ ეტაპზე ის 50 თეთრია.

 

შეღავათი TBC ბარათებზე

ფოთში შეღავათიანი ტარიფი მოქმედებს სკოლის მოსწავლეებზე, თიბისი ბანკის მოსწავლის ბარათებზე. (დღის განმავლობაში2-ჯერ უფასო მგზავრობა).

დღის განმავლობაში 2 გატარების ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მოსწავლის ბარათზე იზღუდება ტრანსპორტში გადახდა მიმდინარე დღის ბოლომდე. 2 გატარების შემდეგ ბარათით არ არის შესაძლებელი ფასიანი გადახდის განხორციელებაც.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საბანკო ბარათზე შეღავათის გააქტიურება მოხდება ბარათის გაცემიდან მაქსიმუმ 2-3 სამუშაო დღეში.

 

სატრანსპორტო ბარათები

სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია ფოთის თიბისის ფილიალებში და ფოთში მდებარე „დეილის" და „ბევერლი ჯგუფის" ქსელურ მარკეტებში. სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს და მისი შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.

 

პერსონალური ბარათები

მერიის მიერ დადგენილ გარკვეულ სოციალურ ჯგუფებში შემავალი პირებისთვის გაიცემა პერსონიფიცირებული სატრანსპორტო ბარათები, რომელზეც ვრცელდება  შეღავათიანი ტარიფები  (ნულოვანი ან განახევრებული ტარიფი). ასეთი ტიპის სატრანსპორტო ბარათებზე  დატანილია ბარათის მფლობელის სახელი,  გვარი და ფოტოსურათი. ამ ეტაპზე პერსონიფიცირებული ბარათების გაცემა ხდება ფოთში კომპანია „ინტერფეის" სპეციალურად გახსნილ მომსახურების ოფისებში.

პერსონიფიცირებული სატრანსპორტო ბარათის მიღება შესაძლებელია  ფოთში ბანკის კონტრაქტორი კომპანიის „ინტერფეის" სპეციალურად გახსნილ მომსახურების ოფისში:

  • ქ. ფოთი,  რეკვავას #1 სანაპირო, ნიკოლაძის #47

ტელ: 0800 000 814

 

50%-იანი  შეღავათით მუნიციპალურ ტრანსპორტში ისარგებლებენ ქ. ფოთში რეგისტრირებული (მცხოვრები) შემდეგი კატეგორიის მოქალაქეები:

ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;

ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;

გ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;

დ) სამხედრო ძალების ვეტერანები;

ე) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები;

 

მგზავრობის გადასახადიდან სრულად თავისუფლდება ქ. ფოთში რეგისტრირებული (მცხოვრები) შემდეგი კატეგორიის მოქალაქეები:

ა) 0- 6 წლამდე ბავშვები;

ბ) სკოლის მოსწავლეები (დღის განმავლობაში 2-ჯერ)

გ) ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების ცენტრის" ბენეფიციარები, მედდები და ექიმები;

 

ფოთში შეღავათიანი ტარიფების ამოქმედებამდე მოხდება მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომელი სოციალური ჯგუფები ისარგებლებენ შეღავათებით ტრანსპორტში და როდის უნდა მიმართონ ინტერფეის მომსახურების ოფისს.

ბარათის მისაღებად სავალდებულოა მომხმარებლის მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. პერსონიფიცირებული ბარათის ბეჭდვა და მომხმარებელზე  გაცემა  ხდება ადგილზე, იმავე დღეს.

თელავი

თელავის ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია TBC-ის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო, ასევე პერსონიფიცირებული და სატრანსპორტო ბარათებით.

 

მგზავრობის ზოგადი პირობები

  • თელავში პირველი გადახდის შემდგომ არ მოქმედებს შეღავათიანი ტარიფით/უფასოდ მგზავრობის პირობა.
  • ავტობუსებში ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდა არ არის შესაძლებელი, მოქმედებს  მხოლოდ საბანკო/სატრანსპორტო ბარათი.
  • მგზავრობის ღირებულებას ადგენს ქალაქის მუნიციპალიტეტის მერია - ამ ეტაპზე ის 0.7 ლარია.

 

შეღავათი TBC ბარათებზე

თელავში შეღავათიანი ტარიფი მოქმედებს:

  • თელავის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის  თიბისი ბანკის მოსწავლის  ბარათებზე. (მოქმედებს მგზავრობის უფასო ტარიფი);
  • თელავის საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებზე -  თიბისი ბანკის  სტუდენტურ ბარათებზე (მოქმედებს ტარიფი 0.4 ლარი).

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საბანკო ბარათზე შეღავათის გააქტიურება მოხდება ბარათის გაცემიდან მაქსიმუმ 2-3 სამუშაო დღეში.

 

სატრანსპორტო ბარათები

სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია თელავის თიბისის ფილიალებში. სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს და მისი შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.

 

პერსონალური ბარათები

მერიის მიერ დადგენილ გარკვეულ სოციალურ ჯგუფებში შემავალი პირებისთვის გაიცემა პერსონიფიცირებული სატრანსპორტო ბარათები, რომელზეც ვრცელდება  შეღავათიანი ტარიფები  (ტარიფი 0.4 ლარი). ასეთი ტიპის სატრანსპორტო ბარათებზე  დატანილია ბარათის მფლობელის სახელი,  გვარი და ფოტოსურათი. ამ ეტაპზე პერსონიფიცირებული ბარათების გაცემა ხდება თელავის მუნიციპალიტეტის მიერ.

 

0.4 ლარიანი ტარიფით მუნიციპალურ ტრანსპორტში ისარგებლებენ ქ. თელავში რეგისტრირებული (მცხოვრები) შემდეგი კატეგორიის მოქალაქეები:

ა) თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული „სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული პენსიონერები;

ბ) თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები;

გ) თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები;

დ) თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;

ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს;

ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს;

ზ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მარჩენალდაკარგულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს;

თ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს;

ი) თელავის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „თელავის მუნიციპალიტეტის უმწეოთა და უპოვართა სამსახურის" ბენეფიციარები, რომლებიც რეგისტირებულნი არიან თელავის მუნიციპალიტეტში;

ბაკურიანი

ბაკურიანის ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია TBC-ის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო, ასევე პერსონიფიცირებული და სატრანსპორტო ბარათებით.

 

მგზავრობის ზოგადი პირობები

  • ბაკურიანში პირველი გადახდის შემდგომ არ მოქმედებს შეღავათიანი ტარიფით/უფასოდ მგზავრობის პირობა.
  • ავტობუსებში ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდა არ არის შესაძლებელი, მოქმედებს  მხოლოდ საბანკო/სატრანსპორტო ბარათი.
  • მგზავრობის ღირებულებას ადგენს მუნიციპალიტეტის მერია - ამ ეტაპზე ის 1 ლარია.

 

შეღავათი TBC ბარათებზე

ბაკურიანში შეღავათიანი ტარიფი მოქმედებს დაბა ბაკურიანის და სოფელი დიდი მიტარბის სკოლის მოსწავლეებზე, თიბისი ბანკის მოსწავლის ბარათებზე (მოქმედებს 4 უფასო მგზავრობა დღის განმავლობაში); დღის განმავლობაში 4 გატარების ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მოსწავლის ბარათზე იზღუდება ტრანსპორტში გადახდა მიმდინარე დღის ბოლომდე. 4 გატარების შემდეგ ბარათით არ არის შესაძლებელი ფასიანი გადახდის განხორციელებაც.

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საბანკო ბარათზე შეღავათის გააქტიურება მოხდება ბარათის გაცემიდან მაქსიმუმ 2-3 სამუშაო დღეში.

 

სატრანსპორტო ბარათები

სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია ბორჯომში მდებარე თიბისის ფილიალებში და ბაკურიანში მდებარე მარკეტში, მისამართზე - დ.ბაკურიანი აღმაშენებლის 1.18 სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს და მისი შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.

 

პერსონალური ბარათები

მერიის მიერ დადგენილ გარკვეულ სოციალურ ჯგუფებში შემავალი პირებისთვის გაიცემა პერსონიფიცირებული სატრანსპორტო ბარათები, რომელზეც ვრცელდება  შეღავათიანი ტარიფები  (ნულოვანი ტარიფი). ასეთი ტიპის სატრანსპორტო ბარათებზე  დატანილია ბარათის მფლობელის სახელი,  გვარი და ფოტოსურათი. ამ ეტაპზე პერსონიფიცირებული ბარათების გაცემა ხდება ბაკურიანის განვითარების სააგენტოს მიერ.

მგზავრობის გადასახადიდან სრულად თავისუფლდება შემდეგი კატეგორიის მოქალაქეები:

ა) დაბა ბაკურიანსა და სოფელ დიდ მიტარბში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირები;

ბ) დაბა ბაკურიანსა და სოფელ დიდ მიტარბში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული

მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების

ვეტერანები;

გ) დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდ მიტარბში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების

მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 65001-ზე ნაკლებია;

ბორჯომი

ბორჯომის ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია TBC-ის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო და სატრანსპორტო ბარათებით.

 

მგზავრობის ზოგადი პირობები

  • ბორჯომში პირველი გადახდის შემდგომ არ მოქმედებს შეღავათიანი ტარიფით/უფასოდ მგზავრობის პირობა.
  • ავტობუსებში ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდა არ არის შესაძლებელი, მოქმედებს  მხოლოდ საბანკო/სატრანსპორტო ბარათი.
  • მგზავრობის ღირებულებას ადგენს მუნიციპალიტეტის მერია.

 

სატრანსპორტო ბარათები

სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია ბორჯომში მდებარე თიბისის ფილიალში და ბორჯომში შემდეგ მისამართზე არსებულ მარკეტში: მესხეთის ქუჩა #5 .სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს და მისი შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.

მცხეთა

მცხეთის ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია TBC-ის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო, ასევე პერსონიფიცირებული და სატრანსპორტო ბარათებით.

 

მგზავრობის ზოგადი პირობები

  • მცხეთაში გადახდის შემდგომ არ მოქმედებს შეღავათიანი ტარიფით/უფასოდ მგზავრობის პირობა.
  • ავტობუსებში ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდა არ არის შესაძლებელი, მოქმედებს  მხოლოდ საბანკო/სატრანსპორტო ბარათი.
  • მგზავრობის ღირებულებას ადგენს ქალაქის მუნიციპალიტეტის მერია - ამ ეტაპზე „ნარეკვავის"  დასახლება - ფარნავაზის მოედანი- სოფ. მუხათგვერდი -„ზაჰესის" დასახლება 1.70 ლარია. „ნარეკვავის"  დასახლება - ფარნავაზის მოედანი- არმაზი 0.50 ლარია.

 

 შეღავათი TBC ბარათებზე

მცხეთაში შეღავათიანი ტარიფი მოქმედებს:

  • მცხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის  თიბისი ბანკის მოსწავლის  ბარათებზე. (მოქმედებს მგზავრობის უფასო ტარიფი);
  • მცხეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სტუდენტებზე -  თიბისი ბანკის  სტუდენტურ ბარათებზე  მარშუტზე „ნარეკვავის"  დასახლება - ფარნავაზის მოედანი- სოფ. მუხათგვერდი -„ზაჰესის"  (მოქმედებს 50% იანი შეღავათიანი ტარიფი)

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საბანკო ბარათზე შეღავათის გააქტიურება მოხდება ბარათის გაცემიდან მაქსიმუმ 2-3 სამუშაო დღეში.

 

 

სატრანსპორტო ბარათები

სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია დმანისის თიბისის ფილიალებში. სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს და მისი შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.

 

პერსონალური ბარათები

მერიის მიერ დადგენილ გარკვეულ სოციალურ ჯგუფებში შემავალი პირებისთვის გაიცემა პერსონიფიცირებული სატრანსპორტო ბარათები, რომელზეც ვრცელდება  შეღავათიანი ტარიფები  მარშუტზე „ნარეკვავის"  დასახლება - ფარნავაზის მოედანი- სოფ. მუხათგვერდი -„ზაჰესის"  (მოქმედებს 50% იანი შეღავათიანი ტარიფი)

 

მარშუტზე „ნარეკვავის"  დასახლება - ფარნავაზის მოედანი- სოფ. მუხათგვერდი -„ზაჰესის"  (მოქმედებს 50% იანი შეღავათიანი ტარიფი) -ით ისარგებლებენ მცხეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (მცხოვრები) შემდეგი კატეგორიის მოქალაქეები:

ა) მცხეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები;

ბ) მცხეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;

გ) მცხეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ ოჯახები;

შეღავათით სარგებლობის უფლება ასევე მიეცეთ პირებს,

რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი, თუმცა მუდმივად ცხოვრობენ მცხეთის მუნიციპალიტეტში,

რაც დასტურდება ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობით.

დმანისი

დმანისის საქალაქთაშორისო ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია TBC-ის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო, ასევე პერსონიფიცირებული და სატრანსპორტო ბარათებით.

 

მგზავრობის ზოგადი პირობები

  • დმანისის საქალაქთაშორისო გადახდის შემდგომ არ მოქმედებს შეღავათიანი ტარიფით/უფასოდ მგზავრობის პირობა.
  • ავტობუსებში ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდა არ არის შესაძლებელი, მოქმედებს  მხოლოდ საბანკო/სატრანსპორტო ბარათი.
  • მგზავრობის ღირებულებას ადგენს ქალაქის მუნიციპალიტეტის მერია - ამ ეტაპზე ის ლარია.

 

შეღავათი TBC ბარათებზე

დმანისში შეღავათიანი ტარიფი მოქმედებს:

დმანისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სტუდენტებზე -  თიბისი ბანკის  სტუდენტურ ბარათებზე (დღის განმავლობაში 2-ჯერ უფასო მგზავრობა).

 

სატრანსპორტო ბარათები

სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია დმანისის თიბისის ფილიალებში. სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს და მისი შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.

 

პერსონალური ბარათები

მერიის მიერ დადგენილ გარკვეულ სოციალურ ჯგუფებში შემავალი პირებისთვის გაიცემა პერსონიფიცირებული სატრანსპორტო ბარათები, რომელზეც ვრცელდება  შეღავათიანი ტარიფები  (დღის განმავლობაში 2-ჯერ უფასო მგზავრობა). ასეთი ტიპის სატრანსპორტო ბარათებზე  დატანილია ბარათის მფლობელის სახელი,  გვარი და ფოტოსურათი. ამ ეტაპზე პერსონიფიცირებული ბარათების გაცემა ხდება თელავის მუნიციპალიტეტის მიერ.

 

შეღავათიანი ტარიფით (დღის განმავლობაში2-ჯერ უფასო მგზავრობა). მუნიციპალურ ტრანსპორტში ისარგებლებენ ქ. დმანისში რეგისტრირებული (მცხოვრები) შემდეგი კატეგორიის მოქალაქეები:

ა) დმანისის  მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები;

ბ) დმანისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (დიალეზი, უსანათლო)

ბაღდათი

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია TBC-ის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო, ასევე პერსონიფიცირებული და სატრანსპორტო ბარათებით.

 

მგზავრობის ზოგადი პირობები

  • ბაღდათის მუნიციპალიტეტში გადახდის შემდგომ არ მოქმედებს შეღავათიანი ტარიფით/უფასოდ მგზავრობის პირობა.
  • ავტობუსებში ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდა არ არის შესაძლებელი, მოქმედებს  მხოლოდ საბანკო/სატრანსპორტო ბარათი.
  • მგზავრობის ღირებულებას ადგენს ქალაქის მუნიციპალიტეტის მერია - ამ ეტაპზე ის 0.7 ლარია.

 

სატრანსპორტო ბარათები

სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია ბაღდათის თიბისის ფილიალებში. სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს და მისი შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემით სარგებლობის წესები

წესები იხილეთ ბმულზე.