top of page
1200x628.png

განაწილება

 

თიბისი განაწილებას ახალი, ინოვაციური ფუნქციონალი დაემატა.

დაიბრუნე ნებისმიერი გადახდილი თანხა 2 კვირის განმავლობაში და გაანაწილე გადახდა 4 თვეზე.

რა განსხვავებაა სტანდარტულ განაწილებასა და ახალ ფუნქციონალს შორის?

ახალი ფუნქციონალი მომხმარებელს საშალებას აძლევს უკვე განხორციელებული ტრანზაქცია დაიბრუნოს და გადახდა გადაანაწილოს 4 თვეზე. განსხვავება არის ასევე ტარიფში, სტანდარტული განაწილებისაგან განსხვავებით, რადგან თანხის დაბრუნება ხდება ტრანზაქციის შემდეგ, გადანაწილების შემთხვევაში მომხმარებელი იხდის პროცენტს.

 

პროდუქტით სარგებლობისთის:

 – დაიმტკიცე განაწილების ლიმიტი შენს ციფრულ ბანკში;
– შენი ტრანზაქციებიდან აირჩიე ის ტრანზაქცია, რომლის დაბრუნება და განაწილებაც გსურს 4 თვეზე;
– განაწილების გასაკეთებლად, მნიშვნელოვანია, რომ ტრანზაქციის გადახდიდან არ იყოს გასული 14 დღეზე მეტი;
– ტრანზაქციის დეტალებიდან აირჩიე ღილაკი „ტრანზაქციის განაწილება“;
– გაეცანი და დაეთანხმე წესებს და პირობებს;
– ტრანზაქციის თანხა დაგიბრუნდება ანგარიშზე და შეძლებ გადახდა გაანაწილო 4 თვეზე.

განაწილების პირობები:

 – პროდუქტის საფასურის განაწილებას შეძლებ 4 თვეზე;
– განაწილებისას, 5
0-დან 5000 ლარამდე თანხა მომენტალურად დაგიბრუნდება;
– წინსწრების საკომისიო 0%
– გაცემის საკომისიო 0%
– თვიური საპროცენტო განაკვეთი 1%;
– ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 21.44%.

– შესაძლებელია ლარში განხორციელებული ტრანზაქციის განაწილება
მაგ: 100 ლარიანი ტრანზაქციის განაწილების შემთხვევაში თვეში მოგიწევს 26 – 26 ლარის გადახდა. ჯამში 104 ლ.

 

ნუ დაელოდები ხელფასს. გამოიყენე თანხა, როგორც გსურს - საოცნებო შვებულებისთვის, მოულოდნელი ხარჯებისთვის, თუ უბრალოდ ფინანსების ეფექტურად სამართავად.

 

გადმოდე ყიდვა, გადადე გადახდა და გაიმარტივე ცხოვრება თიბისი განაწილებით.

bottom of page