თიბისი ბანკი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დაჯილდოვდა

მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალებმა, „The Banker and Professional Wealth Management" (PWM) და „Global Finance" თიბისი ბანკი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.

აღიარება თიბისი ბანკმა პერსონალური მომსახურების სფეროში მრავალმხრივი შესაძლებლობებისა და საუკეთესო საბანკო სერვისების შეთავაზებისთვის მიიღო.

ფინანსური ჟურნალების, „The Banker and Professional Wealth Management" (PWM) და „Global Finance" ჯილდო ყოველწლიურია და ის საბანკო სექტორის იმ ლიდერ კომპანიებს გადაეცემათ, რომლებიც ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთში, ლათინურ ამერიკაში, აფრიკაში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით ოპერირებენ და მაღალი ხარისხის პერსონალური საბანკო მომსახურებით გამოირჩევიან.