სავალუტო ოპერაციებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაციის ცვლილებები;

ცვლილებები ძალაში 01.04.2024-დან;

 

გაცნობებთ, რომ ბანკის შიდა პოლიტიკით დაუშვებელია სანქცირებულ ქვეყნებთან, მათ შორის, ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან პირდაპირ/ირიბად დაკავშირებული ტრანზაქციების შესრულება, რაც ასევე გულისხმობს ამავე ქვეყნის ტერიტორიის გავლით და/ან  ირანში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებით (საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო, სარკინიგზო) ტვირთების ტრანსპორტირებას, ან იმგვარ ტვირთებთან/გადაზიდვებთან დაკავშირებულ ანგარიშსწორებას, სადაც საქონლის წარმოშობის ან ტრანსპორტირების ქვეყანა არის ირანი, ან სხვა სანქცირებული ქვეყანა. ბანკი იტოვებს უფლებას ზემო აღნიშნული ტრანზაქციის გამოვლენის შემთხვევაში, წინასწარი შეტყობინების გარეშე დახუროს მომხმარებლის ანგარიშები.

 

იმისთვის, რომ თქვენი სავალუტო ოპერაციები, საქონლის შეძენის/იმპორტის/ ტრანსპორტირების დანიშნულებით,  წარმატებულად შესრულდეს, გთხოვთ, გაეცანით წარმოსადგენი დოკუმენტების სიას:

 I ჯგუფი − ჩინეთი, სინგაპური, ინდოეთი, ჰონგ-კონგი, მალაიზია, ინდონეზია, სამხრეთ კორეა, ფილიპინები, ტაივანი, ერაყი, პაკისტანი, შრი-ლანკა (ყოფილი ცეილონი), ომანი,იემენი , კატარი, ტაილანდი, მიანმარი (ყოფილი ბურმა), ვიეტნამი,საუდის არაბეთის სამეფო, თურქმენეთი, ქუვეითი,ბაჰრეინი, ბანგლადეში, კამბოჯა, ბრუნეი, ლაოსი, ბჰუტანი, ნეპალი;

ნებისმიერ ვალუტაში გადარიცხვისას წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • ინვოისი ან ხელშეკრულება
  • სატრანსპორტო დოკუმენტი

 

II ჯგუფი − თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი

აშშ დოლარში / ევროში გადარიცხვისას წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • ინვოისი ან ხელშეკრულებ
  • საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი

 

III ჯგუფი − არაბთა გაერთიანებული საამიროები

ნებისმიერ ვალუტაში გადარიცხვისას წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • ინვოისი ან ხელშეკრულებ
  • სატრანსპორტო დოკუმენტი
  • საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი