დღეიდან მომხმარებლები, რომლებიც თიბისიში გზავნილი „რიას" სისტემით გააგზავნიან გზავნილს, ფასდაკლებასთან ერთად, დამატებით საჩუქრებსაც მიიღებენ.

აქციის ფარგლებში, რიას სისტემით საქართველოდან უკრაინაში ან სომხეთში თანხის გაგზავნისას, პრომო კოდის RIA25GE გამოყენების შემთხვევაში, მომხმარებელი 25%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს.

ამას გარდა, კამპანიის პერიოდში, ყოველკვირეულად და ყოველთვიურად გათამაშდება საჩუქრები: ტელეფონის პორტატული დამტენი და ელექტროსკუტერი. დასაჩუქრდებიან ის პირები, ვინც თიბისიში ყველაზე მეტი რაოდენობის რიას გზავნილს გააგზავნიან უკრაინის ან სომხეთის მიმართულებით.

 

აქციის პირობები

პერიოდი: 1 აპრილი – 30 ივნისი

მონაწილეობის პირობა: აქციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელიც თიბისიში გააგზავნის „რიას" გზავნილს უკრაინასა თუ სომხეთში.

ფასდაკლების პირობა: გაგზავნისას უნდა მიუთითოთ პრომო კოდი RIA25GE

საჩუქრების გათამაშების პირობა: 
ყოველკვირეული გათამაშება: კვირის ბოლოს ის, ვინც კვირის განმავლობაში ყველაზე მეტი გზავნილი გააგზავნა, მიიღებს პორტატულ დამტენს. 
სუპერპრიზის (ელექტროსკუტერის) მიღების პირობა: სუპერპრიზს მიიღებს ის, ვინც თვის განმავლობაში ყველაზე მეტი რაოდენობის გზავნილი შეასრულა.

საჩუქრების აღწერა:
ელექტროსკუტერი: ბრენდი: Segway. მოდელი: D38E. სერია: Ninebot KickScooter. ასაკი: 14+. დასაშვები მაქსიმალური წონა: 120 კგ.
ტელეფონის პორტატიული დამტენი, ბრენდი და მოდელი: REMAX 10 000 MAH RPP 502, RPP 319, 10 000 MAH JOWAY.