თიბისის სერვისცენტრების მუშაობის ახალი გრაფიკი

გაცნობებთ, რომ თიბისი შეუფერხებლად და უწყვეტად მოგემსახურებათ ფიზიკურ და დისტანციურ არხებში.

ვითვალისწინებთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს, თანამშრომლებისა და მომხმარებლებისთვის საფრთხის თავიდან არიდების მიზნით,  დროებით ვაჩერებთ ზოგიერთი ფილიალის და სერვისცენტრის მუშაობას.

ამ დროისათვის იხურება ყველა ის სერვისცენტრი, რომელიც ხალხმრავალ ადგილებში - სავაჭრო ცენტრებში და სასამართლოში ფუნქციონირებდა, მათ შორის იუსტიციის სახლის ფილიალი.

მომხმარებლებს მოვუწოდებთ ისარგებლონ დისტანციური სერვისებით.

 

ინფორმაცია სერვისცენტრების გრაფიკის შესახებ:

 

24 საათიანი სერვისცენტრი:

  • სს "თიბისი ბანკის" სერვის-ცენტრი #24  - (ი. ჭავჭავაძეზე) 


ორშაბათი - კვირა 10 : 00 - 19 : 00:

  • სს "თიბისი ბანკის" სერვის-ცენტრი #28  -  (მელიქიშვილი)
  • რუსთაველის სერვის-ცენტრი  - (მერიოტი)
  • თბილისის #7 სერვის-ცენტრი გუდვილში
  • სს "თიბისი ბანკის" სერვის-ცენტრი #27 (ინგოროყვას კლინიკა)


ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას თიბისის ფილიალები მთელი საქართველოს მასშტაბით.