იპოთეკური სესხების სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა

გაცნობებთ, რომ 2020 წლის 1 ივლისიდან, თიბისი „იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმის" სახელმწიფო პროგრამაში ერთვება.
პროგრამის ფარგლებში, 5 წლის განმავლობაში შესაძლებელია იპოთეკური სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის 4%-იანი სუბსიდირებით სარგებლობა.
იპოთეკური სესხის სუბსიდირება მხოლოდ დეველოპერულ კომპანიებში შეძენილ ბინებზე ვრცელდება.
იპოთეკური სესხის მაქსიმალური მოცულობა 200 000 ლარია, სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა კი - 240 თვე

სესხზე თანამონაწილეობა 10%-დან არის შესაძლებელი. 

პროგრამა ვრცელდება მხოლოდ სესხებზე ეროვნულ ვალუტაში. 
სუბსიდიის მისაღებად, განაცხადის ბოლო დღე 2020 წლის 31 დეკემბერია.
თუკი ბინის ღირებულება 200 000-ს აჭარბებს, შესაბამისი თანამონაწილეობის არსებობის შემთხვევაში, სუბსიდირება 200 000 -ს მაინც შეეხება.
ასევე, იპოთეკური სესხის აღება უფრო ხელმისაწვდომია, თუკი გირაოს მოცულობა სესხის ასაღებად საკმარისი არ არის. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს 20%-იანი საგარანტიო კონტრიბუციით სარგებლობაა შესაძლებელი. 
სახელმწიფო საგარანტიო კომპონენტით სარგებლობის ბოლო ვადა 2020 წლის 20 დეკემბერია.

სუბსიდირების პროგრამა დეველოპერული კომპანიების მიერ განხორციელებულ სარემონტო სამუშაოებზეც ვრცელდება. 
იპოთეკური ცენტრი და თიბისი კონცეპტი მომხმარებლებს პარტნიორი დეველოპერული კომპანიების პროექტებში განსაკუთრებულ შეთავაზებებსა და პირობებს გთავაზობთ. ყველა შეთავაზების ნახვა შესაძლებელია ბმულზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მიმართოთ:

პირად ბანკირს
ან 
კონცეპტ ცენტრი: +995 322 27 27 00

 

ხშირად დასმული კითხვები:

  • შესაძლებელია თუ არა 200,000 ლაზე მეტი ღირებულების ბინის შეძენის დაფინანსება?

    მაგალითად, ბინის ღირებულება 300,000 ლარია. სუბსიდიის პროგრამის ფარგლებში, შესაძენი ბინის უზრუნველყოფით, შესაძლებელია მაქსიმუმ 200,000 ლარის ოდენობის სესხის გაცემა. მომხმარებელს შეუძლია თანამონაწილეობა 100,000 ლარამდე გაზარდოს, ან იგივე მიზნობრიობით 100 000 ლარის ოდენობით ცალკე იპოთეკური სესხი აიღოს.

    თუ სესხის თანხით, მომხმარებელმა მშენებარე უძრავი ქონება უნდა შეიძინოს, აღნიშნული ქონება უზრუნველყოფის ობიექტად მოითხოვება მშენებლობის დასრულებისა და იპოთეკით დატვირთვის შესაძლებლობის დროს.

  • შესაძლებელია თუ არა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სხვა ბანკში გაცემული სესხის რეფინანსირება?

    შესაძლებელია, თუ სხვა ბანკში დასაფარი სესხის ნაშთის, მასზე დარიცხული პროცენტისა და წინსწრების საკომისიოს ჯამი არ აღემატება 200,000 ლარს. სესხის რეფინანსირება დასაშვებია საგარანტიო კომპონენტის ფარგლებშიც. ამ შემთხვევაშიც დასარეფინანსებელი სესხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 200,000 ლარს.

  • დასაშვებია თუ არა ყოველთვიური გადახდის თარიღის არჩევა მომხმარებლის მიერ შემოსავლის მიღების შესაბამისად?

    დიახ, მომხმარებელს გადახდის თარიღად 1-დან 26-ის ჩათვლით ნებისმიერი რიცხვის არჩევა შეუძლია.

  • რა შემთხვევაში შეიძლება მომხმარებელმა მიიღოს უარი პროგრამაში მონაწილეობაზე? 

    სააგენტო უფლებამოსილია ფიზიკურ პირს უარი უთხრას პროგრამაში მონაწილეობაზე, თუკი ის თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში ან/და გააჩნია სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება.

  • როდემდე მოქმედებს იპოთეკური სესხების მხარდაჭერის პროგრამა?

    სუბსიდიის პროგრამა ძალაშია 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (ამ დროისთვის სესხი სრულად უნდა იყოს გაცემული). ბანკის მიერ გარანტიის კომპონენტის ფარგლებში სესხის გასაცემად სააგენტოსთვის მიმართვის ბოლო ვადა 2020 წლის 20 დეკემბერია.

  • რამდენია სუბსიდიის მაქსიმალური ოდენობა?
    სუბსიდიის ოდენობა ბანკის მიერ გაცემულ სესხზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის 4%-ია. სუბსიდირება მოქმედებს სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში.

  • რამდენია მინიმალური თანამონაწილეობა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გარანტიით სარგებლობისას?

    გარანტია გაიცემა მხოლოდ იმ ფიზიკური პირების მიერ აღებულ სესხებზე, ვისაც კომპონენტში ჩართვის მომენტისათვის უკვე გადახდილი აქვთ ბინის ღირებულების პირველადი შენატანი, რომლის ოდენობა ბინის სრული ღირებულების არანაკლებ 10 %-ია.

  • შესაძლებელია თუ არა გარანტიის კომპონენტით სარგებლობა თბილისისა და ბათუმის იპოთეკური ცენტრების „ერთობლივი იპოთეკური პროექტების" ფარგლებში?

    დიახ, შესაძლებელია. გარანტია მოქმედებს სესხის გაცემიდან არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში. 

  • შესაძლებელია თუ არა საცხოვრებელი ბინის რემონტის დაფინანსება?

    სახელმწიფო პროგრამა მოიაზრებს დეველოპერული კომპანიისგან საცხოვრებელი ბინის შეძენას. პროგრამა მოიცავს ამ ბინის შეძენისა და რემონტის მიზნობრიობით გაცემულ სესხსაც, იმ შემთხვევაში, თუკი დეველოპერული კომპანია მომხმარებელს რემონტსაც სთავაზობს რემონტი და რემონტის საფასური შეყვანილია ინვოისში. სესხის ოდენობა (რემონტის გათვალისწინებით) არ უნდა აღემატებოდეს 200,000 ლარს.

  • საცხოვრებელი ბინის რემონტის შეძენასთან ერთად, დაშვებულია თუ არა ავტოფარეხის, საპარკინგე ადგილის, სარდაფის, სხვენის შეძენის დაფინანსება?

    დასაშვებია, თუ მომხმარებელი მათ საცხოვრებელ ბინასთან ერთად შეიძენს. ამ შემთხვევაშიც სესხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 200,000 ლარს.

  • როგორ აისახება სუბსიდია მომხმარებლის სესხის ყოველთვიურ გრაფიკზე?

    სესხის გრაფიკის შედგენისას, გათვალისწინებული იქნება სუბსიდიის კომპონენტი და მისი მოქმედების პერიოდში მომხმარებელი თავის წილ ყოველთვიურ გადასახადს გადაიხდის.