ჩემი ბიზნესისთვის
TBC Checkout
ელექტრონული კომერციის სწრაფი და უსაფრთხო გადახდის სერვისი, მარტივი ინტეგრაციით და გადახდის მოქნილი მეთოდებით.
 
ახალი გადახდის არხი თქვენი ბიზნესისათვის:
  • Visa /MasterCard პლასტიკური ბარათებით
  • გაუმჯობესებული გაყიდვები
  • ინოვაციური გადახდები
  • ტრანზაქციის თანხის ჩარიცხვის პერიოდი- 3 სამუშაო დღე
  • მარტივი ინტეგრაცია
  • მუდმივი ტექნიკური მხარდაჭერა
  • ტრანზაქციების შესახებ დეტალური ინფორმაცია- აკონტროლეთ და მართეთ გაყიდვების არხები TBC Checkout პორტალიდან

სერვისის ლიმიტები

სტანდარტული ლიმიტები TBC Checkout-ით სარგებლობის შემთხვევაში:
  • ერთი ტრანზაქციის ლიმიტი - 1500 ლარი;
  • დღის თანხობრივი ლიმიტი - 4 000 ლარი;
  • თვის თანხობრივი ლიმიტი - 20 000 ლარი;

ონლაინ რეგისტრაცია

  • გადადით ბმულზე და შეავსეთ განაცხადი
  • განაცხადის შევსებიდან 24 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებათ მომსახურე მენეჯერი

მოქმედი ტარიფები

TBC Checkout მომსახურების ყოველთვიური საკომისიო - 50 ლარი;
 
TBC Checkout ტრანზაქციის საკომისიო:
  • თიბისი ბანკის  VISA/MC  ბარათებზე- 2%
  • სხვა ქართული ბანკების VISA/MC  ბარათებზე- 2%
  • უცხოური ბანკების VISA/MC  ბარათებზე- 2,5%
  • ავტორიზაციის საკომისიო/უკუგატარების საკომისიო-0%
  • ჩარჯბეკის საკომისიო/გასაჩივრების საკომისიო-0%

ხელშეკრულება

მოქმედი ხელშეკრულება

ხელშეკრულება ძალაშია 07.08.2020-დან.

ხელშეკრულების სანახავად დააჭირეთ აქ.

არქივი

ხელშეკრულება - კლიენტებისთვის რომლებმაც განაცხადს ხელი მოაწერეს 21.01.2020 - დან

ცვლილება ხელშეკრულებაში

ცვლილებების სანახავად, დააჭირეთ აქ.

ცვლილება ძალაში შედის 07.08.2020-დან

ხშირად დასმული კითხვები

რა არის TBC Checkout
TBC Checkout არის სწრაფი და უსაფრთხო გადახდის სერვისი, გამარტივებული ინტეგრაციით და მოქნილი გადახდებით. TBC Checkout ინტერნეტ მაღაზიებს გადახდების მრავალფეროვან გადაწყვეტილებებს სთავაზობს. 
 
როგორ დავრეგისტრირდე TBC Checkout-ზე
  • შეავსებ განაცხადს, რის შემდეგაც იღებ ტექნიკური ინტეგრაციის დეტალებს და შეთავაზებას ჩარიცხვის, საკომისიოსა და სხვა პირობების შესახებ.
 
რა გადახდის საშუალებებია TBC Checkout-ზე
  • ნებისმიერი Visa/Mastercard  ბარათით გადახდა;
  • TBC ბანკის ინტერნეტ ბანკით გადახდა;
  • WEB QR-ით გადახდა TBC-ის მობაილბანკით.
 
რომელი ბანკის ბარათებით მივიღებთ გადახდებს?
  • გადახდების მიღება შესაძლებელია ნებისმიერი Visa  და  Master Card  ბარათებით.
 
რა არის QR კოდი და როგორ ხდება გადახდა?
  • QR არის გადახდის შესახებ ინფორმაციის სწრაფი გადაცემის საშუალება. QR კოდით გადახდისთვის მომხმარებელს ჭირდება TBC-ის მობილური აპლიკაცია, სადაც შესაძლებელია QR კოდის დასკანერება. დასკანერების შემდეგ, მომხმარებელი ირჩევს სასურველ ბარათს და გადახდა სრულდება.
 
საჭიროა თუ არა მქონდეს ვებ გვერდი იმისათვის რომ მომხმარებლებმა შეძლონ TBC Checkout არხით გადახდა?
  • TBC Checkout გადახდების ჩასართავად საჭიროა ვებ გვერდის არსებობა.
 
რა იურიდიული სტატუსი უნდა მქონდეს რომ ჩავერთო TBC Checkout  გადახდებში ?
  • მთავარია იყოთ დარეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად , არ აქვს მნიშვნელობა ფიზიკური პირი იქნებით თუ იურიდიული.
 
 
ფასიანია თუ არა  TBC Checkout გადახდების სისტემაში ჩართვა?
  • არ არის ფასიანი.