ზოგადი აღწერა
ვადიანი+ ანაბრით თქვენ შეძლებთ ყოველთვიურად გააკეთოთ შენატანები დანაზოგზე და საიმედოდ შეინახოთ დაგროვილი თანხა 2 წლამდე.
ვადიანი+ ანაბარის შემთხვევაში, ყოველ შენატანს დაერიცხება შესაბამისი მაღალი პროცენტი. ამასთან, ჩვენი დისტანციური არხების მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად გააკეთოთ დეპოზიტზე შენატანები შეუზღუდავი რაოდენობით.
საპროცენტო განაკვეთები - ლარი
პერიოდი |
საპროცენტო განაკვეთი |
სარგებლის ვადის ბოლოს გატანა |
სარგებლის ყოველთვიური გატანა |
3-5 თვე |
წლიური |
8.95% |
8.70% |
ეფექტური |
9.25%-დან |
9.06%-დან |
|
6-8 თვე |
წლიური |
9.25% |
8.70% |
ეფექტური |
9.47%-დან |
9.06%-დან |
|
9-11 თვე |
წლიური |
9.50% |
8.70% |
ეფექტური |
9.61%-დან |
9.06%-დან |
|
12-14 თვე |
წლიური |
9.75% |
8.65% |
ეფექტური |
9.75%-დან |
9%-დან |
|
15-17 თვე |
წლიური |
10.00% |
8.60% |
ეფექტური |
9.89%-დან |
8.95%-დან |
|
18-23 თვე |
წლიური |
10.35% |
8.55% |
ეფექტური |
10.11%-დან |
8.89%-დან |
|
24 თვე |
წლიური |
10.85% |
8.40% |
ეფექტური |
10.34%-დან |
8.73%-დან |
სხვა პირობები
საპროცენტო განაკვეთის ტიპი:
ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი.
ტარიფები:
- ანგარიშის გახსნა უფასო;
- თანხის განაღდების საკომისიო ლარში: ანაბრის თანხის 0,2 %
- თანხის განაღდების საკომისიო უცხოურ ვალუტაში: ანაბრის თანხის 0,6 %.
მინიმალური შენატანი: 1000 ლარი, ყოველი დამატებითი შენატანი - 500 ლარი.
ანაბრის ვადა სხვა პირობები:
- თქვენ შეგიძლიათ გახსნათ ანაბარი „ვადიანი+" 3 თვიდან 2 წლამდე ვადით;
- დამატებითი შენატანის ოდენობა არ არის შეზღუდული ინტერნეტ ბანკით, მობაილ ბანკით, ასევე სხვა ბანკიდან ჩარიცხვის შემთხვევაში;
- ანაბრის მოქმედების ბოლო 3 თვის განმავლობაში დამატებულ თანხებს დაერიცხება შემნახველი ანაბრის საპროცენტო განაკვეთი. ვადის გასვლამდე 3 თვეზე ადრე დამატებულ თანხას დაერიცხება ცხრილში მოცემული შესაბამისი პროცენტი.
- "ვადიანი +" ანაბრის ყოველ დამატებით შენატანს (ტრანშს) საპროცენტო სარგებელი დაერიცხება ანაბრის ვადის გასვლამდე დარჩენილი ვადის შესაბამისი "ვადიანი +" ანაბრისთვის ბანკის მიერ დადგენილი საპროცენტო განაკვეთის მიხედვით.
ანაბრის ვადაზე ადრე გატანა:
- ანაბრის გახსნიდან 12 თვის განმავლობაში მისი შეწყვეტის შემთხვევაში, ანაბარს არ დაერიცხება სარგებელი;
- ანაბრის გახსნიდან 12 თვის გასვლის შემდეგ შეწყვეტის შემთხვევაში, ანაბარს დაერიცხება წლიური 2% (ლარში) ფაქტობრივი განთავსების პერიოდზე, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან მისი დარღვევის თარიღამდე;
- უცხოურ ვალუტაში ანაბრის გახსნიდან 12 თვის გასვლის შემდეგ მისი შეწყვეტის შემთხვევაში, ანაბარს არ დაერიცხება სარგებელი;
- თუ მეანაბრეს სარგებელი უკვე გატანილი აქვს, გასაცემი ანაბრის თანხას ჩამოეჭრება წინასწარ გაცემული საპროცენტო სარგებლის თანხის ნაწილი.
*უკვე განაღდებული საპროცენტო სარგებელი დაკავდება ძირითადი თანხიდან.
**მეანაბრეს აქვს ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის უფლება.
ანაბრის განთავსება უცხოურ ვალუტაში:
- უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტი მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს;
- ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული სარგებელი მნიშვნელოვნად შეამციროს.
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
- თქვენი დეპოზიტი დაზღვეულია „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ფარგლებში.
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებლის ინფორმირება მოხდება ცვლილებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, ხოლო სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში - არანაკლებ 1 (ერთი) თვით ადრე მოკლე ტექსტური შეტყობინებით.
- მომხმარებელს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია ბანკში ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
- გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე - www.nbg.gov.ge/cp და ცხელ ხაზზე + 995 322 406406.
დეპოზიტების დაზღვევა
2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სიტემის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული ხელმისაწვდომი თანხა ანაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ 15 000 ლარის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge.
![]() გახსენით ონლაინ
ამ ეტაპზე ანაბრის ონლაინ გახსნა შეუძლებელია. გთხოვთ, დაგვირეკოთ ან ეწვიოთ ერთ-ერთ ფილიალს.
|
(+995 32) 227 27 27
დაგვირეკეთ 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ან დაგვიტოვეთ თქვენი ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით.
|
ეწვიეთ ფილიალს
გახსენით ანაბარი უახლოეს ფილიალში.
|
დარეგისტრირდით
|
დამირეკეთ |
მოძებნეთ |