ბანკის მხრიდან ხელშეკრულების რომელიმე პუნქტის დარღვევის ან მომსახურებით უკმაყოფილების შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ დააფიქსიროთ პრეტენზია.

 
პრეტენზიის დაფიქსირება შესაძლებელია შემდეგი არხებით:

  • თიბისის სატელეფონო სერვის ცენტრში დაკავშირებით: +995 32 2 272727 ;
  • თიბისის ფილიალებსა და სერვისცენტრებში პრეტენზიის სტანდარტული წერილობითი ფორმის შევსებით;
  • ელექტრონული ფორმით: ციფრული ბანკის, ან ბანკის ვებ.გვერდზე მითითებული ელ.ფოსტის საშუალებით.

დაფიქსირებულ განაცხადს განიხილავს სს „თიბისი ბანკის" მომხმარებელთა მხარდაჭერის განყოფილების პრეტენზიების მართვის გუნდი; 

  • პრეტენზიის განხილვის მაქსიმალური ვადა განისაზღვრება განმცხადებლის მომართვისა და საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლის იდენტიფიკაციიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადისა.
  • საგადახდო მომსახურების შესახებ დაფიქსირებული საჩივრის /პრეტენზიის განხილვის  ვადა განისაზღვრება საჩივრის /პრეტენზიის მიღებიდან არაუგვიანეს 20 სამუშაო დღისა (ხოლო განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში, არა უგვიანეს 55 სამუშაო დღისა).
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის  ფარგლებში  დაფიქსირებული განცხადების/პრეტენზიის განხილვის ვადა განისაზღვრება  საჩივრის მიღებიდან არაუგვიანეს  10 სამუშაო დღისა.


პრეტენზიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ გეცნობებათ წერილობით ან/და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით (სატელეფონო კომუნიკაცია, ელექტრონული ფოსტა, ციფრული არხი) თქვენთან შეთანხმებით ან პრეტენზიის მომართვის ფორმის იდენტურად;

პრეტენზიის განხილვის პროცესთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ნებისმიერ ფილიალში/სერვისცენტრში და/ან დისტანციური არხების საშუალებით.

„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად,  მომხმარებელს უფლება აქვს, ბანკის წინააღმდეგ საჩივრით მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას (შემდგომში „კომისია"), საქართველოს კანონმდებლობით/წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში ბანკის მიერ საჩივრის მომხმარებლის სასარგებლოდ სრულად ან ნაწილობრივ დაუკმაყოფილებლობის (მათ შორის მომხმარებლისთვის პასუხის გაუცემლობის / დაუბრუნებლობის) შემთხვევაში. წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული საჩივრით მიმართვის უფლება წარმოეშობა მომხმარებელს, თუ საჩივრით გათვალისწინებული დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 50 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში, სადავო ქმედების განხორციელების ან საჩივრის წარდგენის დღის თარიღით). ამასთან, მომხმარებელს უფლება აქვს, კომისიისთვის მიმართვის გარეშე, პირდაპირ მიმართოს სასამართლოს. მომხმარებელი უფლებამოსილია კომისიას მიმართოს ბანკისთვის საჩივრით მიმართვის დღიდან არაუგვიანეს 6 (ექვსი) თვისა. კომისია წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებულ საჩივარს განიხილავს უსასყიდლოდ. კომისიის საქმიანობის წესს (მათ შორის საჩივრის წარდგენის წესსა და პროცედურას) შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2023 წლის 26 ივლისის #2 დადგენილებით („საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის საქმიანობის წესი").


თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას, გთხოვთ, გაეცნოთ საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე - www.nbg.gov.ge/cp/ და/ან ცხელ ხაზზე: +995 32 2 406 406