დისტანციური მომსახურება

არ გაქვთ დრო ბანკში მისასვლელად?

თიბისი ბანკის ინტერნეტბანკით თქვენ შეგიძლიათ:

  • ანაგრიშებზე არსებული ბალანსების, ხელმისაწვდომი და ბლოკირებული თანხების ნახვა, ამონაწერის გაკეთება
  • გადარიცხვა საკუთარ, სხვა პირის ან კომპანიის ანგარიშსა და ბიუჯეტში
  • მობილურის ბალანსის შევსება და კომუნალური გადახდები
  • დეპოზიტების და სესხების მართვა
  • ვალუტის კურსების ნახვა და კონვერტაცია
  • საბანკო პროდუქტების შეძენა ონლაინ
  • ინტერნეტბანკის პერსონალიზაცია

               

თიბისი ბანკის ინტერნეტბანკი 4-ჯერ დასახელდა საუკეთესოდ!

დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით სტატიას.

Product img

    ონლაინ

    რეგისტრაცია


ტარიფები და ლიმიტები

ფიზიკური პირებისათვის მომსახურების ღირებულება უფასოა

რეგისტრაცია: უფასო
ყოველკვარტალური საკომისიო: უფასო
TBC Digipass აპლიკაცია

  • პირველადი რეგისტრაციის საფასური: 10 ლარი
  • განმეორებით ინსტალაცია: უფასო

სტანდარტული დიჯიპასის გაცემის/განახლების საკომისიო: 20 ლარი


ინტერნეტბანკში ოპერაციების განხორციელების საკომისიოები

  • საკუთარ ანგარიშებს შორის გადარიცხვა/კონვერტაცია (საკრედიტო ბარათიდან გადარიცხვის გარდა) - უფასო;
  • გადარიცხვა საკრედიტო ბარათებიდან (პრაიმ ქარდი და თიბისი ქარდი) გადარიცხვა – ბანკის სტანდარტული ტარიფების შესაბამისად;
  • საკუთარი ანგარიშიდან სხვა პირის/კომპანიის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში - ბანკის სტანდარტული ტარიფების შესაბამისად.
  • მობილურის ბალანსის შევსება - უფასო;
  • მობილური პაკეტის შეძენა:
    ჯეოსელი, ბილაინი - უფასო;
    მაგთი - პაკეტის ღირებულების 4% (გამონაკლისი: კოქტეილი 30 - 0.5 ლარი);
  • კომუნალური გადასახადების გადახდა - 0.5 ლარი

უსაფრთხოება

თქვენი უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია!

მოწინავე, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით თიბისი ბანკი იცავს ინტერნეტბანკში უსაფრთხოების უმაღლეს ნორმებს, თუმცა ინტერნეტბანკთან მუშაობისას უსაფრთხოების ნორმები უნდა დაიცვას თავად მომხმარებელმაც. 

 

თავდაცვის ზომები:

ინტერნეტბანკში შესვლამდე აუცილებლად დარწმუნდით, რომ შედიხართ ვებგვერდზე: https://www.tbconline.ge აღნიშნული მისამართის სისწორე ასევე შეამოწმეთ უსაფრთხოების სერტიფიკატით – ინტერნეტბრაუზერის ქვედა ან ზედა პანელზე მოთავსებულ ბოქლომზე დაჭერით;

არავის გაანდოთ თქვენი ინტერნეტბანკის მომხმარებლის სახელი და  პაროლი. არ შეინახოთ ეს მონაცემები კომპიუტერში, ინტერნეტში ან მობილურში პაროლით დაუცველ ფაილებში;

განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ საერთო მოხმარების კომპიუტერებთან მუშაობისას. ინტერნეტბანკში მუშაობის დასრულების შემდეგ შეეცადეთ გამოხვიდეთ პროგრამიდან მხოლოდ "Logout"-ის (გამოსვლა) ღილაკზე დაჭერით;

არ დატოვოთ კომპიუტერი უკონტროლოდ, თუ თქვენ შესული ხართ ინტერნეტბანკში;

არ გააგზავნოთ კონფიდენციალური ინფორმაცია ელ. ფოსტით. ბანკი არასდროს მოგთხოვთ თქვენი პირადი და უსაფრთხოების ინფორმაციის, პაროლის ან ანგარიშების ინფორმაციის სრულად გაგზავნას ელ. ფოსტით;

თუ თქვენ თავს გრძნობთ საფრთხის წინაშე, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით;

თუ თქვენ ელ. ფოსტით მიიღეთ საეჭვო წერილი, რომელიც ირწმუნება, რომ თიბისი ბანკისგანაა გამოგზავნილი, გთხოვთ დაუყოვნებლივ გვაცნობოთ.

 

 

რას ვაკეთებთ ჩვენ თქვენს დასაცავად?

 

სერვისზე რეგისტრაციისას მოწმდება მითითებული ინფორმაციის სისწორე და მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევა მომხმარებელს ინტერნეტბანკის სერვისით სარგებლობის საშუალება;

ინტერნეტბანკში შესვლა დაცულია საპაროლე სისტემით. თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი უნიკალურია;

ტრანზაქციები თქვენი ანგარიშების გარეთ საჭიროებს სერტიფიკაციას, ანუ დადასტურებას მხოლოდ თქვენთვის ცნობილი კოდით.

 

 

დამატებითი უსაფრთხოებისთვის

მეტი უსაფრთხოებისთვის, 2021 წლის 20 მარტიდან მობაილ და ინტერნეტბანკს აპლიკაციაში შესვლისას და  ტრანზაქციების შესრულებისას ორმაგი აუთენტიფიკაციის მეთოდი ემატება:

  • აპლიკაციაში შესასვლელად და 50 ლარს ზემოთ ტრანზაქციის შესასრულებლად, საჭირო იქნება სმს/დიჯიპას კოდის შეყვანა
  • ყოველდღიურობის გასამარტივებლად, შეგიძლია სანდო მოწყობილობის და კონტაქტების გააქტიურება
  • თუ გაიაქტიურებ სანდო მოწყობილობას, მობაილ ან ინტერნეტბანკში შესვლისას არ მოგიწევს ერთჯერადი უსაფრთხოების კოდის შეყვანა.  გააქტიურებისთვის ეწვიე პარამეტრების გვერდს.
  • სანდო შაბლონი/მიმღების დამატების შემთხვევაში, გადარიცხვისას არ დაგჭირდება ერთჯერადი უსაფრთხოების/დიჯიპას კოდის შეყვანა. სანდო შაბლონის დამატება შეგიძლია ტრანზაქციის შესრულების შემდგომ და ასევე, შაბლონების გვერდიდან.

დამატების შემდეგ სანდო შაბლონი 24 საათში გააქტიურდება

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკის სანახავად დააჭირეთ აქ

ხშირად დასმული კითხვები

როგორ დავრეგისტრირდე ინტერნეტბანკის მომსახურებაზე? 
ინტერნეტბანკში რეგისტრაციის ორი გზა არსებობს: 

  • ფილიალში რეგისტრაცია - საჭიროა ფილიალში შეავსოთ განაცხადი და მიიღოთ ინტერნეტბანკში სამუშაოდ საჭირო მომხმარებლის სახელი (User Name) და პაროლი; 
  • ონლაინ რეგისტრაცია - ინტერნეტბანკის ონლაინ რეგისტრაციისთვის აუცილებელია, შეხვიდეთ მისამართზე www.tbconline.ge  და აირჩიოთ ღილაკი „ონლაინ რეგისტრაცია".  რეგისტრაცია 4 საფეხურისგან შედგება და სულ რამდენიმე წუთს წაგართმევთ. ონლაინ რეგისტრაციისთვის საჭიროა თქვენი მობილურის ნომერი ან ელ ფოსტა დაფიქსირებული გქონდეთ ბანკში.

 

როგორ უნდა შევიდე ინტერნეტბანკის სისტემაში?
ამისთვის უნდა შეხვიდეთ მისამართზე www.tbconline.ge  და ჩაწეროთ შესაბამის ველებში თქვენი ინტერნეტბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი.

 

როგორ გამოვიყენო ინტერნეტბანკის დახმარება?
არსებობს რამოდენიმე დახმარების საშუალება:

  • დახმარება - ინტერნეტბანკში ნებისმიერი ოპერაციის შესრულებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ დახმარება. დახმარების ღილაკზე დაჭერის დროს, გამოსულ კითხვის ნიშნებთან კურსორის მიტანისას, მიიღებთ შესაბამის ინსტრუქციას.
  • ინტერაქტიული დემო - გთხოვთ, შებრძანდეთ მისამართზე  www.tbconline.ge, დააჭიროთ ღილაკს „ვიდეო ინსტრუქცია", ახლადგახსნილ გვერდზე აირჩიოთ „ინტერაქტიული დემო" და გამოცადეთ ინტერნეტბანკის ფუნქციათა უმრავლესობა და ისწავლეთ მათი მოხმარება ყველაზე მარტივი და სახალისო გზით.
  • ვიდეო ინსტრუქცია - გთხოვთ, შებრძანდეთ მისამართზე  www.tbconline.ge, დააჭიროთ ღილაკს „ვიდეო ინსტრუქცია", ახლადგახსნილ გვერდზე აირჩიოთ „ვიდეო ინსტრუქცია", სადაც ვიზუალურად ნახავთ, თუ როგორ არის შესაძლებელი, ამა თუ იმ ოპერაციის შესრულება ინტერნეტბანკში. 
  • ხშირად დასმული კითხვები - გთხოვთ, შებრძანდეთ მისამართზე  www.tbconline.ge, დააჭიროთ ღილაკს „ვიდეო ინსტრუქცია", ახლადგახსნილ გვერდზე აირჩიოთ „ხშირად დასმული კითხვები" და მიიღეთ ამომწურავი პასუხები ინტერნეტბანკის მოხმარებისას გაჩენილ კითხვებზე.

 

სერტიფიკაციის რა დონეები არსებობს ინტერნეტბანკში და განსხვავებაა მათ შორის?

თიბისი ბანკის ინტერნეტბანკში არსებობს სამი უსაფრთხოების დონე, ანუ სერტიფიკაციის მეთოდი - საბაზისო, საშუალო და მაღალი. არჩევანი, თუ რომლის გამოყენება გსურთ, შესაძლებელია თქვენ თავად გააკეთოთ ინტერნეტბანკში, პერსონალური პარამეტრებიდან.
სერტიფიკაციის დონეებს შორის ძირითადი განსხვავება ისაა, რომ საბაზისო დონის შემთხვევაში სერტიფიკაციისას გამოიყენება სტატიკური სატელეფონო კოდი, ხოლო საშუალო და მაღალი დონის შემთხვევაში გამოიყენება ერთჯერადი კოდი, რომელიც გენერირდება ყოველი ახალი მოთხოვნისას.
საშუალო დონის სერტიფიკაციის მეთოდში გამოიყენება SMS კოდი. ეს არის ერთჯერადი კოდი, რომელიც იგზავნება თქვენს მობილურ ტელეფონზე.
უსაფრთხოების ყველაზე მაღალი დონის შემთხვევაში, ერთჯერადი კოდი გენერირდება დიჯიპასის ან მობილურ ტელეფონში არსებული სპეციალური აპლიკაციის საშუალებით. მობილური ვერსიის ჩამოტვირთვა შესაძლებელია App Store-იდან iPhone-ებისთვის და Google Play-დან Android-ებისთვის. აპლიკაციის სახელია TBC Digipass.
საბაზისო და საშუალო დონეს შედარებით დაბალი ტრანზაქციის ლიმიტები გააჩნია. ულიმიტო ოპერაციების წარმოება შესაძლებელია მხოლოდ დიჯიპასის გამოყენებით.

როგორ დავრეგისტრირდე ან განვაახლო პაროლი?

ონლაინ რეგისტრაცია

დარეგისტრირდით ონლაინ სახლიდან გაუსვლელად.

(+995 32) 227 27 27

დაგვირეკეთ 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ან დაგვიტოვეთ თქვენი ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით.

ეწვიეთ ფილიალს

დარეგისტრირდით უახლოეს ფილიალში.
დარეგისტრირდით
დამირეკეთ
მოძებნეთ
გმადლობთ დაკავშირებისთვის
ჩვენ დაგირეკავთ მაქსიმალურად სწრაფად
$Apply_notification_title.getData()
$Apply_notification_text.getData()