თიბისის მობაილბანკში უკვე სხვა ბანკების ანგარიშების დამატებაა შესაძლებელი

 

აქ. ახლა თიბისი ცხოვრების გასამარტივებლად კიდევ ერთ ტექნოლოგიურ სიახლეს - ღია ბანკინგს გთავაზობს. ღია ბანკინკის ფუნქციონალი თიბისის მობაილბანკს დაემატა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან შეგიძლია ყველა ბანკის ანგარიშის ნახვა და კონტროლი უკვე ერთი სივრციდან. ღია ბანკინგის მიზანი, მასში ჩართული ყველა მხარისთვის ჯანსაღი, კონკურენტული და უსაფრთხო ფინანსური ინფრასტრუქტურის შექმნაა.

 

ღია ბანკინგის ფუნქციონალის გააქტიურებით, შესაძლებლობა გექნება ერთ სივრცეში, თიბისის მობაილბანკის აპლიკაციაში დაამატო ნებისმიერი ბანკის ანგარიში, უკეთ მართო და აკონტროლო ფინანსები და დაზოგო დრო. ეს განახლება პირველ ეტაპზე ხელმისაწვდომი იქნება ფიზიკური პირებისთვის რომლებიც სხვადასხვა ბანკის ანგარიშით სარგებლობენ.

 

სიახლე დაგეხმარება, ყველა ანგარიშზე არსებული თანხის უფრო ეფექტიანად მართვაში, ასევე, ხარჯებისა და ფინანსების უკეთ დაგეგმვასა და კონტროლში. ღია ბანკინგის მომდევნო განახლება კი შესაძლებელს გახდის ტრანზაქციის შესრულებას, თიბისის მობაილბანკში დამატებული ნებისმიერი ანგარიშიდან.  ღია ბანკინგი არის განვითარების შესაძლებლობა, რომელიც საფინანსო სივრცეს მაღალტექნოლოგიურ სტანდარტებთან კიდევ უფრო დააახლოვებს.