თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები
ჩვენ შესახებ
სამეთვალყურეო საბჭო
  • არნე ბერგრენი

    თავმჯდომარე

    ბანკს შემოუერთდა 2019 წლის აგვისტოში

    თავმჯდომარედ დაინიშნა 2021 წლის 1 მარტს

    გამოცდილება
    • საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა და მთავრობების კონსულტირება
    • დიდი ბრიტანეთის სხვა ბანკების საბჭოს წევრობა და კომიტეტის თავმჯდომარეობა
    • საინვესტიციო საბანკო საქმიანობა და წამყვანი ბანკების რესტრუქტურიზაცია • სტრატეგიული დაგეგმვა და განხორციელება

    არნე 25 წელზე მეტია, რაც ფინანსური მომსახურების სფეროში მუშაობს. ეკავა მმართველობითი და საკონსულტაციო პოზიციები ისეთ ფინანსურ ინსტიტუტებში*, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF), მსოფლიო ბანკი, შვედეთის ბანკი, კარნეგის საინვესტიციო ბანკი, შვედეთის ფინანსთა სამინისტრო და ბანკების მხარდაჭერის ორგანო. წამყვანი როლი ეკავა შვედეთის საბანკო კრიზისის მოგვარებაში 1991-1993 წლებში. აზიის კრიზისის დროს, პრობლემური აქტივების მართვაში დაეხმარა ფინანსური რესტრუქტურიზაციის ორგანოს (FRA) ტაილანდში, ფინანსური მომსახურების კომისიასა და კორეის აქტივების მართვის კორპორაციას (FSC/KAMCO) სამხრეთ კორეაში. კარიერის მანძილზე, მუშაობდა ასევე აღმასრულებელ დირექტორად ფინანსური სფეროს მიღმა და დამოუკიდებელ არააღმასრულებელ დირექტორად აქტივების მართვის თურქულ კომპანიაში - LBT Varlik Yonetim და სლოვენიურ საბანკო აქტივების მართვის კომპანიაში - DUBT Ltd.

    მიმდინარე გარე არააღმასრულებელი თანამდებობები
    • ,,Hosting innovation AB" დირექტორთა საბჭოს წევრი
    კომიტეტის წევრობა
    • კორპორაციული მართვისა და ნომინაციის კომიტეტი (თავმჯდომარე)
    • ანაზღაურების კომიტეტი

    სრულად ნახვა დახურვა
  • ცირა კემულარია

    საბჭოს უფროსი დამოუკიდებელი წევრი

    ბანკს შემოუერთდა 2018 წლის სექტემბერში

    უფროს დამოუკიდებელ წევრად დაინიშნა 2021 წლის 15 სექტემბერს

    გამოცდილება
    • 23 წელზე მეტი ხნის გამოცდილება ენერგეტიკისა და ნავთობქიმიკატების ინდუსტრიაში, მათ შორის - რეგულირებად სასაქონლო ვაჭრობასა და ფინანსურ მომსახურებაში
    • დირექტორთა ინსტიტუტის დიპლომირებული დირექტორი (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი)
    • ბრიტანულ-ქართული საზოგადოების ყოფილი წევრი და ბრიტანეთში ქართული სათვისტომოს ყოფილი თავმჯდომარე
    • ექსპერტიზა ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების მართვაში

    ცირა სხვადასხვა როლს ასრულებდა სასაქონლო სავაჭრო კომპანიების საბაზრო რისკის მართვაში, როგორც Dynegy Inc.-ში აშშ-ში, ასევე Shell International Trading & Shipping Ltd-ში (STASCO) დიდ ბრიტანეთში. 2005-2016 წლებში, იკავებდა მმართველ პოზიციებს შერწყმა-შესყიდვისა და კომერციული ფინანსების, ხაზინის, ვაჭრობისა და მომარაგების განხრით დიდი ბრიტანეთში, მოსკოვსა და ბარბადოსში. 2016-2019 წლებში, იყო ლონდონში დაფუძნებული Shell International Ltd-ში, პენსიების სტრატეგიისა და სტანდარტების ჯგუფის ხელმძღვანელი. 2019 წლიდან, მართავს შიდა აუდიტსა და გამოძიებას Shell-ის გლობალური ვაჭრობისა და მომარაგების ორგანიზაციაში, რომელიც მსოფლიოში უმსხვილეს სასაქონლო ვაჭრობისა და მომარაგების ბიზნესს წარმოადგენს.

    მიმდინარე გარე არააღმასრულებელი თანამდებობები
    • ,,Ltd Shell International" გლობალური კორპორატიული სეგმენტის ვიცე-პრეზიდენტი და ინგლისში ,,SHELL" -ის ფინანსური დირექტორი
    კომიტეტის წევრობა და ფუნქციები საბჭოში
    • აუდიტის კომიტეტი
    • კორპორაციული მართვის და ნომინაციის კომიტეტი
    • უფროსი დამოუკიდებელი დირექტორი
    • ანაზღაურების კომიტეტი

    სრულად ნახვა დახურვა
  • ერან კლაინი

    საბჭოს დამოუკიდებელი წევრი

    ბანკს შემოუერთდა 2021 წლის ივნისში
    გამოცდილება
    • ფართო გამოცდილება საბანკო, საკრედიტო, კაპიტალის ბაზარზე და იურიდიულ საკითხებში
    • მნიშვნელოვანი გამოცდილება რისკების, კორპორატიული მმართველობის, სტრატეგიისა და სტრუქტურირების მიმართულებით
    • გამოცდილება განვითარებადი ბაზრების საბანკო საქმეების წარმოებასა და დაინტერესებული მხარეების მართვაში
    • შესაბამისი გამოცდილება ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების მართვაში

    ერანი გამოცდილი საერთაშორისო ბანკირი და იურისტია, რომელიც ორი ათწლეულის განმავლობაში ისეთ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებში მუშაობდა, როგორიცაა Commerzbank, Citibank, ING Financial Markets და Deutsche Bank, როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ბაზრებზე. მან სიღრმისეული ცოდნა დააგროვა კაპიტალის ბაზრების, მცირე და საშუალო საწარმოების, საცალო დაკრედიტების, კორპორატიული მმართველობის, ლიკვიდურობის და საბალანსო ანგარიშების მართვის, ასევე რისკების მართვის, აუდიტისა და სტრატეგიული პროექტების მიმართულებით. ამჟამად, ბატონი კლაინი უკრაინაში ყველაზე დიდი ბანკის - პრივატ ბანკის დამოუკიდებელი არააღმასრულებელი დირექტორი და რისკების მართვის კომიტეტის თავმჯდომარეა.

    მიმდინარე გარე არააღმასრულებელი თანამდებობები
    •,,Chapter Zero Ukraine, Caucasus" დირექტორთა საბჭოს წევრი
    • ,,Chapter Zero Uzbekistan" მრჩეველთა საბჭოს წევრი

    კომიტეტის წევრობა
    • გარემოსდაცვითი/სოციალური/მმართველობითი (ESG) და ეთიკის კომიტეტი (თავმჯდომარე)
    • ტექნოლოგიებისა და მონაცემთა კომიტეტი
    • რისკების კომიტეტი

    სრულად ნახვა დახურვა
  • პერ ანდერს ფასტი

    საბჭოს დამოუკიდებელი წევრი

    ბანკს შემოუერთდა 2021 წლის ივლისში

    გამოცდილება
    • წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებში გენერალური დირექტორისა და აღმასრულებელ პოზიციებზე მუშაობის 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება
    • დამოუკიდებელ არააღმასრულებელ დირექტორად მუშაობის 30 წელზე მეტი გამოცდილება
    • საბირჟო კომპანიების მართვის, ლიდერობისა და სტრატეგიული საკონსულტაციო უნარები
    • შესაბამისი გამოცდილება ევროპის მასშტაბით, ფინანსური საინფორმაციო ტექნოლოგიებისა (Fintech) და საკრედიტო მენეჯმენტის ინდუსტრიაში
    • შესაბამისი გამოცდილება ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების მართვაში

    პერ ანდერსი 20 წელია, რაც ჩრდილოეთ ევროპის წამყვანი ბანკის SEB-ის უფროსი აღმასრულებელი დირექტორია და SBAB ბანკის, Hoist Finance-სა და European Resolution Capital-ის გენერალური დირექტორია. პერ ანდერსს აქვს ღრმა სტრატეგიული საკონსულტაციო გამოცდილება, როგორც უმაღლესი დონის კონსულტანტს McKinsey & Company-სა და QVARTZ-ში (ახლა Bain & Company) 10 წლის განმავლობაში. ის რამდენიმე ფინანსური ინსტიტუტის არააღმასრულებელი დირექტორი იყო სკანდინავიასა და საბერძნეთში. იყო Piraeus Bank S.A.-ის (საბერძნეთის წამყვანი ბანკის) საბჭოს წევრი. გარდა ამისა, მას ფართო პროფესიული გამოცდილება აქვს სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, გერმანიაში, ლუქსემბურგში, სლოვენიაში, დიდ ბრიტანეთსა და უკრაინაში, სადაც იყო მსოფლიო ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს მრჩეველი.

    მიმდინარე გარე არააღმასრულებელი თანამდებობები
    • ,,Lyra Financial Wealth AB", დირექტორთა საბჭოს დავმჯდომარე
    • ,,Atle Investment Management/Services AB", დირექტორთა საბჭოს წევრი
    • ,,JSB Ukrgasbank", დირექტორთა საბჭოს წევრი

    კომიტეტის წევრობა
    • აუდიტის კომიტეტი (თავმჯდომარე)
    • რისკების კომიტეტი

    • ანაზღაურების კომიტეტი
    სრულად ნახვა დახურვა
  • ტიმიოს კირიაკოპულოსი

    საბჭოს დამოუკიდებელი წევრი

    ბანკს შემოუერთდა 2021 წლის ივლისში
    გამოცდილება
    • ინვესტორი, პორტფელის მენეჯერი, რისკის გამწევი და ბალანსის დამგეგმავი
    • ბალანსის რისკების შემცირება, საოპერაციო და მმართველობის რესტრუქტურიზაციის ფართო გამოცდილება
    • ტრანსფორმაციის ლიდერობა და კრიზისის მართვა სისტემურ ბანკებსა და ფინტექში
    • ფინანსური, რისკების და აქტივების მართვის საკონსულტაციო უნარები კომპანიებისა და სამთავრობო უწყებებისთვის

    ტიმიოსი საერთაშორისო გამოცდილების მქონე საბანკო მენეჯერია, რომელიც სპეციალიზირებულია ოპერაციული ტრანსფორმაციის, ბალანსის და რისკების მართვის, ფინანსური ინჟინერიისა და პორტფელის მართვის სფეროებში. ის აქტივების მართვის ბერძნული კორპორაციის, საბერძნეთის აქტივების სუვერენული ფონდის საბჭოს წევრი და საინვესტიციო და რისკების კომიტეტის თავმჯდომარეა. მანამდე იყო Piraeus Bank S.A-ის (ბირჟაზე არსბეული საბერძნეთის წამყვანი ბანკი) აღმასრულებელი გენერალური მენეჯერი და რისკების მართვის დირექტორი, ასევე იყო კორპორაცია Goldman Sachs-ის მმართველი დირექტორი ფიქსირებული შემოსავლის ვალუტისა და საქონლით ვაჭრობის მიმართულებით, და მუშაობდა Insurtech-ის, Fintech-ის, ფინანსური მომსახურებისა და მართვის საკონსულტაციო კომპანიების საბჭოებში და იკავებდა აღმასრულებელ პოზიციებს.

    მიმდინარე გარე არააღმასრულებელი თანამდებობები
    • ,,Hellenic Corporation Of Assets And Participations", დირექტორთა საბჭოს წევრი
    • ,,Atica Bank", დირექტორთა საბჭოს წევრი

    კომიტეტის წევრობა
    • რისკების კომიტეტი (თავმჯდომარე)
    • აუდიტის კომიტეტი
    • ტექნოლოგიებისა და მონაცემთა კომიტეტი

    სრულად ნახვა დახურვა
  • ნინო სუქნიძე

    საბჭოს დამოუკიდებელი წევრი

    ბანკს შემოუერთდა 2021 წლის ნოემბერში

    გამოცდილება
    • ფინანსური მომსახურების სიღრმისეული ცოდნა, როგორც წამყვანი იურიდიული მრჩეველის ფართო გამოცდილება ფინანსური სექტორის ტრანზაქციებში
    • მმართველობითი, მარეგულირებელი და რისკების მართვის გამოცდილება, მათ შორის ლონდონის საფონდო ბირჟაზე არსებულ კომპანიაში
    • კომპანიების კონსულტირება სხვადასხვა სექტორში - ტელეკომუნიკაციების, ფარმაცევტული პროდუქტების, ენერგეტიკისა და კომერციის ჩათვლით.

    ნინო არის ბიზნეს იურისტი, 20 წელზე მეტი გამოცდილებით სხვადასხვა სფეროში, მათ შორის საბანკო, საფინანსო, კორპორატიული, მარეგულირებელი, კონკურენციისა და კაპიტალის ბაზრების ჩათვლით. ამჟამად, იურიდიული ფირმა შპს "სუქნიძე და პარტნიორების" მმართველი პარტნიორია. 2017-2020 წლებში მუშაობდა სს საქართველოს ბანკში მთავარი მრჩევლის თანამდებობაზე. ბანკში მუშაობამდე, 11 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა პოზიციებს საერთაშორისო იურიდიული ფირმების Dentons და DLA Piper-ის საქართველოს წარმომადგენლობებში.

    მიმდინარე გარე არააღმასრულებელი თანამდებობები
    • საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საპატიო ვიცე-პრეზიდენტი
    • ,,Care Caucasus" საბჭოს წევრი საქართველოში

    კომიტეტის წევრობა
    • აუდიტის კომიტეტი
    • კორპორაციული მართვისა და ნომინაციის კომიტეტი
    • არააღმასრულებელი დირექტორი სამუშაო ძალის ჩართულობისთვის

    სრულად ნახვა დახურვა
  • რაჯივ სოუნი

    საბჭოს დამოუკიდებელი წევრი

    ბანკს შემოუერთდა 2021 წლის ნოემბერში

    გამოცდილება
    • გლობალური კორპორატიული ლიდერობის ფართო გამოცდილება 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში
    • მნიშვნელოვანი საკონსულტაციო და აღმასრულებელი გამოცდილება ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების კომპანიებისთვის
    • ფართო გამოცდილება პერსონალის მენეჯმენტში
    • ექსპერტიზა ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების მართვაში

    რაჯივ სოუნის კორპორაციული განვითარების მიმართულებით, კერძოდ - ციფრულ ტექნოლოგიებში, აღმასრულებელ პოზიციებზე მუშაობის 40 წლიანი გამოცდილება აქვს. მუშაობდა მრეწველობის სხვადასხვა დარგში ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და აზიაში. ამჟამად, ოქსფორდის უნივერსიტეტთან არსებული სამედიცინო მოწყობილობის შემქმნელი კომპანიის შპს Oxsight-ის აღმასრულებელი თავმჯდომარე და არა-აღმასრულებელი დირექტორია. ასევე, მუშაობდა როგორც შპს Zensar-ის გენერალური დირექტორის მთავარი მრჩეველი ბრიტანეთში და კიბერუსაფრთხოების კომპანიის - Garble Cloud Inc. - მრჩეველთა საბჭოს წევრი სილიკონ ველიში (აშშ). მანამდე, მდიდარი საოპერაციო გამოცდილება შეიძინა Hewlett Packard-ის HCL Technologies და Mphasis-ში პრეზიდენტად მუშაობისას.

    კომიტეტის წევრობა
    • ტექნოლოგიებისა და მონაცემთა კომიტეტი (თავმჯდომარე)
    • გარემოსდაცვითი/სოციალური/მმართველობითი (ESG) და ეთიკის კომიტეტი
    • კორპორაციული მართვისა და ნომინაციის კომიტეტი

    სრულად ნახვა დახურვა