სულ ნაპოვნია 0 შეთავაზება

აქცია
დარჩა 4 კვირა

თიბისი შენი ერთგული

აპრილის თვის აქცია

დაისვენე Lopota Lake Resort & Spa-ში 400 ქულად

აიღე ერთგული ბარათი

დაისვენე ლენდსქეიფს ყაზბეგში 120 ქულად

დაისვენე ზუზუმბო რეზორტი & სპაში 200 ქულად

25%-იანი ფასდაკლება პარკ ჰოტელში

25%-იანი ფასდაკლება რადისონ ქოლექშენში

დაისვენე ბანგურიანი მესტიაში 100 ქულად

დაისვენე ჯორჯია პალასში 160 ქულად

რა არის ერთგული?

ერთგული თიბისის ლოიალობის პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც ერთგული ქულებს ნებისმიერი ბარათით აგროვებ.

თუ გაქვს თიბისის ნაკრები ან სახელფასო ბარათი, შენ ავტომატურად ერთგული ხარ და სარგებლობ:
- სპეციალური ერთგული შეთავაზებებით, რომ უფრო მეტი ქულა დააგროვო
- ფასდაკლებებით, პარტნიორ ობიექტებში ერთგული ქულებით გადახდისას

დაგროვება
რაც მეტჯერ იხდი თიბისის ბარათით, მეტს აგროვებ.
თუ ბარათით გადახდებთან ერთად თიბისის სხვა პროდუქტებსაც იყენებ (ნაკრები/ვადიანიანაბარი/სესხი), მეტს აგროვებ.
შენი აქტიურობა და ყოველთვიური ტრანზაქციების რაოდენობა განაპირობებს დარიცხვის რომელ ეტაპზე ხარ. ეტაპები ციფრულ ბანკში გულების სახით გამოგიჩნდება.
დარიცხვის ეტაპები
სტანდარტულად სამი დარიცხვის ეტაპი გაქვს. ხოლო, თუ კონცეპტ კლიენტი ხარ და თვეში 40 ტრანზაქციაზე მეტს ასრულებ, გემატება დარიცხვის მეოთხე ეტაპიც.

ერთგულის საკრედიტო ბარათზე დარიცხვის სისტემა უცვლელია, და მასზე არ ვრცელდება ეტაპები. საკრედიტო ბარათით ყოველი გადახდისას გერიცხება 0.5% დან 11%-მდე ერთგული ქულა - საკრედიტო ბარათის ტიპის მიხედვით.
გახსოვდეს
- გადახდაში გეთვლება მხოლოდ თიბისის ტერმინალზე ან თიბისი ონლაინ გადახდის სისტემაში გატარებული ტრანზაქცია.

- მომდევნო ეტაპზე გადაინაცვლებ მისიების შესრულებისთანავე. ეტაპის შენარჩუება ან მომდევნოზე გადასვლა დამოკიდებულია შენს აქტიურობაზე. უმოქმედობის შემთხვევაში იგივე ეტაპს შეინარჩუნებ 1 თვის განმავლობაში.

თვეში გაქვს 25-მდე ბარათით გადახდა

ქულა გერიცხება მხოლოდ შეთავაზებების ფარგლებში

თვეში 25-ზე მეტი ბარათით გადახდა

ბარათით ყოველ გადახდაზე გერიცხება

0.5%-დან 3%-მდე ერთგული ქულა

თვეში გაქვს 30-ზე მეტი ბარათით გადახდა და სესხი/ვადიანი ანაბარი

ბარათით ყოველ გადახდაზე გერიცხება

0.5%-დან 4%-მდე ერთგული ქულა

იყენებ კონცეპტ ნაკრებს, გაქვს 40-ზე მეტი ბარათით გადახდა და სესხი/ვადიანი ანაბარი

ბარათით ყოველ გადახდაზე გერიცხება

0.5%-დან 5%-მდე ერთგული ქულა

როგორ გავიგო რამდენი ქულა მაქვს, ან რომელ ეტაპზე ვარ?

ერთგული, ახლა სრულად შენს ციფრულ ბანკშია. იქ შეძლებ შეამოწმო ქულების ბალანსი, ნახო რომელ ეტაპზე ხარ და რამდენი გადახდა დაგრჩა შესასრულებელი ახალ ეტაპზე გადასასვლელად.
ციფრული ბანკიდან ასევე შეძლებ თვალ-ყური ადევნო ერთგულ შეთავაზებებს .

როგორ გადავიხადო ერთგული ქულებით?

ერთგული ქულების დახარჯვა პარტნიორ ობიექტებში ნებისმიერ დროს შეგიძლია. ქულებით ნივთის შესაძენად, გადახდა ციფრული ბანკის აპლიკაციით უნდა განახორციელო, რაც ძალიან მარტივი პროცესია.

1. გახსენი ციფრული ბანკის აპლიკაცია
2. დააჭირე QR ნიშანს ზედა მარჯვენა კუთხეში
3. დაასკაენერე POS ტერმინალის ეკრანზე ამონათებული QR კოდი
4. გადახდის მეთოდებში აარჩიე ერთგული ქულებით გადახდა

როგორ ვისარგებლო ერთგული შეთავაზებებით?

ერთგული ქულები გროვდება ყველგან სადაც თიბისის ტერმინალია. ერთგულის 300-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში, ნებისმიერ გადახდაზე, უფრო მეტს აგროვებ ვიდრე არაპარტნიორ ობიექტებში.
ერთგული მუდმივად გთავაზობს აქციებს, რომ უფრო სწრაფად დააგროვო ქულები და ფასდაკლებებს ქულებით შეძენაზე. არ გამოტოვო, ერთგული შეთავაზებები შენს ციფრულ ბანკსა და ერთგულის ფეისბუქ გვერდზე, რადგან პარტნიორ ობიექტში შეთავაზების პერიოდში განხორციელებულ ტრაზაქციაზე, შეძლებ მეტი ქულა დააგროვო გადახდისას.

კატეგორიები

გაეცანი კატეგორიებს და ისარგებლე მრავალფეროვანი შეთავაზებებით 300-ზე მეტ პარტნიორ კომპანიაში.

Category Icon Category Icon Category Icon Category Icon Category Icon Category Icon Category Icon Category Icon Category Icon Category Icon Category Icon Category Icon
close icon search icon arrow