როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს

ჩვენი მიზანია, გაგაცნოთ, როგორ ამუშავებს და იყენებს სს თიბისი ბანკი თქვენს პერსონალურ მონაცემებს. წინამდებარე დოკუმენტში განვმარტავთ პრინციპებს, რომლითაც ვხელმძღვანელობთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას, ასევე იმ საკითხებსაც, როგორ გიცავთ კანონი. გაგაცნობთ, რომელ პერსონალურ მონაცემებს აგროვებს ბანკი თქვენ შესახებ, როდესაც  ჩვენი კლიენტი ხდებით და როგორ ხდება ამ მონაცემების გამოყენება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

ჩვენი დაპირება პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ

ჩვენ, თიბისი ბანკი, გპირდებით, რომ:

  • დავიცავთ თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას;
  • არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს უკანონოდ;
  • თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, მოგაწვდით სრულ და დეტალურ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.

 

ვინ ვართ ჩვენ

სს თიბისი ბანკი - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული კომერციული ბანკი.

საიდენტიფიკაციო კოდი: 204854595

იურიდიული მისამართი: კ. მარჯანიშვილის ქ. №7, ჩუღურეთის რაიონი, თბილისი, საქართველო

ჩვენს შესახებ მეტი იხ. ვებგვერდზე.

 

როგორ გიცავთ კანონი

ჩვენს დაპირებასთან ერთად თქვენს დაცულობას უზრუნველყოფს საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ". კანონმდებლობის თანახმად, თქვენ უფლება გაქვთ მოგვთხოვოთ ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.

თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, ბანკი ვალდებული იქნება მოგაწოდოთ აღნიშნული ინფორმაცია. ჩვენ უფლება გვაქვს გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური მონაცემები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს კონკრეტული სახელშეკრულებო ან/და კანონისმიერი  საფუძველი.

ბანკს აქვს თქვენი მონაცემების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი, რაც ასევე მოიცავს საქმიან ურთიერთობასთან დაკავშირებულ  ან/და კომერციულ მიზნებს. მნიშვნელოვანია, რომ ბანკის მიერ თქვენი მონაცემების დამუშავება არ არის თქვენთვის ზიანის მომტანი. არასრულწლოვანის პერსონალური მონაცემების დამუშავება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით არის შესაძლებელი. ქვემოთ წარმოდგენილია თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები:

რისთვის ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს

ჩვენი ლეგიტიმური ინტერესები

სამართლებრივი საფუძველი

თქვენთან ურთიერთობისთვის;

მონაცემთა განახლება, თქვენთვის საინტერსო პროდუქტების და მომსახურების იდენტიფიცირება და თქვენთვის შესაბამისი ინფორმაციის მოწოდება;

 

პროდუქტების და მომსახურების განვითარება;

 

კლიენტების ფოკუსჯგუფის განსაზღვრა ახალი პროდუქტების და მომსახურების შეთავაზების მიზნით;

 

ჩვენი კანონისმიერი მოვალეობების ეფექტურად შესრულება;

თქვენი თანხმობა;

 

სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება;

 

 

ჩვენი კანონისმიერი ინტერესები;

 

ჩვენი კანონისმიერი ვალდებულება;

 

თქვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, თანამშრომლობის ახალი გზების შესამუშავებლად და ჩვენი ბიზნესის განსავითარებლად;

მარკეტინგული აქტივობების შესამუშავებლად და განსახორციელებლად;

იმის შესასწავლად, როგორ იყენებენ კლიენტები ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებას;

პროდუქტების და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა კვლევის ჩასატარებლად;

ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებასთან დაკავშირებით რჩევებისა თუ რეკომენდაციების მისაღებად;

ჩვენი ბრენდების, პროდუქტების და მომსახურების განსავითარებლად/ სამართავად;

პროდუქტებისა და მომსახურების მისაწოდებლად;

 

ჩვენი კანონისმიერი მოვალეობების და სახელშეკრულებო ვალდებულებების ეფექტურად შესრულება;

ჩვენთვის რელევანტურ რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

 

თქვენი თანხმობა;

 

სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება;

 

ჩვენი კანონისმიერი ინტერესები;

 

ჩვენი კანონისმიერი ვალდებულება;

 

კლიენტების გადახდების განსახორციელებლად და სამართავად;

კლიენტების ანგარიშებზე საკომისიოებისა და სხვა საპროცენტო სარგებლის სამართავად;

სახაზინო და საინვესტიციო პროდუქტების და მომსახურების სამართავად და მისაწოდებლად;

ფინანსური დანაშაულის გამოსავლენად, გამოსაძიებლად, ანგარიშგებისა და პრევენციისთვის;

ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების შემუშავება და გაუმჯობესება, ასევე, ამ თვალსაზრისით, კანონისმიერი  მოვალეობების შესრულება;

ჩვენი კანონისმიერი ინტერესები;

 

ჩვენი კანონისმიერი ვალდებულება;

 

ჩვენი და ჩვენი კლიენტების რისკების სამართავად;

ჩვენთვის რელევანტური კანონების და რეგულაციების შესასრულებლად;

საჩივრებზე რეაგირების მოსახდენად და მათი მოგვარების გზების მოსაძიებლად;

ჩვენი ბიზნესის ეფექტიანად და მართებულად წარსამართავად, რაც მოიცავს ჩვენი ფინანსური პოზიციის, ბიზნესშესაძლებლობის, დაგეგმვის, კომუნიკაციების, კორპორატიული მმართველობისა და აუდიტის მართვას;

ჩვენთვის რელევანტურ რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

ჩვენი კანონისმიერი მოვალეობების და სახელშეკრულებო ვალდებულებების ეფექტურად შესრულება;

ჩვენი კანონისმიერი ინტერესები;

 

ჩვენი კანონისმიერი ვალდებულება;

 

ხელშეკრულებით ნაკისრი უფლებების და ვალდებულებების განსახორციელებლად.

სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება.

სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება;

 

ჩვენი კანონისმიერი ინტერესები;

 

ჩვენი კანონისმიერი ვალდებულება.

 

 

 

პერსონალური მონაცემების ჯგუფები

ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა ტიპის პერსონალურ ინფორმაციას, რომელსაც შემდეგნაირად ვაჯგუფებთ:

პერსონალური მონაცემების ტიპები

აღწერა

ფინანსური

თქვენი ფინანსური მდგომარეობა, სტატუსი და ფინანსური საქმიანობის ისტორია, მათ შორის, შესრულებული ტრანზაქციების ინფორმაცია (ქცევა), საკრედიტო ისტორია, კრედიტუნარიანობა, თქვენი ფინანსური პროდუქტები თიბისი ბანკში, ვადაგადაცილებები, ინფორმაცია თქვენი შემოსავლის შესახებ.  

საკონტაქტო

საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია.

სოციოდემოგრაფიული

ინფორმაცია თქვენი სამსახურის/ პროფესიის, ასევე, თქვენი მოქალაქეობის, განათლების შესახებ; „ინფორმაცია სოციალური სტატუსის/ შემოსავლების შესახებ.

ტრანზაქციასთან დაკავშირებული

თქვენს ანგარიშებთან დაკავშირებული ინფორმაცია, როგორიცაა თქვენი საბანკო ანგარიშის ნომერი; თქვენს ანგარიშებზე განხორციელებული შემოსავალი/გასავალი; თქვენი ანგარიშებიდან განხორციელებული გადახდები/გადარიცხვები; როდის და სად განხორციელდა აღნიშნული ტრანზაქციები.

სახელშეკრულებო

დეტალური ინფორმაცია ჩვენ მიერ თქვენთვის მიწოდებული პროდუქტების და გაწეული მომსახურების შესახებ.

ლოკაციასთან დაკავშირებული

მონაცემები თქვენს ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, რომლებიც შესაძლოა ბანკმა მოიპოვოს თქვენი მობილური ტელეფონის საშუალებით, კომპიუტერის ინტერნეტში ჩართვის მისამართიდან, ან იმ ობიექტის ადგილმდებარეობიდან, სადაც თქვენი ბარათის საშუალებით ახორციელებთ საბანკო ოპერაციებს.

 ქცევითი მონაცემები

დეტალები იმის შესახებ, როგორ იყენებთ ჩვენს პროდუექტებსა თუ მომსახურებას.

ტექნოლოგიური

 

ტექნიკა/მოწყობილობების შესახებ ინფორმაცია,რომლებსაც იყენებთ ჩვენი პროდუქტებით/სერვისებით სარგებლობისას.

 

ღია წვდომის მონაცემები და საჯარო ჩანაწერები

საჯარო წყაროებში  თქვენ შესახებ არსებული ინფორმაცია, მათ შორის, საჯარო საარჩევნო სიებში არსებული ინფორმაცია, ასევე, სხვა ინფორმაცია, რომელიც ინტერნეტში კანონიერად არის ხელმისაწვდომი.

საკომუნიკაციო

ინფორმაცია თქვენ შესახებ, რომელსაც ბანკი მოიპოვებს როგორც მატერიალური ფორმის, ასევე ელექტრონული წერილებიდან, სატელეფონო და სხვა სახის საკომუნიკაციო არხებიდან.

სოციალურ ურთიერთობებთან დაკავშირებული

ინფორმაცია თქვენი ოჯახის წევრების (ოჯახური მდგომარეობა, შვილები) და საკონტაქტო პირების შესახებ.

დოკუმენტური

სხვადასხვა ფორმატის დოკუმენტებსა და მათ ასლებში ასახული ინფორმაცია თქვენ შესახებ. ასეთ დოკუმენტებს მიეკუთვნება თქვენი პასპორტი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დაბადების მოწმობა, ავტომობილის მართვის მოწმობა და პიროვნების მაიდენტიფიცირებელი სხვა დოკუმენტი.

განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები (მათ შორის, ბიომეტრიული)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონისა და სხვა რეგულაციების მიხედვით, გარკვეული ტიპის მონაცემები განიხილება, როგორც განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაცია, რომლის დამუშავება შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი თანხმობის საფუძველზე ან თუ ასეთი დამუშავება ემსახურება კანონით მკაცრად განსაზღვრულ მიზანს. ამგვარი მონაცემებია:

· გენეტიკური და ბიომეტრიული მონაცემები (ხმის ბიომეტრიული მონაცემი, ქცევის ბიომეტრიული მახასიათებელი და ა.შ.);

· ჯანმრთელობის მდგომარეობასთან (მათ შორის, სქესთან) დაკავშირებული მონაცემები;

 

· ინფორმაცია ნასამართლობის, ადმინისტრაციული პატიმრობის, პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების, პირთან საპროცესო შეთანხმების დადების, განრიდების, დანაშაულის მსხვერპლად აღიარების ან დაზარალებულად ცნობის შესახებ.

პერსონალური მონაცემების ჯგუფები

ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა ტიპის პერსონალურ ინფორმაციას, რომელსაც შემდეგნაირად ვაჯგუფებთ:

 

თქვენი მონაცემების უსაფრთხოება მობაილ ან ინტერნეტბანკით სარგებლობისას

მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, თიბისი ბანკი უფლებამოსილია გააკონტროლოს კლიენტების ქცევა ბანკის ციფრული არხებით (მობაილ და ინტერნეტბანკით) სარგებლობისას. მონიტორინგი არ გულისხმობს პერსონალური / კონფიდენციალური / კომერციული ინფორმაციის შეგროვებას ან სხვაგვარად დამუშავებას. მონიტორინგის მიზანია არა მომხმარებელთა გამოვლენილი ქცევის ანალიზი, არამედ მათი ზოგადი აქტივობის შესწავლა.

თიბისის მობაილ და ინტერნეტბანკის გამოყენებისას თქვენი მოწყობილობის ID, მოდელი, ბრენდი, სახელი, OS ვერსია, ასევე, თიბისის აპლიკაციის ვერსია, ხელმისაწვდომი იქნება ისეთი პროგრამებისთვის, როგორებიცაა: Google analytics,  Xtremepush.com, WVO Facebook Pixel და Firebase.

მობაილბანკის გამოყენებისას, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ბანკი უფლებამოსილია დაამუშაოს ინფორმაცია თქვენს მობილურ მოწყობილობაში ჩატვირთული და თქვენ მიერ არჩეული სატელეფონო ნომრების შესახებ. ამასთან ერთად,  ამ ნომრების გამოყენება მოხდება მხოლოდ თქვენი ნებართვით და მხოლოდ სპეციფიკური დანიშნულებით.

 

 

წყაროები, საიდანაც მოვიპოვებთ პერსონალურ მონაცემებს

თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაციის მოპოვება შეგვიძლია ბანკისთვის თქვენ მიერ მოწოდებული და ქვემოთ ჩამოთვლილი წყაროებიდან. თქვენგან მონაცემებს ვიღებთ შემდეგ შემთხვევებში:

  • როდესაც ხდებით ჩვენი მომხმარებელი;
  • რეგისტრირდებით ჩვენს ონლაინსერვისებზე;
  • როდესაც იყენებთ ჩვენს პროდუქტებს  თუ მომსახურებებს;
  • გვესაუბრებით ტელეფონით ან განახორციელებთ ვიზიტს ჩვენს ფილიალში;
  • იყენებთ ჩვენს საიტს, მობილურ აპლიკაციას და ონლაინსაკონსულტაციო ფუნქციონალს (ონლაინჩეთს);
  • გვიგზავნით წერილებს ფოსტით ან ელ. ფოსტით;
  • ახორციელებთ საბანკო ტრანზაქციებს;
  • სარგებლობთ ღია ბანკინგის მომსახურებით;
  • სარგებლობთ საბანკო ან ბანკთან დაკავშირებული მომსახურებით;
  • თქვენს მონაცემებს ასევე ვაგროვებთ ისეთი ორგანიზაციებიდან, როგორებიცაა საჯარო რეესტრი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები, საკრედიტო სააგენტოები, სხვა ფინანსური ინსტიტუტები და საჯარო ორგანიზაციები.

 

„მზა ჩანაწერები" (Cookies)

ჩვენი საიტის მომხმარებელთა ქცევის მონიტორინგს ვახორციელებთ ე.წ. „მზა ჩანაწერების" (cookies-ის) საშუალებით იმისათვის, რომ ვიზიტორებს გავუადვილოთ საიტით სარგებლობა და გავაუმჯობესოთ მისი ხარისხი.

„მზა ჩანაწერები" მცირე ზომის ფაილებია, რომლებიც საიტზე ვიზიტისას ინახება მომხმარებლის კომპიუტერში, პლანშეტში ან მობილურ მოწყობილობაში. ისინი რჩება თქვენს მოწყობილობაში და საიტს უბრუნდება, როცა კვლავ იმავე მისამართს ეწვევით.

თუ გსურთ უკეთ გაიგოთ, როგორ ვიყენებთ „მზა ჩანაწერებს", ჩვენს საიტზე იხ. ჩვენი „მზა ჩანაწერების" პოლიტიკა.

 

თქვენი უფლებები

თქვენ შეგიძლიათ, მიიღოთ თქვენ შესახებ შემდეგი ინფორმაცია:

  • რა მონაცემებს ვამუშავებთ თქვენ შესახებ;
  • რა არის თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანი;
  • რა არის თქვენი მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
  • როგორ მუშავდებოდა თქვენი მონაცემები; 
  • ვისთვის მოხდა თქვენი მონაცემების გაზიარება;
  • მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.

თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ იმ მონაცემების ასლი, რომლებსაც ვამუშავებთ.

თქვენ გაქვთ კანონიერი უფლება მოითხოვოთ თქვენი მონაცემების ცვლილება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, თუ ის არის არასრული, არაზუსტი, მოძველებული ან უკანონო გზით მოპოვებული. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რამაც შესაძლოა არ მოგვცეს უფლება დაუყოვნებლივ წავშალოთ თქვენი პირადი მონაცემები. ასეთი ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის, საგადასახადო, კომერციული ბანკების საქმიანობის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობებიდან.

 

მესამე პირისგან მიღებული ინფორმაცია

ჩვენ გვაქვს უფლება, თქვენი მონაცემები გამოვითხოვოთ და მივიღოთ მესამე პირებისგან, მაგ., თიბისი ბანკის ჯგუფის წევრი კომპანიებისგან ან/და საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსგან, მათ ელექტრონულ ბაზაში დაცული როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ინფორმაცია და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან. ინფორმაციის გამოთხოვა ხდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად და, საჭიროების შემთხვევაში, თქვენი წინასწარი თანხმობის საფუძველზე.

 

ვის ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს

თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება დაგვჭირდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან ორგანიზაციებთან, რომლებმაც თქვენ მიერ შერჩეული პროდუქტი თუ მომსახურება უნდა მოგვაწოდონ, მაგალითად:   · თუ თქვენ გაქვთ ჩვენი კომპანიის სადებეტო, საკრედიტო და ანგარიშსწორების ბარათები, დეტალურ ინფორმაციას თქვენი ტრანზაქციის შესახებ მივაწვდით იმ კომპანიებს, რომლებიც გვეხმარებიან ამ მომსახურების მიწოდებაში (როგორებიცაა, მაგალითად, Visa და MasterCard).

  · თუ თქვენ დაზღვევას ჩვენი მეშვეობით ახორციელებთ, ჩვენ შესაძლოა თქვენი პერსონალური თუ ბიზნეს მონაცემები გადავცეთ სადაზღვევო კომპანიას და ნებისმიერ გადამზღვევს.

როცა ჩვენი ჩვეული საქმიანობის ფარგლებში ვიყენებთ მესამე მხარეების, სხვა პროვაიდერის მომსახურებას, შესაძლებელია დაგვჭირდეს მისთვის თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება კონკრეტული დავალებების შესასრულებლად. მომსახურების მომწოდებელ მესამე პირებთან თანამშრომლობის მაგალითებია:

  • ვებინსტრუმენტების ან/და აპლიკაციების დიზაინი, მიმდინარე საექსპლუატაციო მომსახურება;
  • IT სერვისის პროვაიდერები, რომლებსაც შეუძლიათ უზრუნველყონ აპლიკაციის ან ინფრასტრუქტურის (მაგ., cloud) სერვისები;
  • იურიდიული, აუდიტორული და სხვა პროფესიული მომსახურება, რომლებსაც გვაწვდიან იურისტები, ნოტარიუსები, მინდობილი პირები, აუდიტორული კომპანიები და სხვ.;
  • თაღლითობის და სხვა სახის დანაშაულისა თუ გადაცდომის გამოვლენა, მოკვლევა და პრევენცია, რასაც ახორციელებს სპეციალიზებული კომპანიები;
  • საბანკო/ფინანსური ოპერაციების (შეთანხმებების) განხორციელება (სატრასტო კომპანიების, ინვესტორების და კონსულტანტების დახმარებით).

ჩვენ ასევე შესაძლოა გავაზიაროთ თქვენი პერსონალური მონაცემები იმ შემთხვევაში, თუ ბანკის სტრუქტურა მომავალში შეიცვლება. მაგალითად:

  • შეიძლება ბანკმა გადაწყვიტოს, გაყიდოს ან გაასხვისოს საკუთარი აქტივები, ან განახორციელოს შერწყმის ოპერაცია.
  • თუ ზემოთ დასახელებული რომელიმე პროცესი განხორციელდება, ჩვენ შესაძლოა გავაზიაროთ თქვენი მონაცემები შესაბამის მხარესთან, თუმცა, ამ შემთხვევაში, ხსენებული მხარე, სავალდებულო წესით, წინასწარ აიღებს თქვენი მონაცემების უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებას.

 

ნებისმიერ შემთხვევაში, როცა თქვენს მონაცემებს მესამე მხარეებს ვუზიარებთ, ყველა ზომას ვიღებთ, რომ მათი დაცულობა უზრუნველვყოთ.

 

როგორ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს ავტომატური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ავტომატური გადაწყვეტილებების მიღებისთვის, მათ შორის, პროფილირებისთვის, ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომლებსაც ჩვენ ვფლობთ ან ვიღებთ სხვა პირებისგან კანონმდებლობით მონიჭებული უფლებამოსილების, თქვენთან გაფორმებული ხელშეკრულების ან თქვენი თანხმობის საფუძველზე. აღნიშნული გვეხმარება სწრაფი, სამართლიანი და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებაში.  ავტომატური გადაწყვეტილებები აისახება ჩვენი მიმდინარე და სამომავლო პროდუქტების თუ მომასახურების ხარისხზე. თუ არ არსებობს სათანადო საფუძველი (კანონმდებლობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძველი , თქვენი თანხმობა), შეგიძლიათ უარი თქვათ თქვენი მონაცემების ავტომატურ დამუშავებაზე, მათ შორის, პროფილირების მიზნით, თუ აღნიშნული წარმოშობს სამართლებრივ, ფინანსურ ან სხვა სახის არსებითი მნიშვნელობის შედეგს.

ავტომატური გადაწყვეტილებების მაგალითებია:

  • ფასდადება

ზოგიერთი პროდუქტის ფასი შეიძლება განვსაზღვროთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით.

  • პროდუქტებისა და მომსახურების მორგება კლიენტების საჭიროებებზე

ჩვენს კლიენტებს ვაჯგუფებთ გარკვეული სეგმენტების მიხედვით. ამგვარ დაჯგუფებას ვიყენებთ კლიენტების საჭიროებების შესასწავლად და მათთვის სასარგებლო და ხელსაყრელი გადაწყვეტილებების მისაღებად. პროდუქტების თუ მომსახურების შემუშავებისას და შეთავაზებისას ვითვალისწინებთ კლიენტების სხვადასხვა სეგმენტის მახასიათებლებს, რაც მათთან ურთიერთობის სწორად წარმართვაში გვეხმარება.

  • თაღლითობის დადგენა

თქვენი პერსონალური მონაცემები გვეხმარება დავადგინოთ, შესაძლოა თუ არა თქვენი ანგარიშები გამოყენებულ იქნას თაღლითობის თუ ფულის გათეთრების მიზნებისთვის. ჩვენ მიერ თაღლითობის რისკის დაფიქსირების შემთხვევაში, უფლებას ვიტოვებთ, თქვენივე უსაფრთხოებისთვის, დროებით შევაჩეროთ ტრანზაქციები საეჭვო ანგარიშებზე ან უარი განვაცხადოთ შესაბამისი მომსახურების გაწევაზე.

 

  • ანგარიშების გახსნა

თუ თქვენ გადაწყვეტთ ჩვენთან ანგარიშის გახსნას, ჩვენ, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, შევამოწმებთ კონკრეტული პროდუქტის ან/და მომსახურების რელევანტურობას თქვენთან მიმართებით. ასევე უზრუნველვყოფთ იმას, რომ თქვენ აკმაყოფილებდეთ ანგარიშის გასახსნელად საჭირო პირობებს.

 

  • კრედიტის დამტკიცება

როცა თქვენ მოგვმართავთ კრედიტის, მაგალითად, სესხის თუ საკრედიტო ბარათის მისაღებად, ბანკის შესაბამისი სისტემის გამოყენებით ვიღებთ გადაწყვეტილებას თქვენთვის სესხის გაცემასთან დაკავშირებით. ამას საკრედიტო სქორინგის სისტემა ეწოდება. სისტემის ფარგლებში ხდება წარსული მონაცემების გამოყენება იმის შესაფასებლად, რამდენად დაბრუნებად უნარიანია თქვენ მიერ მიღებული კრედიტი. საკრედიტო ქულების სისტემა სამი წყაროდან იღებს ინფორმაციას:

  • თქვენი განაცხადის შინაარსი;
  • საკრედიტო ორგანიზაციები;
  • ჩვენს ხელთ უკვე არსებული მონაცემები.
  • სხვა

სხვა საბანკო და მასთან დაკავშირებული მომსახურების მიზნები.

 

კრედიტინფო საქართველო (შემდგომში „საკრედიტო საინფორმაციო ბიურო")

 

როდესაც ითხოვთ ამა თუ იმ პროდუქტს თუ მომსახურებას, თქვენს საკრედიტო მონაცემებს საინფორმაციო ბიუროში ვამოწმებთ. თუ ჩვენი ბანკის კლიენტი ხართ,  საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მონაცემთა ბაზებს ვიყენებთ იმისათვის, რომ გავამარტივოთ თქვენთვის სასურველი საკრედიტო პროდუქტის დამტკიცების პროცესი.

იმ პერიოდის განმავლობაში, როცა თქვენ ჩვენი ბანკის მომსახურებით სარგებლობთ, თქვენს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, თქვენი დახურული და ვადაგადაცილებული სესხების დეტალებს, ვაწვდით საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს. თუ თქვენ სარგებლობთ სესხით, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ასევე ვუზიარებთ ინფორმაციას, როგორ იხდით სასესხო შენატანებს - დროულად და სრულად, თუ - დაგვიანებით. სააგენტო, თავის მხრივ, ამ ინფორმაციას სხვა საფინანსო ინსტიტუტებს გაუზიარებს, რომლებიც თქვენი საკრედიტო სტატუსით დაინტერესდებიან. როცა სრულად დაფარავთ ვალდებულებას, ამასაც ვაცნობებთ საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს (საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს შესახებ მეტი იხ.https://ge.creditinfo.com/).

უფლებას ვიტოვებთ, სამართალდამცავ ორგანოებს მივცეთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომის საშუალება, როცა ამას ითხოვს კანონმდებლობა. ამ გზით მათ ხელს ვუწყობთ დანაშაულის დადგენაში, გამოძიებასა და პრევენციაში.

თუ არ ისურვებთ პირადი ინფორმაციის გაცემას, შესაძლოა, შეფერხდეს ან შეუძლებელი გახდეს ჩვენ მიერ თქვენ წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის, ანგარიშის მომსახურება ან შესაბამისი პროცედურები.

 

პესონალური მონაცემების დამუშავება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის

თქვენს პერსონალურ მონაცემებს მარკეტინგული მიზნებისთვისაც ვიყენებთ - მათი ცონდა გვჭირდება იმისათვის, რომ მოგაწოდოთ თქვენზე მორგებული პროდუქტების და შეთავაზებების შესახებ  ინფორმაცია.

თქვენს მონაცემებს ვაგროვებთ იმ ინფორმაციიდან, რასაც თავად გვიზიარებთ, ასევე, იმ წყაროებიდან, რომლებზეც ხელი მიგვიწვდება, როდესაც ჩვენი მომსახურებით სარგებლობთ.

თქვენს მონაცემებს შევისწავლით იმისთვის, რომ გავიგოთ, რა გსურთ ან რა გჭირდებათ, რა იქნებოდა თქვენთვის საინტერესო. ასეთი ფომით ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომელი პროდუქტი, მომსახურება თუ შეთავაზება შეიძლება იყოს თქვენთვის შესაფერისი.

ჩვენ მხოლოდ მაშინ ვიყენებთ თქვენს პირად მონაცემებს და გიგზავნით მარკეტინგულ შეტყობინებებს, როცა გვაქვს თქვენი თანხმობა ან ლეგიტიმური ინტერესი. ჩვენ გპირდებით, რომ ჩვენი საქმიანობა არასდროს იქნება უსამართლო, არასწორი ან თქვენი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული. თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდეთ და გვთხოვოთ მარკეტინგული შეტყობინებების გამოგზავნის შეწყვეტა. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს სურვილებს და მაქსიმუმ 3 დღეში შევწყვეტთ თქვენი მონაცემების გამოყენებას პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი უსაფრთხოება და ინტერესები, რის გამოც თქვენ, ნებისმიერ შემთხვევაში, მიიღებთ შეტყობინებებს თქვენთვის შემოთავაზებულ პროდუქტების და მომსახურებების პირობებში ბანკის მიერ განხორციელებული ცვლილებების შესახებ.

 

რამდენ ხანს ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს

თქვენს პირად მონაცემებს ვინახავთ თქვენი მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში; აგრეთვე, მომსახურების დასრულების შემდეგ 15 წლამდე ვადით შემდეგი მიზეზების გამო: · კითხვებსა და საჩივრებზე პასუხის გასაცემად·

  • დავასაბუთოთ, რომ სამართლიანად გექცევით
  • განვახორციელოთ საქმის წარმოება ჩვენთვის დაწესებული რეგულაციების მიხედვით

შესაძლებელია თქვენი მონაცემები 15 წელზე მეტი ხნით შევინახოთ, თუ მისი წაშლის შესაძლებლობა არ გვაქვს სამართლებრივი საფუძვლების გამო.

 

როგორ გაითხოვოთ თქვენი თანხმობა

თანხმობის გათხოვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს.

დაგვიკავშირდით, თუ ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებთ.

გამოთხოვის უფლება მაშინ არის შესაძლებელი ( ან რელევანტური), როცა დამუშავების საფუძველი არის თქვენი თანხმობა.

თანხმობის გათხოვის შემთხვევაში ჩვენ შესაძლოა ვერ შევძლოთ თქვენთვის სრულყოფილი მომსახურების გაწევა.

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტის ცვლილება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტი შეიძლება შეიცვალოს საკანონმდებლო ან/და ჩვენი ბანკის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესის ცვლილების შესაბამისად. წინამდებარე ვერსია შეიქმნა 2022 წლის 6 იანვარს.

 

როგორ დაგვიკავშირდეთ

თუ გექნებათ კითხვები პერსონალურ მონაცემთა დაცვის და მათი დამუშავების შესახებ, ან ჩვენს საერთო უფლებებთან და მოვალეობებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ, გამოიყენოთ რომელიმე ქვემოთ მითითებული შესაძლებლობა:

 

  • გაესაუბრეთ ჩვენს ონლაინ კონსულტანტს ჩეთის საშუალებით;
  • დაგვიკავშირდით მობაილ ან ინტერნეტბანკით ან ეწვიეთ თიბისი ბანკის ოფიციალურ ვებგვერდს;
  • დარეკეთ 24/7   +(995 32) 227 27 27;
  • ეწვიეთ ჩვენს რომელიმე ფილიალს სამუშაო საათების განმავლობაში.

 

 

თუ თქვენ იმყოფებით ევროპის ეკონომიკურ ზონაში (EEA) ან გაერთიანებულ სამეფოში და გაქვთ შეკითხვები თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით, ან გსურთ მოითხოვოთ წვდომა მათზე, განაახლოთ ან წაშალოთ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს წარმომადგენელს მისამართზე:

Bird & Bird GDPR Representative Services SRL

ბელგია, ბრიუსელი, 1050, ავენიუ ლუისი 235 EUrepresentative.

TBCBank@twobirds.com

მთავარი საკონტაქტო პირი ვინსენტ რეზუკ-ჰამაჩი

 

Bird & Bird GDPR Representative Services UK

გაერთიანებული სამეფო, ლონდონი, EC4A 1JP, ნიუ ფეტერ ლეინი 12 UKrepresentative.TBCBank@twobirds.com

მთავარი საკონტაქტო პირი ვინსენტ რეზუკ-ჰამაჩი