თიბისი კონცეპტისა და Mastercard-ის ერთობლივი შეთავაზების ფარგლებში, 31 ოქტომბრის ჩათვლით, გადაიხადეთ თიბისი კონცეპტის Mastercard World elite ბარათით და გამოსცადეთ „Mastercard Priceless experience". 
 
შეასრულეთ რაც შეიძლება მეტი მინ. 100 ლარიანი ტრანზაქცია ოქტომბრის თვის განმავლობაში და მოიგეთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:
  • 8 000 მოსავალის დახურულ ღონისძიებაზე დასასწრები 2 მოსაწვევი - გათამაშებაშია 5 ვაუჩერი
  • GMT Hospitality-ის ვახშამი 2 პერსონაზე - გათამაშებაშია 9 ვაუჩერი
  • Tsinandali Estate-ის ღვინის ტური და სასტუმრო Radisson Collection-ში განთავსება - გათამაშებაშია 6 ვაუჩერი
     
რას გულისხმობს „Mastercard Priceless experience"?
 
Mastercard მუდმივად ცდილობს მომხმარებელს მათ ინტერესებზე მორგებული, უნიკალური გამოცდილება შეუქმნას, რაც დაუვიწყარ ემოციას დატოვებს და ხშირ შემთხვევაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მომენტად იქცევა.
 
Mastercard-ის„შეუფასებელი გამოცდილებების" სიაში, არაერთი ექსკლუზიური შეთავაზებაა გაერთიანებული, როგორც მსოფლიო, ასევე საქართველოს მასშტაბით. 
 
გათამაშებაში მონაწილეობის პირობები:
  • გადახდა უნდა განხორციელდეს mastercard World Elite ბარათით, Apple Wallet-ის ან Google Wallet-ის მეშვეობით
  • გადახდა უნდა განხორციელდეს თიბისის POS ტერმინალზე
  • ტრანზაქციის მინიმალური ოდენობა უნდა შეადგენდეს 100 ლარს
  • გათამაშებაში მონაწილე ტრანზაქციად ჩაითვლება ერთ დღეში, ერთ ობიექტზე შესრულებული, მხოლოდ ერთი, მინ. 100 ლარიანი გადახდა. 
 
დაჯილდოების პირობები
 
1. მინიმუმ 5 ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში, (თითო ტრანზაქციის ოდენობა მინიმუმ 100 ლარი) შესაძლებლობა გექნებათ მიიღოთ 2 მოსაწვევი, 8 000 მოსავლის დახურულ ღონისძიებაზე. 
სპეციალურად გამარჯვებულთა ჯგუფისთვის მოწყობილ, ღვინის დეგუსტაციაზე დააგემოვნებთ ლიმიტირებული კოლექციის, საუკეთესო ქართული მარნების, გაყიდვაში აღარ არსებულ, უნიკალურ სარეზერვო ღვინოებს. 
 
2. მინიმუმ 10 ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში, (თითო ტრანზაქციის ოდენობა მინიმუმ 100 ლარი) შესაძლებლობა გექნებათ, დაესწროთ GMT Hospitality-ის უნიკალურ აჭარულ ვახშამს, 2 პერსონაზე. 
 
ვახშამზე გამარჯვებულების ჯგუფი, დააგემოვნებენ, სპეციალურად ორგანიზებული, გასტრო-ექსპედიციისას შეგროვებულ, საუკუნოვანი ოჯახური ისტორიის მქონე კერძებს.
 
3. მინიმუმ 15 ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში, (თითო ტრანზაქციის ოდენობა მინიმუმ 100 ლარი) შესაძლებლობა გექნებათ, მიიღოთ Tsinandali Estate-ის ღვინის ტური, 2  პერსონაზე და ერთი ღამე განთავსება სასტუმროში Radisson Collection Hotel. 
 
2 საათიანი ტური გამარჯვებულთა ჯგუფისთვის, მე-19 საუკუნის ვენახებსა და ენოთეკაში, სომელიესთან ერთად, სადაც პრინცი ალექსანდრე ჭავჭავაძის შესანიშნავი ღვინის კოლექცია, 70 განსხვავებული ღვინის ჯიში და 16 500-მდე უნიკალური ბოთლი დაგხვდებათ.
 
გამოცდილების ფარგლებში ისიამოვნებთ: 
  • ერთი ღამით განთავსება სასტუმროში Radisson Collection Hotel
  • ღვინის და ჭაჭის დეგუსტაცია; 
  • ხემსი; 
  • ფარული დეგუსტაცია;
  • მასტერკლასები;
  • ოენოთერაპია; 
 
გამარჯვებულების გამოვლენა
 
გათამაშებაში გაიმარჯვებს პირველი 20 მომხმარებელი, ვისაც 30 ოქტომბრის ჩათვლით შესრულებული ექნება ყველაზე მეტი მინ. 100 ლარიანი ტრანზაქცია და აქციით გათვალისწინებული ყველა პირობა.
  • დახურული ღონისძიება 8 000 მოსავალი - გათამაშებაშია 5 ვაუჩერი 
  • აჭარული ვახშამი GMT Hospitality –  გათამაშებაშია 9 ვაუჩერი 
  • ღვინის ტური და სასტუმრო  Radisson Collection-ში განთავსება - გათამაშებაშია 6 ვაუჩერი 
 
ერთი მომხმარებელი მოიგებს მხოლოდ ერთ პრიზს. 
გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2023 წლის 7 ნოემბერს.
 
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ერთნაირი რაოდენობის ტრანზაქციების დაფიქსირების შემთხვეევაში უპირატესობა მიენიჭება, ტრანზაქციებში გადახდილი თანხის ჯამურ მოცულობას. 
 
გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თიბისი კონცეპტის World Elite ბარათის მფლობელებს. 
მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ თიბისის თანამშრომლებს.