თიბისი კონცეპტის Mastercard World Elite ბარათის მფლობელებს, შესაძლებლობა გაქვთ, ისარგებლოთ 10%-მდე ქეშბექით Booking.com-ზე, თითოეული ჯავშნის განხორციელებისას. შეთავაზების ფარგლებში, Mastercard World Elite ბარათის მფლობელებს Booking.com-ის საფულეზე (Wallet Credit) დაგერიცხებათ ქეშბექი. ჯავშანი უნდა განხორციელდეს Mastercard-ის უნიკალურ ბმულზე 2025 წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნული შეთავაზება არ ზღუდავს მომავალი ჯავშნების თარიღებს. როგორ მუშაობს შეთავაზებით სარგებლობისთვის, გთხოვთ, მიჰყვეთ შემდეგ ეტაპებს: 1. მიჰყევით Mastercard-ის უნიკალურ ბმულს; 2. დარეგისტრირდით ან ისარგებლეთ booking.com-ის არსებული ანგარიშით; 4. დაჯავშნეთ სასურველი თარიღი; 5. საფულეზე ქეშბექის დარიცხვა Booking.com-ის მიერ განხორციელდება, სასტუმროს დატოვებიდან 64 ან მეტი დღის შემდეგ; 6. ქეშბექის მისაღებად, საჭიროა გქონდეთ Booking.com-ის ანგარიში იმავე ელ-ფოსტით, რომლითაც განახორციელებთ ჯავშანს. ანგარიშის შექმნა შესაძლებელია უშუალოდ ჯავშნის შემდეგაც; 7. საფულეზე დარიცხული ქეშბექის განაღდება არ არის შესაძლებელი და მისი გამოყენება შეგიძლიათ მხოლოდ Booking.com-ზე ჯავშნების განხორციელებისას, ისეთ საცხოვრებლების ჯავშანზე, რომლებიც გთავაზობთ ონლაინ გადახდას; 8. ქეშბექის მაქსიმალური მოცულობაა 500 ევრო თითო ჯავშანზე; 9. ჯავშანი, რომელიც არ განხორციელებულა Mastercard-ის სპეციალური ბმულის მეშვეობით, არ ექვემდებარება ქეშბექს; 10. ქეშბექი არ ვრცელდება გაუქმებულ და გამოუცხადებელ ჯავშნებზე. |
|