კოვიდ 19-ით გამოწვეული უმუშევრობისა და 18 წლამდე არასრულწლოვანი პირების სახელმწიფო სოციალური დახმარების თანხის ჩარიცხვები

გაცნობებთ, რომ კოვიდ 19-ით გამოწვეული უმუშევრობისა და 18 წლამდე არასრულწლოვანი პირების სახელმწიფო სოციალური დახმარების თანხ(ებ) ის ჩარიცხვები ბანკში მოხდება ეტაპობრივად, თქვენ მიერ  სააგენტოს პორტალზე დაფიქსირებულ ანგარიშზე.

კოვიდ 19-ით გამოწვეული უმუშევრობის თანხის ჩარიცხვის ვადებს ადგენს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო. აღნიშნულთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ  სააგენტოს ცხელ ხაზს, ნომერზე 1505.

18 წლამდე არასრულწლოვანი პირების სოციალური დახმარების თანხის ჩარიცხვა მოხდება 10 სექტემბრამდე.

თუ სარგებლობთ SMS სერვისით, თანხის ჩარიცხვისთანავე მიიღებთ შესაბამის შეტყობინებას. ჩარიცხული თანხის ნახვა ასევე შესაძლებელია თქვენ ინტერნეტ ან მობაილ ბანკში.


კოვიდ 19-ით გამოწვეული უმუშევრობის სოციალური დახმარების თანხის ჩარიცხვა

ხშირად დასმული კითხვები
 
როდის მოხდება სოციალური დახმარების თანხის  ჩარიცხვა?
  • ჩარიცხვის თარიღს ადგენს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო. ჩარიცხვები მოხდება ეტაპობრივად
შესაძლებელი იქნება თუ არა თანხის ჩარიცხვისთანავე გატანა?
  • დიახ, შესაძლებელია
რომელ ანგარიშზე მოხდება თანხის ჩარიცხვა?
  • თანხის ჩარიცხვა მოხდება  თქვენ მიერ პორტალზე მითითებულ ანგარიშზე
მომივა თუ არა შეტყობინება თანხის ჩარიცხვაზე? 
  • თუ სარგებლობთ SMS სერვისით, მიიღებთ შეტყობინებას თანხის ჩარიცხვის თაობაზე
მოხდება თუ არა სესხის დაფარვა სოციალური დახმარების თანხიდან?
  • სესხის დაფარვა მოხდება მხოლოდ თქვენი თანხმობის შემთხვევაში
როგორ უნდა დავაფიქსირო თანხმობა სოციალური დახმარების თანხით სესხის დაფარვაზე?
  • თუ თქვენ სარგებლოთ სესხ(ებ)ზე საშეღავათო პერიოდით, ბანკის მხრიდან გამოგეგზავნებათ SMS შეტყობინება, რომლითაც დააფიქსირებთ თქვენ სურვილს სესხის დაფარვასთან დაკავშირებით. სხვა შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ ან მიმართოთ ბანკის ნებისმიერ ფილიალს.
თუ უარი განვაცხადე სოციალური დახმარების თანხით სესხის დაფარვაზე, შემდეგ თუ იქნება შესაძლებელი გადაწყვეტილების ცვლილება?
  • დიახ, შესაძლებელი იქნება
თუ არ მსურს სოციალური დახმარების თანხით  სესხის დაფარვა, რა ქმედება უნდა განვახორციელო? 
  • თუ სარგებლობდით სესხზე საშეღავათო პერიოდით, ბანკიდან გამოგეგზავნებათ   SMS შეტყობინება, ან დაგიკავშრდებათ პირადი ბანკირი. იმ შემთხვევაში, თუ არ დააფიქსირებთ სურვილს სოციალური თანხით სესხის დაფარვაზე, ავტომატურად ჩაითვლება, რომ არ გსურთ აღნიშნული თანხით სესხის დაფარვა.  ასეთ შემთხვევაში, ბანკი უზრუნველყოფს დროებითი,  სპეციალური ანგარიშის გახსნას, რომელზეც მოახდენს   სოციალური თანხის გადატანას. სპეციალური ანგარიშის გასახნელად და თანხის გადასატანად თქვენ არ მოგიწევთ დამატებითი ქმედებების განხორციელება. სპეციალურ ანგარიშზე განთავსებული სოციალური თანხით სესხის დაფარვა არ მოხდება
სპეციალურად გახსნილი ანგარიში, რომელზეც მოხდება თანხის გადატანა, გამოჩნდება თუ არა  ინტერნეტ/მობაილ ბანკში ?
  • დიახ, გამოჩნდება
როგორ იქნება შესაძლებელი სპეციალური ანგარიშიდან თანხის გატანა? რომელი არხით?
  • სპეციალურად გახსნილი ანგარიშიდან, თანხის გატანა შესაძლებელია მხოლოდ ფილიალის არხით. ინტერნეტ/მობაილ ბანკის საშუალებით კი  შესაძლებელია, თანხის გადარიცხვა, თქვენთვის სასურველ ნებისმიერ ანგარიშზე. თანხის საბარათე ანგარიშზე გადარიცხვის  შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება თანხის გამოტანა ბანკომატიდან.

18 წლამდე არასრულწლოვანი პირების სოციალური დახმარების თანხის ჩარიცხვა

ხშირად დასმული კითხვები
 
რა შემთხვევაში იხსნება სპეციალური ანგარიში და რა მიზნით?
  • სპეციალური ანგარიში იხსენება მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, თუ კი სარგებლობთ მიმდინარე სესხ(ებ)ით თიბისიში. სოციალური დახამრების თანხა ავტომატურად ჩაირიცხება ზემოაღნიშნულ ანგარიშზე. სპეციალური ანგარიშიდან სესხის დაფარვა არ მოხდება
სპეციალურად გახსნილი ანგარიშს აქვს თუ არა  რაიმე სახის საკომისიო?
  • არა, სპეციალურ ანგარიშზე არ მოქმედებს არც გახსნის და არც ყოველთვიური მომსახურების საკომისიო.
სპეციალურად გახსნილი ანგარიში მუდმივად დამრჩება? 
  • არა, სოციალური დახმარების პროგრამის დასრულებისთანავე, მოხდება ანგარიშის დახურვა, ავტომატურად დახურვის მომენტში ანგარიშზე არსებული თანხა ავტომატურად გადაირიცხება თქვენს სხვა ანგარიშზე. 
სპეციალურად გახსნილი ანგარიშიდან, თანხის სხვა ანგარიშზე გადატანის შემთხვევაში, მოხდება თუ არა გადატანილი თანხით სესხის ჩამოჭრა?  
  • თუ სპეციალური ანგარიშიდან სოციალური თანხის გადატანა მოხდება სხვა ანგარიშზე, სესხის დაფარვის დღეს, ან, იმ შემთხვევაში,  როდესაც სესხი ვადაგადაცილებაშია - მოხდება სესხის დაფარვა.