გთხოვთ, გაეცნოთ მნიშვნელოვან ინფორმაციას რუსეთის ფედერაციასთან იმპორტ-ექსპორტის რეგულაციებისა და შეზღუდვების შესახებ. 2022 წლის თებერვლიდან დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა და ევროკავშირმა რუსეთის ფედერაციას დაუწესეს სხვადასხვა სახის სანქცია, რომელთა მიზანსაც წარმოადგენს რუსეთის და რუსეთთან დაკავშირებული პირებისთვის შეზღუდვების დაწესება. მათ შორისაა, აქტივების გაყინვა, ბლოკირება, ფინანსურ რესურსებზე წვდომის შეზღუდვა, პროდუქციის მიწოდების შეზღუდვა და სხვა. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სანქციებთან დაკავშირებული ტრანზაქციების გამოვლენის შემთხვევაში, ბანკი უფლებას იტოვებს, წინასწარი შეტყობინების გარეშე დახუროს მომხმარებლის ანგარიშები. |
|