2021 წლის 05 მარტს „დიდი ბრიტანეთის ფინანსური ზედამხედველობის სააგენტომ" („FCA") დაადასტურა თარიღები, რომლის მიხედვითაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საჯარო ინდექსი LIBOR-ი (London Interbank Offered Rate) შეწყვეტს არსებობას და აღარ მოხდება მისი გამოქვეყნება. LIBOR-ი, რომელსაც მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში მოქმედი ბანკები საპროცენტო განაკვეთების დაანგარიშებისას იყენებენ, ჩანაცვლდება მსგავსი საჯარო ინდექსით - Term SOFR (The Secured Overnight Financing Rate), რომელიც არის უფრო გამჭვირვალე და ლიკვიდური, უკეთესად აკმაყოფილებს მარეგულირებლის, ასევე, საბაზრო მოთხოვნებს და მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლების ინტერესებზე.
2021 წლის 5 მარტს „დიდი ბრიტანეთის ფინანსური ზედამხედველობის სააგენტომ" („FCA") დაადასტურა თარიღები, რომლის მიხედვითაც აღარ მოხდება LIBOR-ის შემდეგი ინდექსების გამოქვეყნება:
რადგან ბანკთაშორისი სავალუტო ინდექსი ფუნდამენტური მნიშვნელობისაა ბევრი ფინანსური კონტრაქტისთვის, ის ძლიერი, სანდო და მომხმარებლების ინტერესზე მაქსიმალურად მორგებული უნდა იყოს. „ფინანსური სტაბილურობის საბჭომ" („FSB") გლობალურ ფინანსურ ინდუსტრიას გაუწია რეკომენდაცია, ბანკთაშორისი სავალუტო ინდექსის რეფორმირებასა და ისეთი ალტერნატიული ინდექსის შემუშავებასთან დაკავშირებით, რომლებიც ყველაზე კარგად მოერგება არსებულ ფინანსურ გარემოს, იქნება უფრო ლიკვიდური და გამჭვირვალე. ბანკთაშორისი სავალუტო ინდექსის სანდოობისა და სიძლიერის უზრუნველსაყოფად საერთაშორისო ბაზრის მონაწილეებმა და ევროპულმა კანონმდებელმა ახალი კრიტერიუმები და პირობები განსაზღვრეს. LIBOR-ის, ასევე ბანკთაშორისი სავალუტო ინდექსის ცვლილებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, შესაძლებელია შემდეგ ბმულებზე:
Term SOFR (The Secured Overnight Financing Rate) არის უზრუნველყოფილი ერთდღიანი რესურსის განაკვეთი, რომლის ადმინისტრირებას ახორციელებს გაერთიანებული სამეფოს ფინანსური მართვის ორგანოს (FCA) მიერ ავტორიზებული ადმინისტრატორი - CME Group Benchmark Administration Limited). Term SOFR-ი ინდექსით წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები ანაცვლებენ LIBOR-ის ინდექსს. აღნიშნულ რეფინანსირების განაკვეთს ითვლის New York Federal Reserve და აქვეყნებს ყოველდღიურად. SOFR-ის რეფინანსირების განაკვეთი შეესაბამება BMR (Benchmarks Regulation) პრინციპებს და დამტკიცებულია ARRC-ის მიერ (Alternative Reference Rates Committee).
ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ვებგვერდზე.
Term SOFR-ის განახლება ხდება ყოველ სამუშაო დღეს. თუმცა, ბანკის მიერ გამოყენებული იქნება Term SOFR-ის 6 (ექვსი) თვიანი განაკვეთი, რაც ნიშნავს იმას, რომ მსესხებლებს 6 (ექვსი) თვეში ერთხელ შეეცვლებათ პროცენტი განახლებული ინდექსის მიხედვით (ისევე, როგორც დოლარის LIBOR-ის ინდექსირებული სესხების შემთხვევაში).
LIBOR-ის საჯარო ინდექსის Term SOFR-ის საჯარო ინდექსით ჩანაცვლების მომენტში (2023 წლის 01 ივლისს) უცვლელი დარჩება თქვენი სესხის საპროცენტო სარგებლის ჯამური ოდენობა. ვინაიდან, LIBOR-ის და Term SOFR-ის ოდენობები განსხვავდება, საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, LIBOR-ის Term SOFR-ით ჩანაცვლება ხდება შესაბამისი საერთაშორისოდ აღიარებული კორექტირების დანამატით. ამ კორექტირების გათვალისწინებით, საჯარო ინდექსზე დამატებული საპროცენტო განაკვეთი (კოეფიციენტი) შეიცვლება იმგვარად, რომ ჩანაცვლების მომენტისათვის, არ მოხდება საპროცენტო სარგებლის ჯამური ოდენობის გაზრდა ან შემცირება. მაგ. თუ სესხზე სოფრზე გადასვლამდე ინდექსის ბოლო ცვლილება იყო 15 მარტს, მაშინ ვიღებთ 15 მარტის მონაცემებს. დღეს თუ სესხზე გვაქვსს Libor + 3% მარჟა, ეს შეიცვლება SOFR + (LIBOR – SOFR) + 3% მარჟა. მაგალითისთვის Libor – SOFR = 40bps, ანუ სესხის Libor + 3% განაკვეთი გახდება SOFR + 3.40%.
|
|