სავალუტო ოპერაციებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაციის ცვლილებები;
თიბისი ბანკი ოპერირებს საერთაშორისო სანქციების რეგულაციების შესაბამისად და დანერგილი აქვს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (UN), დიდი ბრიტანეთის (UK), აშშ-ის (USA) და ევროკავშირის (EU) სანქციების რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნები. თიბისი ბანკი მუდმივად აახლებს თავის შიდა პოლიტიკა/პროცედურებს სანქციების რეჟიმების ცვლილებებიდან გამომდინარე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თიბისი ბანკში სავალუტო ოპერაციებთან დაკავშირებით იმოქმედებს შემდეგი მნიშვნელოვანი პოლიტიკა:
აშშ-ის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) ახალი ბრძანებით გამკაცრდა უცხოური ფინანსური ინსტიტუტების ვალდებულებები რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებულ ტრანზაქციებზე. შეზღუდვებიდან გამომდინარე, რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებული ოპერაციების შესასრულებლად ბანკის მიერ შესაძლოა მოთხოვნილ იქნას დამატებითი დოკუმენტაცია /ინფორმაცია (მაგ: ინვოისი, კონტრაქტი, საქონლის წარმოშობის სერთიფიკატი და ა.შ). გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაუშვებელია ტრანზაქციების შესრულება იმ პირების მონაწილეობით, რომლებიც არიან სანქცირებულნი ან ოპერირებენ რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სასარგებლოდ. ბანკის შიდა პოლიტიკით დაუშვებელია სანქცირებულ ქვეყნებთან, მათ შორის, ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან პირდაპირ/ირიბად დაკავშირებული ტრანზაქციების შესრულება, რაც ასევე გულისხმობს ამავე ქვეყნის ტერიტორიის გავლით და/ან ირანში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებით (საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო, სარკინიგზო) ტვირთების ტრანსპორტირებას, ან იმგვარ ტვირთებთან/გადაზიდვებთან დაკავშირებულ ანგარიშსწორებას, სადაც საქონლის წარმოშობის ან ტრანსპორტირების ქვეყანა არის ირანი,ან სხვა სანქცირებული ქვეყანა.
თუ თქვენი კომპანია გეგმავს თანხის გადარიცხვას შემდეგ ქვეყნებში:
გთხოვთ გაითვალისწინოთ თიბისი ბანკის შიდა პოლიტიკით განსაზღვრული პირობები:
თუ გადარიცხვის მიზნობრიობა არ უკავშირდება საქონლის შეძენა/მიწოდებას, მაგრამ შინაარსობრივად უკავშირდება კომერციულ საქმიანობას (მაგ: სერვისი, მომსახურება) ნებისმიერ ვალუტაში გადარიცხვის დროს უნდა ატვირთოთ ინტერნეტ ბანკში ან წარმოადგინოთ თიბისი ბანკის ფილიალში:
თუ თქვენ გეგმავთ უცხო ქვეყნიდან თანხის მიღებას შესაძლებელია ჩარიცხვა შეჩერდეს ბანკის მიერ და თქვენ ინტერნეტ ბანკში შეტყობინებით მიიღოთ მოთხოვნა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენის თაობაზე. მნიშვნელოვანია მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოდგენა სხვა შემთხვევაში გადმორიცხული თანხა უკან დაბრუნდება. აღნიშნული წესი უკავშირდება ყველა ქვეყანას განსაკუთრებით ჩარიცხვებს შემდეგი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთის ფედერაცია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ბელორუსია, არაბთა გაერთიანებული საემიროები, თურქეთი.
საქონლის შეძენასთან/მიწოდებასთან დაკავშირებული ინვოისი / კონტრაქტი უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
საქონლის ტრანსპორტირების დოკუმენტი - იგულისხმება მიმდინარე ტრანზაქციასთან დაკავშირებული ტრანსპორტირების დოკუმენტები, როგორებიცაა:
ინვოისი / კონტრაქტი და საქონლის ტრანსპორტირების დოკუმენტი შესაბამისობაში უნდა იყოს ერთმანეთთან, სხვა შემთხვევაში შესაძლოა ბანკის მხრიდან მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტები. საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი - იგულისხმება დოკუმენტი, რომლითაც დგინდება საქონლის მწარმოებელი ქვეყანა ან/და საქონლის მწარმოებელი.
შეაჩეროს ტრანზაქცია (გადარიცხვა/ჩარიცხვა) დამატებითი განხილვის მიზნით და მოითხოვოს დოკუმენტაცია (კლიენტთან კომუნიკაცია მოხდება ინტერნეტ/მობაილ ბანკის შეტყობინებით) მომხმარებლის მიერ წარსულში შესრულებულ ტრანზაქციებზე მოითხოვოს დოკუმენტაცია; გააუქმოს ტრანზაქცია როდესაც არ ხდება მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტის წარმოდგენა და/ან შეუსაბამობაში მოდის ბანკის შიდა პოლიტიკასთან (კლიენტთან კომუნიკაცია მოხდება ინტერნეტ/მობაილ ბანკის შეტყობინებით) დახუროს მომხმარებლის ანგარიშები (წინასწარი შეტყობინების გარეშე). |
|