ჩემი ბიზნესისთვის

საუკეთესო ბანკი საქართველოში ვაჭრობის ფინანსირების მიმართულებით

ვაჭრობის ფინანსირების სფეროში  და დოკუმენტური ოპერაციების წარმოების მიხედვით თიბისი ბანკი არის წამყვანი ბანკი საქართველოში.

  • პირველად საქართველოში, აზიის განვითარების ბანკმა (ADB) თიბისი ბანკი წამყვან პარტნიორად  დაასახელა ვაჭრობის ფინანსირების სფეროში. 
  • ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა Global Finance-მა თიბისი ბანკი დააჯილდოვა, როგორც 2015 წლის საუკეთესო ბანკი საქართველოში ვაჭრობის ფინანსირების მიმართულებით;
  • პრესტიჟულმა ფინანსურმა გამომცემლობამ, Trade and Forfaiting Review-მ, თიბისი ბანკის ვაჭრობის დაფინანსების ტრანზაქცია, 2014 წელს, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ტრანზაქციად დაასახელა;
  • „თიბისი ბანკმა" ორჯერ მოიპოვა EBRD-ის  "ყველაზე აქტიური  ბანკის" ჯილდო ვაჭრობის ფინანსირების პროგრამის ფარგლებში-2009 და 2013 წლებში. 

EBRD წლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში, 2015 წელს ჩატარებული ვაჭრობის ფინანსირების (TFP) კონფერენციაზე თიბისი ბანკმა 2 ჯილდო მიიღო: 

  • ყველაზე აქტიური ბანკი EBRD-ის ვაჭრობის ფინანსირების პროგრამის (TFP) ფარგლებში 2014 წელს;
  • ჯილდო 2014 წლის საუკეთესო ტრანზაქციისათვის, კერძოდ გუდაურისა და ბაკურიანის ხელოვნური გათოვლიანების პროექტის მხარდაჭერისათვის.

თიბისი ბანკი სთავაზობს თავის მომხმარებელს  ვაჭრობის ფინანსირების ოპერაციების მრავალფეროვან სპექტრს და ასევე, ამ ოპერაციების დადასტურებასა და პოსტფინანსირებას სავაჭრო ხაზების ფარგლებში პარტნიორებისგან, როგორებიცაა EBRD, IFC, ADB, BSTDB, Commerzbank AG, Citibank, Deutsche Bank, BNP Paribas, UBS AG, Unicredit SPA, Raiffeisen, Sumitomo Mitsui Banking Corporation, Bayerische Landesbank, Akbank TAS, Turkie  Ekonomi Bankasi, TC Ziraat Bankasi და სხვ.

ასევე, თიბისი ბანკის მაღალკვალიფიციური, საერთაშორისო გამოცდილების მქონე კადრები მომხმარებლებს მუდმივად უწევენ მაღალი ხარისხის კონსულტაციას ბიზნესის სტრუქტურირებაზე,  ვაჭრობის ფინანსირების ინსტრუმენტების გამოყენებით და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით ქართულ  ბაზარზე ნერგავენ ახალ პროდუქტებს.

          


გარანტია

თიბისი ბანკთან ერთად თქვენ გაქვთ საშუალება ეფექტურად აწარმოოთ ბიზნესი და დააზღვიოთ რისკები ადგილობრივი და საერთაშორისო გარანტიების მეშვეობით.

გავრცელებული ფორმებია: 

  • სატენდერო გარანტია
  • ხელშეკრულების შესრულების გარანტია
  • საავანსო გადახდის გარანტია
  • გადახდის გარანტია
  • საგარანტიო ვალდებულებების გარანტია
  • საგადასახადო ვალდებულებების უზრუნველყოფის გარანტია (ყოფილი საბაჟო)
  • სარეზერვო (სტენდბაი) აკრედიტივი (SBLC) და ა.შ.

 

გაინტერესებთ ტარიფები? გთხოვთ, იხილოთ ბმული.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხვოთ, მოგვწეროთ:
ელ.ფოსტა: tradefinance@tbcbank.com.ge

აკრედიტივი

აკრედიტივი არის მყიდველის დავალებით ბანკის მიერ გაცემული წერილობით აღიარებული ვალდებულება გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული თანხა გარკვეულ ვადაში. ამასთან, გადახდა შედგება იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველი წარმოადგენს აკრედიტივით მოთხოვნილი საბუთების სრულ ნუსხას აკრედიტივით განსაზღვრულ ვადასა და  პირობებით.

უპირატესობები:

ექსპორტიორისათვის
(გამყიდველისათვის):
იმპორტიორისათვის
(მყიდველისათვის):
ბანკი შეასრულებს აკრედიტივით განსაზღვრულ გადახდას მყიდველისაგან დამოუკიდებლად აკრედიტივის გახსნით იმპორტიორი ადასტურებს თავის გადახდისუნარიანობას და შეუძლია მიაღწიოს გადახდის უფრო ხელსაყრელ პირობებს
მყიდველს არ შეუძლია დააყოვნოს გადახდა რაიმე პირადი პრეტენზიის საფუძველზე პროდუქცია მიწოდებული იქნება აკრედიტივში განსაზღვრული პირობების შესაბამისად
თუ მყიდველს სურს გაასაჩივროს მიწოდებულ საქონელთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი, მან ეს უნდა მოახდინოს აკრედიტივისაგან დამოუკიდებლად მყიდველი იღებს მის მიერ აკრედიტივით მოთხოვნილ დოკუმენტებს კონკრეტულ ვადაში
დაყოვნება, ისეთი როგორიცაა საბანკო გადარიცხვა, მაქსიმალურამდე არის თავიდან აცილებული მყიდველი დარწმუნებულია, რომ იგი გადაიხდის თანხას მხოლოდ  იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტები ყველა ასპექტში შეესაბამება აკრედიტივის პირობებს
აკრედიტივის მეშვეობით ტვირთის ღირებულების გადახდა ზოგადად უფრო სწრაფად ხორციელდება  

 

გაინტერესებთ ტარიფები? გთხოვთ, იხილოთ ბმული.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
ელ.ფოსტა: tradefinance@tbcbank.com.ge

დოკუმენტური ინკასო

დოკუმენტური ინკასო ძირითადად მიზანშეწონილია, როდესაც: 

  • იმპორტიორსა და ექსპორტიორს აქვთ ერთად მუშაობის გამოცდილება და ენდობიან ერთმანეთს
  • მყიდველის გადახდისუნარიანობა და გადახდის სურვილი არ არის საეჭვო
  • იმპორტიორი მხარის ქვეყანაში არის სტაბილური პოლიტიკური, ლეგალური და ეკონომიკური გარემო
  • არ არსებობს იმპორტის აკრძალვები იმპორტიორი მხარის ქვეყანაში და ყველა საჭირო ლიცენზია უკვე არსებობს

უპირატესობები

  • ექსპორტიორს აქვს საშუალება შეინარჩუნოს კონტროლი საქონელზე გადამხდელის მიერ გადახდის, ან თამასუქის მიღებამდე
  • ოპერაციის შესრულება მარტივი და იაფია
  • გადახდა ხშირად უფრო სწრაფად სრულდება ვიდრე ღია ანგარიშის შემთხვევაში


გაინტერესებთ ტარიფები? გთხოვთ, იხილოთ ბმული.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
ელ.ფოსტა: tradefinance@tbcbank.com.ge

ფაქტორინგი

ფაქტორინგი გულისხმობს ბანკის მიერ კომპანიის დებიტორული ანგარიშის (მოთხოვნის) შეძენას, კომპანიის ლიკვიდობის გაზრდის მიზნით.

ფაქტორინგული მომსახურებით, ბანკი სთავაზობს

გამყიდველ კომპანიას: 

  • გაანაღდოს დებიტორული მოთხოვნა; 
  • გააუმჯობესოს საბრუნავი ლიკვიდობა;
  • თანხების დროულ და ეფექტურ ინკასირებას.

 
მყიდველ კომპანიას: 

  • ლიკვიდობის გაზრდას;
  • პროდუქციის/ მომსახურების თანხის გადავადებით გადახდას;
  • პროდუქციის/მომსახურების სტაბილურ მოწოდებას.