სავალუტო ოფციონი არის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც აძლევს კლიენტს უფლებას, მაგრამ არა ვალდებულებას მომავალში შეასრულოს კონვერტაცია წინასწარ შეთანხმებული პირობებით, კერძოდ ბანკი და კლიენტი თანხმდებიან დასაკონვერტირებელი თანხის მოცულობაზე (კონტრაქტის ნომინალი) და გაცვლით კურსზე ("სტრაიკი" - strike price), რომლითაც მოხდება წინასწარ განსაზღვრულ თარიღზე (ვალუტირების თარიღი) ვალუტის გაცვლითი ოპერაცია. თუმცა, თუ ვალუტირების თარიღზე მიმდინარე საბაზრო კურსი არის უფრო ხელსაყრელი, ვიდრე ოფციონით განსაზღვრული "სტრაიკი", კლიენტს უფლება აქვს არ შეასრულოს კონვერტაცია ოფციონით განსაზღვრული პირობებით.
ოფციონი არსებობს 2 სახის, ვალუტის ყიდვაზე ("ქოლ" - call option) და ვალუტის გაყიდვაზე ("ფუთ" - Put option)
"ქოლ" ოფციონი აძლევს კლიენტს უფლებას ვალუტირების თარიღზე იყიდოს უცხოური ვალუტა "სტრაიკ" კურსით.
"ფუთ" ოფციონი, შესაბამისად, აძლევს კლიენტს უფლებას ვალუტირების თარიღზე გაყიდოს უცხოური ვალუტა "სტრაიკ" კურსით
ვინ და რა შემთხვევაში იყენებს სავალუტო ოფციონს:
განსხვავებით სავალუტო სვოპებისა და ფორვარდებისგან, სადაც რისკის დაზღვევის ფასი ასახულია გაცვლით კურსში და კლიენტი არანაირ დამატებით საკომისიოს არ იხდის, სავალუტო ოფციონის შემთხვევაში კლიენტი გარიგების დადების მომენტში ერთჯერადად იხდის ოფციონის პრემიას, განურჩევლად იმისა შეასრულებს ის მომავალში ოფციონის პირობებს თუ არა. კლიენტისთვის პრემიუმი წარმოადგენს მაქსიმალურ დანახარჯს, რაც მან შეიძლება გასწიოს ოფციონზე.
პრემიუმის სიდიდე განისაზღვრება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა მიმდინარე მომენტში გაცვლითი კურსი, კურსის მერყეობა, ვადა, თანხის სიდიდე და ა.შ
ქვემოთ მოცემულია ინდიკატიური ფასები USD/GEL სავალუტო წყვილზე:
შენიშვნა: მოცემული ფასები ინდიკატიურია და საჭიროებს დამატებით შეთანხმებას ხაზინასთან.
ქვემოთ მოცემულია ინდიკატიური ფასები EUR/GEL სავალუტო წყვილზე:
შენიშვნა: მოცემული ფასები ინდიკატიურია და საჭიროებს დამატებით შეთანხმებას ხაზინასთან. |
|
საკონტაქტო ინფორმაცია
თიბისი ბანკის ხაზინა
Tel: +322 2 27 27 28
+332 2 27 27 25
+332 2 27 27 27 (*1108, *1105,*1173)
e-mail: treasury@tbcbank.com.ge
Dealing Code: TBCG