ჩემი ბიზნესისთვის

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს პროექტს „შეღავათიანი აგროკრედიტი", რომლის მიზანია სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისათვის ხელშეწყობა ფიზიკური და იურიდიული პირების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით.



*შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში სესხები გაიცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში.


შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის

შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის ითვალისწინებს ბანკის მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებელი და გადამამუშავებელი საწარმოებისთვის ძირითადი საშუალებებისთვის გამოყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, რომელსაც განახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის  გაიცემა ახალი სასოფლო–სამეურნეო საწარმოების შექმნისა და არსებული საწარმოების გაფართოების დასაფინანსებლად შემდეგი ტიპის საწარმოებისთვის:

) გადამამუშავებელი საწარმოები:

  • ხორცის, თევზისა და რძის გადამუშავება
  • ალკოჰოლური სასმელების წარმოება
  • ჩაის წარმოება და/ან დაფასოება
  • ხილის, ბოსტნეულისა და კენკროვანების გადამუშავება
  • კაკლისა და თხილის გადამუშავება
  • მატყლის, ტყავისა და ბეწვეულის წარმოება
  • მცენარეული ცხიმების (ზეთის, მარგარინის, ერბოს) და ხალვის წარმოება
  • თამბაქოს წარმოება
  • ეთერზეთებისა და სუნელების წარმოება
  • სასაკლაოს მოწყობა
  • მეფუტკრეობის პროდუქციის გადამუშავება
  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველების, ფრინველების და თევზების საკვების წარმოება

 

) ინფრასტრუქტურული საწარმოები:

  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი საწყობები
  • მარცვლეულის საშრობები
  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი სამაცივრე მეურნეობები
  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესაფუთი მასალების წარმოება
  • ალკოჰოლური სასმელებისთვის მუხის კასრების წარმოება
  • ქვევრების წარმოება ღვინისთვის


) პირველადი სასოფლოსამეურნეო საწარმოები:

  • მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმის მშენებლობის შემთხვევაში ფერმა უნდა აკმაყოფილებდეს კრიტერიუმებს, რომელიც მოცემულია შემდეგ მისამართზე: http://apma.ge/rules
  • მეფრინველეობის ფერმა
  • ფრინველის საჩეკი მეურნეობა
  • ძვირფასბეწვიანი ცხოველების ფერმა
  • სათბურები და სხვა დახურული გრუნტის წარმოება
  • თევზის წარმოება
  • მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოება
  • საჩითილეები და სანერგეები
  • მრავალწლიანი კულტურების ბაღები, ზვრები, პლანტაციები და სხვა

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://arda.gov.ge/projects/read/agro_credit/8:child

ძირითადი პირობები

შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ძირითად საშუალებებზე გაცემული სესხის თანხა განისაზღვრება 20 000 ლარიდან 1 500 000 ლარის ჩათვლით, ხოლო სესხის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 120 თვეს.

სესხის არაუმეტეს 66 თვის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება მოხდება სააგენტოს მიერ, სესხის ძირითადი თანხის წლიური 11%-ის ოდენობით, რომელსაც სააგენტო გადაიხდის სესხის გრაფიკის შესაბამისად, მსესხებლის მიერ სესხის მომსახურების პარალელურად, სესხის გაცემიდან არაუმეტეს 68 თვის განმავლობაში.

შეღავათიანი აგროკრედიტი ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისთვის

შეღავათაინი აგროკრედიტი ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისთვის ითვალისწინებს ბანკის მიერ სოფლის მეურნეობის ერთწლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანის მიმდინარე ხარჯებისთვის გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ნაწილობრივ ან სრულ დაფინანსებას, რომელსაც განახორციელებს ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტო.

შეღავათაინი აგროკრედიტი ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისთვის გაიცემა ყოველი წლის 1 თებერვლიდან ამავე წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგი მიზნობრიობ(ებ)ით:

  • ერთწლოვანი კულტურების სათესი და სარგავი მასალის მიმდინარე ხარჯების დაფინანსება;
  • ერთწლოვანი კულტურებისთვის პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების მიმდინარე ხარჯების დაფინანსება;
  • ერთწლოვანი კულტურებისთვის შრომითი რესურსების და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის;
  • ერთწლოვანი კულტურებისთვის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის გამოყენებული ტექნიკისა საწვავ-საცხები მასალების მიმდინარე ხარჯების დაფინანსება.

 

ძირითადი პირობები:

  • სესხის თანხა განისაზღვრება 5 000 ლარიდან 100 000 ლარის ჩათვლით, არაუმეტეს კონკრეტული ერთწლოვანი კულტურის მოვლა-მოყვანის 1 ჰა-ზე გადაანგარიშებით დადგენილი მაქსიმალური ხარჯისა (მოცემულია ბმულზე http://rda.gov.ge/rules/).
  • სესხის გაცემიდან მომდევნო 6 თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება მოხდება სააგენტოს მიერ მსესხებლის მიერ სესხის გრაფიკის შესაბამისად გადახდილი თანხის პარალელურად უზრუნველყოფილ სესხებისთვის  წლიური საპროცენტო განაკვეთის სრული მოცულობით, ხოლო არაუზრუნველყოფილ სესხებისთვის - არაუმეტეს წლიური 17%-ის მოცულობით.

 

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდს: http://rda.gov.ge/projects/read/agro_credit/90:child

როგორ ავიღო?

აიღეთ ონლაინ

აიღეთ ონლაინ სახლიდან გაუსვლელად.

(+995 32) 227 27 27

დაგვირეკეთ 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ან დაგვიტოვეთ თქვენი ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით.

ეწვიეთ ფილიალს

აიღეთ სესხი უახლოეს ფილიალში.
აიღეთ სესხი
დამირეკეთ
მოძებნეთ
გმადლობთ დაკავშირებისთვის
ჩვენ დაგირეკავთ მაქსიმალურად სწრაფად
$Apply_notification_title.getData()
$Apply_notification_text.getData()