თიბისი ბანკის ჯგუფის განცხადება თიბისი ბანკის ჯგუფი (TBC PLC) ადასტურებს, რომ 24 ივლისს, საქართველოს პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ჯგუფის თავმჯდომარემ - მამუკა ხაზარაძემ და მისმა მოადგილემ - ბადრი ჯაფარიძემ მიიღეს გადაწყვეტილება დაკავებული თანამდებობების დატოვების შესახებ. ისინი ამ გადაწყვეტილებამდე იმიტომ მივიდნენ, მათ წინაშე წაყენებულმა ბრალდებებმა ჯგუფის საქმიანობაზე რომ არ იქონიოს გავლენა, ხოლო თავად კი დავის გაგრძელება თავისუფლად შეძლონ. ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭო და მენეჯმენტი, თავის მხრივ, მადლობას უხდის მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მათი უნიკალური როლისთვის თიბისი ბანკის დაარსებაში რთულ, 90-იან წლებში, ასევე, ბანკის წარმატებით განვითარებაში შეტანილი თავიანთი უაღრესად მნიშვნელოვანი წვლილისათვის და სამხრეთ კავკასიაში მის ერთ-ერთ უდიდეს და რესპექტაბელურ კომპანიად გადაქცევაში. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეეცდეებიან კვლავ შეუერთდნენ თიბისი ბანკის ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს, მას შემდეგ, რაც მათ წინააღმდეგ ბრალდებები მოიხსნება. სამეთვალყურეო საბჭო ღრმად არის დარწმუნებული მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სიმართლეში და ელოდება როდის გაქარწყლდება ყველა დავა მათ წინააღმდეგ, მათ შორის, ფულის გათეთრების შესახებ. აქვე აღვნიშნავთ, რომ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ თავისი ჯგუფის თავმჯდომარედ დაუყოვნებლივ დანიშნა უფროსი დამოუკიდებელი დირექტორი ნიკოლოზ ენუქიძე. არჩევანი მასზე მისი საბანკო საქმეების ღრმა ცოდნიდან და საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე გაკეთდა. |
|