3 და 8 მარტი - დასვენების დღეები
გამარჯობა,
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 3 და 8 მარტი დასვენების დღეებია ჩვენი ფილიალებისთვის.
სერვის ცენტრების მუშაობის განრიგი იხილეთ ბმულზე.
გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით.
თიბისი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სავალუტო ოპერაციებთან დაკავშირებით
გაცნობებთ, რომ ბანკის შიდა პოლიტიკით დაუშვებელია სანქცირებულ ქვეყნებთან, მათ შორის, ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან პირდაპირ/ირიბად დაკავშირებული ტრანზაქციების შესრულება, რაც ასევე გულისხმობს ამავე ქვეყნის ტერიტორიის გავლით და/ან ირანში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებით (საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო, სარკინიგზო) ტვირთების ტრანსპორტირებას, ან იმგვარ ტვირთებთან/გადაზიდვებთან დაკავშირებულ ანგარიშსწორებას, სადაც საქონლის წარმოშობის ან ტრანსპორტირების ქვეყანა არის ირანი, ან სხვა სანქცირებული ქვეყანა. ბანკი იტოვებს უფლებას ზემო აღნიშნული ტრანზაქციის გამოვლენის შემთხვევაში, წინასწარი შეტყობინების გარეშე დახუროს მომხმარებლის ანგარიშები.
იურიდიული პირის ანგარიშზე თანხის შეტანის საკომისიო

ცვლილებები მომსახურების პროცესში
გამარჯობა,
გაცნობებთ, რომ 01.08.2022 წ.-დან საბანკო სივრცეებში, მომსახურების პროცესში შევა რამდენიმე ცვლილება:
გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით,
თიბისი
|
|
შეტყობინება სს "თიბისი ბანკის" აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ

ცვლილებები ფულადი გზავნილების განაღდების პროცესში
გაცნობებთ, რომ 2022 წლის 4 ივლისიდან იცვლება რუსეთიდან გამოგზავნილი ფულადი გზავნილების საქართველოში განაღდების ლიმიტები. |
|
მარჯანიშვილის ფილიალი

ძვირფასო მომხმარებლებო,
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 28 აგვისტო დასვენების დღეა ჩვენი ფილიალებისთვის.
სერვის ცენტრების მუშაობის განრიგი იხილეთ ბმულზე.
გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით.
თიბისი
თიბისი ბანკის ჯგუფის განცხადება

თიბისი ბანკის ჯგუფი (TBC PLC) ადასტურებს, რომ 24 ივლისს საქართველოს პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ჯგუფის თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ და მისმა მოადგილემ ბადრი ჯაფარიძემ მიიღეს გადაწყვეტილება დაეტოვებინათ დაკავებული თანამდებობები. ისინი ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, რათა მათ წინაშე წაყენებულმა ბრალდებებმა არ იქონიოს გავლენა ჯგუფის საქმიანობაზე, ხოლო თავად კი, თავისუფლად შეძლონ დავის გაგრძელება.
ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭო და მენეჯმენტი თავის მხრივ, მადლობას უხდის მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მათი უნიკალური როლისთვის, დაეარსებინათ თიბისი ბანკი რთულ 90-იან წლებში. ასევე, თავიანთი უაღრესად მნიშვნელოვანი წვლილისათვის ბანკის წარმატებით განვითარებაში და მის გადაქცევაში ერთ-ერთ უდიდეს და რესპექტაბელურ კომპანიად სამხრეთ კავკასიაში.
არარეზიდენტი ფიზიკური პირების განაცხადის საკომისიო

გაცნობებთ, რომ არარეზიდენტი ფიზიკური პირის საბანკო პროდუქტების რეგისტრაციის განაცხადის განხილვის საკომისიო შეადგენს 50 ლარს.
საკომისიო ვრცელდება ნებისმიერ არარეზიდენტ ფიზიკურ პირზე, რომელიც არ ფლობს ერთ აქტიურ ანგარიშს მაინც.
VISA და MASTERCARD წყვეტენ რუსეთის ფედერაციაში მოქმედი ფინანსური ინსტიტუტების მომსახურებას

გაცნობებთ, რომ Visa და Mastercard წყვეტენ რუსეთის ფედერაციაში მოქმედი ფინანსური ინსტიტუტების მომსახურებას. რუსეთის ტერიტორიაზე გაცემული ბარათები არ იმუშავებს საზღვარგარეთ. ამის შესახებ განცხადება კომპანიების წარმომადგენლებმა 2022 წლის 6 მარტს გააკეთეს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ეს გარემოება არარეზიდენტი პირების მომსახურებისას საქართველოში.
სახელმწიფო სოციალური დახმარების პროგრამის ხშირად დასმული კითხვები

კოვიდ 19 -ით გამოწვეული უმუშევრობისა და 18 წლამდე არასრულწლოვანი პირების სახელმწიფო სოციალური დახმარების თანხის ჩარიცხვები