სფეისის მისია საქართველოში შესრულებულია 
 

სფეისი საქართველოს ბაზრიდან საერთაშორისო ბაზარზე ინაცვლებს. აპრილიდან სფეისის სერვისებსა და აპლიკაციას ვეღარ გამოიყენებ. ყველა იმ სერვისებითა და პროდუქტებით სარგებლობას, რომლებსაც აქამდე სფეისში იყენებდი, ავტომატურად გააგრძელებ თიბისიში. 

 

რა შეიცვლება შენთვის?

  • თუ, სფეისში სასესხო ვალდებულება გქონდა, ის ავტომატურად გადმოვა თიბისიში;
  • თუ, სფეისში ყულაბ(ებ)ით სარგებლობდი, მისი გამოყენება უკვე შეგეძლება თიბისიში, შემნახველი ანაბრის სახით;
  • თუ სფეისში განვადებით სარგებლობდი, ვალდებულება თიბისიში გადავა
  • თუ საბარათე ანგარიშებით ახორციელებდი ოპერაციებს, იცვლება ტარიფები (ნახე დეტალები ქვემოთ) 

    ცვლილებების შესახებ ინფორმაცია დეტალურად მოცემულია ,,ხშირად დასმულ შეკითხვებში'' 

     

ბარათის შენარჩუნება:

შენი სფეის ბარათები/საბარათე ანგარიშები ავტომატურად გადავა თიბისიში და ვადის გასვლის ბოლომდე, ჩვეულებრივად შეძლებ გააგრძელო მართვა თიბისის ციფრული არხების მეშვეობით.

კითხვები, რომლებიც შეიძლება გაინტერესებდეს, ნახე ქვემოთ.

 

თუ თიბისის მომხმარებელი აქამდე არ ვიყავი, როგორ მოვიქცე? 

მიიღებ შეტყობინებას, საიდანაც შეძლებ გაიარო სწრაფი ავტორიზაცია სფეის ბარათით ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით, ასევე რეგისტრაცია შეგიძლია ინტერნეტ/მობაილ ბანკიდანაც დაიწყო: 

რეგისტრაციას ინტერნეტ ბანკში ამ ბმულიდან შეძლებ.


შემეცვლება თუ არა ტარიფები?

თანხის განაღდებისას:

 

PHYSICAL

DIGITAL (GEL), USD), (EUR)

თიბისის და პარტნიორი ბანკომატებიდან (თიბისი, ხალიკი, ბაზისბანკი) განაღდების საკომისიო

0 GEL

გადასვლამდე - 0.2%, მინ. 0.2 GEL/USD/EUR

 

გადასვლის შემდეგ გახდება - 0%

 

ლიბერთი ბანკის ბანკომატიდან განაღდების საკომისიო

0.7% მინ. 0.3 GEL

0.7% მინ. 0.3 GEL ((განაღდება შესაძლებელია ციფრული საფულის გამოყენებით, ბანკომატებზე, რომელსაც აქვს ციფრული საფულით განაღდების მხარდაჭერა))

APPLE Pay/Google Pay-ის გამოყენებით თიბისის ბანკომატიდან განაღდების საკომისიო

გადასვლამდე - 0.2%,

მინ. 0.2 GEL

 

გადასვლის შემდეგ გახდება - 0%

გადასვლამდე - 0.2% მინ. 0.2 GEL

 

გადასვლის შემდეგ გახდება - 0%

სხვა ბანკის ბანკომატები

 

 

 

 

 

ბანკომატიდან თანხის განაღდების ლიმიტი 24 სთ

ბანკომატიდან თანხის განაღდების ლიმიტი 168 სთ

გადახდის ლიმიტი 168 სთ

2.00% მინ. 6.00

GEL/3USD

 

 

 

 

15 000 GEL

50 000 GEL

50 000 GEL

2.00% მინ. 6.00 GEL/3USD

(განაღდება შესაძლებელია ციფრული საფულის გამოყენებით, ბანკომატებზე,

რომელსაც აქვთ ციფრული საფულით განაღდების მხარდაჭერა)

 

15 000 GEL

50 000 GEL

50 000 GEL

 

სფეის ბარათით განაღდების/გადახდის ტარიფები რჩება უცვლელი,
უმჯობესდება ციფრული საფულით თიბისის და პარტნიორი ბანკის ბანკომატებიდან განაღდების საკომისიო 

ანგარიშიდან შესრულებულ ოპერაციებზე

ოპერაციების წარმოება ანგარიშიდან

გადასვლამდე

გადასვლის შემდეგ

 

 

თანხის განაღდება თიბისი ბანკის ფილიალებში

 

 

 

 

არ იყო შესაძლებელი

 

<= 3,000 GEL – 2%, min. 2 GEL; <= 1000 USD/EUR/GBP – 2%. Min. 1

USD/EUR/GBP; >3000/ >1000

USD/EUR/GBP – 0,6%

 

 

 

გარე გადარიცხვა (GEL) თიბისი ბანკის ფილიალებიდან

 

 

არ იყო შესაძლებელი

 

<1000 GEL - საკომისიო 4 GEL;

10000 GEL – 100 000 GEL - საკომისიო 10 GEL;

>100 000 GEL - საკომისიო 100 GEL

 

 

 

 

გარე გადარიცხვა (GEL) ციფრული არხებიდან

 

0.5% მინ 0.5ლ მაქს. 2ლ

გადარიცხვის ერთჯერადი ლიმიტი 25 000 ლარი

თვის გადარიცხვის ლიმიტი (30 კალ.დღე)

100 000 ლარი

 

 

<1000 GEL - საკომისიო 1 GEL;

1000 GEL – 10 000 GEL - საკომისიო 2 GEL

10 000 GEL – 100 000 GEL - საკომისიო 5 GEL

>100 000 GEL - საკომისიო 50 GEL

 

 

გადარიცხვა (უცხოური ვალუტა)

 

 

არ იყო შესაძლებელი

 

 

0.2% მინ. 15 USD/EUR მაქს. 150 USD/EUR

 

 

ფილიალებში საკუთარ ანგარიშებს შორის და თიბისის სხვა ანგარიშზე გადარიცხვა (ნებისმიერი ვალუტა)

 

 

არ იყო შესაძლებელი

 

 

1 GEL (უცხოურ ვალუტაში 1 ლარის ექვივალენტი)

 


ანგარიშიდან შესრულებულ ოპერაციებზე გავრცელდება თიბისის სტანდარტული ტარიფები 

ამ და სხვა პროცესებთან დაკავშირებით, ნებისმიერ კითხვაზე საპასუხოდ, შეგიძლია დაგვიკავშირდე 032 227 27 27-ზე, ან გაეცანი ხშირად დასმულ კითხვებს 


სესხთან დაკავშირებული შეკითხვები

  • სფეისში აღებული სესხი თიბისიში გადავა? 
    კი, სფეისში არსებული სასესხო ვალდებულება ავტომატურად გადავა თიბისიში 
     
  • რა პირობები მექნება სესხზე თიბისიში? 
    თიბისიში ავტომატურად გადასულ სესხზე, ხელშეკრულების ყველა მნიშვნელოვანი პირობა: ვადა, პროცენტი, პირგასამტეხლო, გრაფიკი და სხვა, შეგინარჩუნდება, რაც სფეისში გქონდა 
     
  • სესხით სარგებლობის წლიური და ეფექტური პროცენტი ხომ არ შემეცვლება? 
    არა, არ შეგეცვლება 
     
  • სესხის დაფარვის რიცხვი იგივე დამრჩება? 
    კი, დარჩება იგივე 
     
  • როგორ შევძლებ თიბისიში სესხის დაფარვას? 
    სესხის დასაფარად საჭიროა, გადახდის დღეს, თიბისის ანგარიშ(ებ)ზე ხელმისაწვდომი გქონდეს გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიურად გადასახდელი თანხა. სესხის დაფარვა ასევე შეგიძლია თიბისის ინტერნეტ/მობაილ ბანკით ან TBC pay-ის აპარატით 
     
  • თუ თიბისის რომელიმე სხვა ანგარიშზე სესხის დასაფარად საკმარისი თანხა იქნება ხელმისაწვდომი, სესხი ავტომატურად დაიფარება? 
    კი, სესხი ავტომატურად დაიფარება 
     
  • თუ თიბისიში ანგარიში არ მაქვს, დამატებით ანგარიშის გახსნა დამჭირდება? 
    არა, დამატებით ანგარიშის გახსნა არ დაგჭირდება 
     
  • თუ სესხის წინსწრებით გადახდა მენდომება, როგორ უნდა მოვიქცე? 
    წინსწრებით გადახდას შეძლებ თიბისის ინტერნეტ/მობაილ ბანკიდან ან  ნებისმიერ ფილიალში ვიზიტით 
     
  • მექნება თუ არა სესხზე წინსწრების საკომისიო? 
    რაც სფეისში გქონდა, იგივე პირობა დაგრჩება, შესაბამისად, სფეისიდან თიბისიში გადატანილ სესხზე, წინსწრების საკომისიო არ გექნება 
     
  • სად შემიძლია ვნახო სესხის გრაფიკი და დარჩენილი თანხა? 
    ინფორმაცია შეგიძლია ნახო თიბისის ინტერნეტ/მობაილ ბანკში, ასევე შეგიძლია მოითხოვო ნებისმიერ ფილიალში ვიზიტისას 
     
  • თუ თიბისის ინტერნეტ/მობაილ ბანკი არ მაქვს, სად შევძლებ ჩემი სესხის ნახვას? 
    სასურველია გაიარო თიბისის ინტერნეტ/მობაილ ბანკში რეგისტრაცია, მანამდე კი სესხის შესახებ ინფორმაციის მიღებას შეძლებ როგორც კონტაქტ ცენტრში (032 2 272727) დარეკვით, ასევე ფილიალში ვიზიტით. 
     
  • თუ თიბისიში სხვა სესხებიც მაქვს, შემიძლია სფეისსა და თიბისიში არსებული სესხები გავაერთიანო? 
    კი, სესხების გაერთიანების შესახებ შეგიძლია განაცხადი დააფიქსირო, როგორც თიბისის მობაილ ბანკში სასესხო განაცხადით შევსებით, ასევე 032 2 272727-ზე დარეკვით და/ან ფილიალში ვიზიტით. 
     
  • თუ სესხის დაფარვის ამონაწერი დამჭირდა, სად შემიძლია ვნახო? 
    თიბისის ინტერნეტ/მობაილ ბანკში ან ფილიალში ვიზიტით შეგიძლია მიიღო გადახდების ამონაწერი. 
     
  • სესხის გადახდის თარიღთან დაკავშირებით მივიღებ შეტყობინებას? 
    კი, გადახდის თარიღთან დაკავშირებით მიიღებ შეტყობინებას 
     
  • რა მოხდება სესხზე ვადაგადაცილების შემთხვევაში? 
    ასეთ შემთხვევაში, შენს სესხზე გავრცელდება ზუსტად იგივე პირობები, რაც სფეისში გქონდა 
     
  • შემიძლია სესხზე გადახდის თარიღი შევცვალო? 
    კი, გადახდის თარიღის ცვლილებაზე განაცხადის დაფიქსირება შეგიძლია როგორც თიბისის მობაილ ბანკში, ასევე კონტაქტ ცენტრში დარეკვით და/ან ფილიალში ვიზიტით   
     
  • მომსახურებასთან / პროდუქტთან დაკავშირებულ საკითხებზე (მათ შორის უკმაყოფილების შემთხვევაში), სად შემიძლია საკითხის დაფიქსირება? 
    სფეისიდან სესხების თიბისიში გადატანის შემდეგ, მომსახურებასთან/ პროდუქტთან დაკავშირებულ საკითხებზე (მათ შორის უკმაყოფილების შემთხვევაში), შეგიძლია თიბისის მიმართო პრეტენზიით ზეპირი, წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. პრეტენზიის სტანდარტული წერილობითი ფორმის მიღება შესაძლებელია თიბისის ფილიალებსა და სერვისცენტრებში. ელექტრონული ფორმით პრეტენზიის დაფიქსირება შესაძლებელია ინტერნეტ-ბანკის ან თიბისის ვებ-გვერდის (www.tbcbank.ge) საშუალებით. პრეტენზიის დაფიქსირება ასევე შესაძლებელია თიბისის კონტაქტ ცენტრში დაკავშირებით: 032 2 272727. 
     
  • ერთდროულად რამდენიმე სესხის დაფარვის (გადახდის დღის ერთ თარიღში) დამთხვევის შემთხვევაში, როგორ (რა თანმიმდევრობით) მოხდება სესხების დაფარვა? 
    იმ შემთხვევაში, თუ ერთდროულად გიწევს რამდენიმე ვალდებულების შესრულება (რამდენიმე კრედიტის ერთდროულად (ერთ თარიღში) დაფარვა), შენ შეგიძლია ყოველი ასეთი შემთხვევის დადგომისას (ყოველ ჯერზე), ვალდებულების დაფარვამდე მიმართო განცხადებით თიბისის ნებისმიერ ფილიალს / სერვისცენტრს და მოითხოვო ვალდებულებების შესრულება (სესხის დაფარვა) შენთვის სასურველი თანმიმდევრობით (პრიორიტეტულობით). ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ არ ისარგებლებ ამ უფლებით, თიბისი დააპრიორიტეტებს ვალდებულებების დაფარვას შემდეგნაირად: პირველ რიგში, დაიფარება საკრედიტო ბარათებთან / ოვერდრაფტებთან დაკავშირებული გადასახდელები, შემდგომ დაიფარება არაუზრუნველყოფილი კრედიტ(ებ)ი და ბოლოს უზრუნველყოფილი კრედიტ(ებ)ი.
     
  • მომსახურებასთან / პროდუქტთან დაკავშირებულ საკითხებზე (მათ შორის უკმაყოფილების შემთხვევაში), სად შემიძლია საკითხის დაფიქსირება?  
    სფეისიდან სესხების თიბისიში გადატანის შემდეგ, მომსახურებასთან/ პროდუქტთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ კონტაქტ ცენტრსა და ფილიალს, ხოლო უკმაყოფილების შემთხვევაში, შეგიძლიათ თიბისის მიმართოთ პრეტენზიით ზეპირი, წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. პრეტენზიის სტანდარტული წერილობითი ფორმის მიღება შესაძლებელია თიბისის ფილიალებსა და სერვისცენტრებში. ელექტრონული ფორმით პრეტენზიის დაფიქსირება შესაძლებელია ინტერნეტ-ბანკის ან თიბისის ვებ-გვერდის (www.tbcbank.ge) საშუალებით. პრეტენზიის დაფიქსირება ასევე შესაძლებელია თიბისის კონტაქტ ცენტრში დაკავშირებით: 032 2 272727.  
     

ბარათთან დაკავშირებული შეკითხვები

  • სფეის ბარათის განახლებას შევძლებ?
    თიბისიში გადასვლის შემდეგ სფეის ბარათის განახლებას/ახალი სფეის ბარათის დამზადებას ვეღარ შეძლებ 
     
  • როგორ გადავა სფეისიდან თიბისიში ბარათები/საბარათე ანგარიშები? 
    არსებული სფეის ბარათები/საბარათე ანგარიშები გადავა თიბისიში ავტომატურად და ბარათის ვადის ბოლომდე შეძლებ მის გამოყენებას 
     
  • მომიწევს თუ არა ბარათის მომსახურების საკომისიოს გადახდა თიბისიში გადატანის შემდეგ? 
    არა, არ მოგიწევს. სფეის ბარათის ყოველთვიური/ყოველწლიური მომსახურების საკომისიო დარჩება უცვლელი ბარათის ვადის გასვლამდე (იქნება უფასო) 
     
  • შევძლებ სფეისის ბარათები/ანგარიშები ციფრული არხებიდან ვმართო? 
    კი, ამისთვის, სფეის აპლიკაციის ნაცვლად, თიბისის მობაილ/ინტერნეტ ბანკი შეგიძლია გამოიყენო 
     
  • შევძლებ სფეისის ანგარიშები ფილიალის/სატელეფონო ცენტრის საშუალებით ვმართო? 
    კი, სფეის ბარათებთან/საბარათე ანგარიშებთან დაკავშირებით მომსახურების მიღებას ან/და ოპერაციების შესრულებას შეძლებ როგორც თიბისის ფილიალებსა და სერვის ცენტრებში, ასევე სატელეფონო ცენტრის დახმარებით. 
     
  • თუ სფეისის ბარათი დამზადებული მაქვს, მაგრამ არა მიმიღია, შევძლებ თუ არა თიბისიში ბარათის მიღებას? 
    იმ შემთხვევაში თუ ბარათის დამზადებიდან არ არის გასული 3-თვეზე მეტი, შესაძლებელია ბარათი მიღება სასურველ  მისამართზე, საკურიერო სერვისის მეშვეობით. მოთხოვნა ბარათის მიწოდებასთან დაკავშირებით უნდა დააფიქსირო თიბისი ბანკის ფილიალში ან სატელეფონო ცენტრით.
     
  • შეიცვლება თუ არა ტარიფები სფეის ბარათით თანხის განაღდებისას? 
    სფეის ბარათით განაღდების/გადახდის ტარიფები რჩება უცვლელი, უმჯობესდება ციფრული საფულით თიბისის და პარტნიორი ბანკის ბანკომატებიდან განაღდების საკომისიო (გადასვლამდე ტარიფი იყო 0.2% მინ 0.2 GEL/USD/EUR, ხოლო გადასვლის შემდეგ გახდება 0%, ისევე როგორც ფიზიკური ბარათით განაღდების შემთხვევაში). დეტალური ინფორმაცია შეგიძლია ნახო თიბისის ვებ-გვერდზე: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/terms-and-fees-for-individuals  
     
  • შეიცვლება თუ არა ტარიფები ანგარიშიდან შესრულებულ ოპერაციებზე?  
    ანგარიშიდან შესრულებულ ოპერაციებზე გავრცელდება თიბისის სტანდარტული ტარიფები. გაეცანი დეტალურ ინფორმაციას თიბისის ვებ-გვერდზე: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/terms-and-fees-for-individuals 
     
  • თიბისიში გადასვლის შემდეგ სფეისის ციფრული ბარათის მონაცემები/რეკვიზიტები სად გამომიჩნდება? 
    ბარათის მონაცემების/რეკვიზიტების ნახვას შეძლებ თიბისის ინტერნეტ/მობაილ ბანკში 
     
  • თიბისიში გადასვლის შემდეგ საფულეში (ვოლეტში) დამატებულ ბარათებზე წვდომა ხომ არ შემეზღუდება ან ახლიდან დამატება ხომ არ მომიწევს? 
    არა, არც ბარათების თავიდან დამატება მოგიწევს და არც წვდომა არ შეგეზღუდება 
     
  • გადასვლის შემდეგ სფეისის ციფრული ბარათის ვალუტის ანგარიშიდან გადარიცხვა შესაძლებელი იქნება ?  
    კი, შესაძლებელი იქნება თიბისიში არსებული სტანდარტული ტარიფით 
     
  • დაირიცხება თუ არა სფეის ბარათებზე ერთგული ქულები თიბისიში გადმოსვლის შემდეგ?
    კი, ერთგული ქულები დაგერიცხებათ თიბისიში არსებული სტანდარტული დარიცხვის წესის მიხედვით 

 

განვადებასთან დაკავშირებული შეკითხვები

  • თუ სფეისში ვსარგებლობდი განვადებით, ვალდებულება თიბისიში გადავა? 
    კი, ავტომატურად გადავა თიბისიში 
     
  • რა პირობები მექნება განვადებაზე თიბისიში? 
    თიბისიში ავტომატურად გადასულ განვადებაზე, იგივე პირობები და ტარიფები დაგრჩება, რაც სფეისში გქონდა 
     
  • თიბისიში განვადებით სარგებლობის  წლიური და ეფექტური პროცენტი ხომ არ შემეცვლება? 
    არა, არ შეგეცვლება 
     
  • შემეცვლება თუ არა გადახდის რიცხვი თიბისიში ? 
    გადახდის რიცხვი დაგრჩება ის, რაც სფეისში გქონდა 
     
  • როგორ დავფარო განვადება თიბისიში? 
    განვადების დასაფარად საჭიროა, გადახდის დღეს თიბისის ანგარიშ(ებ)ზე ხელმისაწვდომი გქონდეს ყოველთვიურად გადასახდელი თანხა. განვადების დაფარვა ასევე შეგიძლია თიბისის ინტერნეტ/მობაილ ბანკით და/ან TBC pay-ის აპარატით. 
     
  • რომელ ანგარიშზე უნდა შევიტანო თანხა თიბისიში განვადების დასაფარად? 
    თიბისის ნებისმიერ სადებეტო ანგარიშზე. 
     
  • თუ თიბისიში არ მაქვს ანგარიში, დამატებითი ანგარიშის გახსნა დამჭირდება? 
    არა, დამატებით ანგარიშის გახსნა არ დაგჭირდება 
     
  • თუ  თიბისის რომელიმე სხვა ანგარიშზე თანხა მექნება, ავტომატურად დაიფარება განვადება? 
    კი, განვადება ავტომატურად დაიფარება 
     
  • თუ განვადების წინსწრებით გადახდა მომინდება, როგორ უნდა მოვიქცე ? 
    ნებისმიერი თანხის წინსწრების მოთხოვნის დაფიქსირება შეგიძლია ციფრული არხის მეშვეობით, რომლის გადახდასაც შეძლებ თიბისის ინტერნეტ/მობაილ ბანკიდან ან ნებისმიერ ფილიალში ვიზიტით. წინსწრების საკომისიო დაგრჩება იგივე, რაც სფეისში გქონდა და შესაბამისად, იქნება 0% 
     
  • რა მოხდება განვადებაზე ვადაგადაცილების შემთხვევაში? 
    შენს განვადებაზე გავრცელდება ზუსტად იგივე პირობები, რაც სფეისში გქონდა 
     
  • სად შემიძლია ვნახო განვადების გრაფიკი და დარჩენილი თანხა? 
    ინფორმაცია შეგიძლია ნახო თიბისის ინტერნეტ/მობაილ ბანკში, ასევე ინფორმაცია შეგიძლია მოითხოვო კონტაქტ ცენტრის (032 2 272727) საშუალებით და/ან ნებისმიერ ფილიალში ვიზიტისას 
     
  • თუ თიბისის ინტერნეტ/მობაილ ბანკი არ მაქვს, სად შევძლებ ჩემი განვადების ნახვას? 
    განვადების შესახებ ინფორმაცია შეგიძლია მოითხოვო კონტაქტ ცენტრის (032 2 272727) საშუალებით და/ან ნებისმიერ ფილიალში ვიზიტისას 
     
  • შემიძლია განვადებაზე გადახდის თარიღი შევცვალო? 
    კი, გადახდის თარიღის ცვლილებაზე განაცხადის დაფიქსირება შეგიძლია როგორც თიბისის მობაილ ბანკში, ასევე კონტაქტ ცენტრში დარეკვით და/ან ფილიალში ვიზიტით   
     
  • განვადების გადახდის თარიღთან დაკავშირებით მივიღებ შეტყობინებას? 
    კი, გადახდის თარიღთან დაკავშირებით მიიღებ შეტყობინებას 
     
  • სად შემიძლია ვნახო სფეისის განვადების ხელშეკრულება?    
    ხელშეკრულების ძირითადი პირობები (თავსართში არსებული ინფორმაცია) შეგიძლია ნახო თიბისის ინტერნეტ/მობაილ ბანკში, ხოლო ხელშეკრულების სრული ვერსიის მიღების სურვილი შეგიძლია დააფიქსირო ინტერნეტ/მობაილ ბანკით, ან ნებისმიერ ფილიალში ვიზიტით.
     
  • აპრილიდან შევძლებ სფეისის განვადებით სარგებლობას?
    ახალი სფეისის განვადებით სარგებლობას აპრილის თვიდან ვეღარ შეძლებთ (მიუხედავად იმისა, პარტნიორ კომპანიებს მათ ვებგვერდებზე ექნებათ თუ არა განთავსებული ინფორმაცია სფეისის განვადებასთან (ნივთის/მომსახურების სფეისის განვადებით შეძენის შესაძლებლობასთან) დაკავშირებით).

ყულაბასთან დაკავშირებული შეკითხვები

  •  სფეისში ვსარგებლობდი ყულაბით (შემნახველი ანაბარი), თიბისის არხებშიც შევძლებ მათ გამოყენებას? 
    სფეისში გახსნილი ყულაბა(ანაბარი) ავტომატურად გადავა თიბისიში და ხელმისაწვდომი იქნება ციფრულ არხში, შემნახველი ანაბრის სახით 
     
  • როგორ შევძლებ სფეის ყულაბის გადატანის შესახებ ინფორმაციის მიღებას? 
    სფეის ყულაბის მფლობელებს გაეგზავნებათ საინფორმაციო შეტყობინება, ასევე ინფორმაცია განთავსდება სფეისის და თიბისის ვებ-გვერდზე 
     
  • შემეცვლება თუ არა ყულაბის (ანაბრის) საპროცენტო განაკვეთი და ტარიფები თიბისიში?  
    არა, არ შეიცვლება. თიბისიში გადატანის შემდეგ, სფეისის ანაბრებზე შეგინარჩუნდება სფეისში არსებული სარგებელი, წლიური 7.5%  
     
  • ექნება თუ არა სფეის ყულაბებს თიბისიში ყოველთვიური მომსახურების საკომისიო? 
    არა, არ ექნება   
     
  • თიბისიში სფეის ყულაბიდან(ანაბრიდან) თანხის გატანისას რა ტარიფები გავრცელდება? 
    თანხის გატანას შეძლებ ორი გზით: 
    საკუთარ ანგარიშებს შორის გადარიცხვით, რომელიც იქნება უფასო 
    ფილიალიდან გატანით, რომელზეც იმოქმედებს თიბისიში არსებული შემნახველი ანაბრის ტარიფი 
  • როგორ დამერიცხება სარგებელი სფეისის ანაბრებზე თიბისიში გადატანის შემდეგ?  
    სფეის ყულაბაზე სარგებელი გერიცხებოდა დღის განმავლობაში არსებულ მინიმალურ ნაშთზე. თიბისიში გადატანის შემდგომ, სარგებელს მიიღებ დღის ბოლოს არსებულ ნაშთზე. 
     
  • თიბისიში გადასვლის შემდეგ ახალი სფეისის ანაბრის გახსნას შევძლებ? 
    გადასვლის შემდეგ, ახალი სფეის ანაბრის (სფეის ყულაბა) გახსნა აღარ იქნება შესაძლებელი 
     
  • რამდენი ხანი გავაგრძელებ სფეისის ანაბრით სარგებლობას? 
    პროდუქტი არის უვადო, თუმცა მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მისი ნებისმიერ დროს დახურვა.  
     
  • როგორ შევძლებ სფეის ყულაბის დახურვას? 
    თიბისიში ხელმისაწვდომობის შემდეგ, სფეის ყულაბის დახურვა შესაძლებელია თიბისის ფილიალებში ვიზიტით ან/და ინტერნეტ/მობაილ ბანკში შეტყობინების გაგზავნით 
     
  • როგორ შევძლებ თანხის ჩარიცხვას სფეისიდან თიბისიში გადატანილ ანაბარზე? 
    სფეისიდან გადასულ ანაბარზე თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია, როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ჩარიცხვის გზით  
     
  • რა თანხის გადარიცხვას შევძლებ სფეისის ანაბრიდან საკუთარ ანგარიშებზე, თიბისიში ხელმისაწვდომობის შემდეგ? 
    თიბისიში ხელმისაწვდომობის შემდეგ, ანაბრიდან საკუთარ ანგარიშებს შორის გადარიცხვის ლიმიტი არ იარსებებს  
     
  • გადაჰყვება თუ არა დაგროვების წესები თიბისიში გადატანილ ყულაბებს (ანაბრებს)?  
    კი, დაგროვების წესები ყულაბებს ავტომატურად გადაჰყვება 
     
  • სფეისის ანაბრების თიბისიში ხელმისაწვდომობის შემდეგ შევძლებ დაგროვების წესების გაუქმება/გააქტიურებას? 
    კი, ანაბრების ბანკში გადატანის შემდეგ შეძლებ გააუქმო ან გააქტიურო დაგროვების სერვისი, ფილიალში ვიზიტით 
     
  • სფეისის ანაბრების თიბისიში ხელმისაწვდომობის შემდეგ შევძლებ რამდენიმე დაგროვების სერვისის გააქტიურებას? 
    კი,  დაგროვების სერვისების რაოდენობა შეზღუდული არ არის 
     
  • სფეის ანაბრების თიბისიში ხელმისაწვდომობის შემდეგ ყულაბის ისტორია (ამონაწერის) ნახვა სად იქნება შესაძლებელი?
    ამონაწერის ნახვას შეძლებ თიბისის ინტერნეტ/მობაილ ბანკში 

კომუნალურებთან დაკავშირებული შეკითხვები

  • ექნება თუ არა საკომისიო კომუნალურებს თიბისიში?  
    სატარიფო ნაკრების ფარგლებში, თიბისიში შეგიძლია ისარგებლო 5 უფასო კომუნალური გადახდით.  
    სხვა შემთხვევაში, კომუნალური გადახდები იქნება ფასიანი და გავრცელდება ბანკში მოქმედი სტანდარტული ტარიფ(ებ)ი - https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/terms-and-fees-for-individuals  
  • სფეისში დამატებული კომუნალური გადასახადების აბონენტის ნომრები თიბისიში გადმომყვება? 
    კი, ყველა კომუნალურის აბონენტის ნომერი ავტომატურად აგესახება თიბისიში.(Itunes-ის გარდა)

სხვადასხვა

  • თუ თიბისის მომხმარებელი აქამდე არ ვიყავი როგორ შემიძლია დავრეგისტრირდე ინტერნეტ/მობაილ ბანკში?  
    მიიღებ შეტყობინებას, საიდანაც შეძლებ გაიარო სწრაფი ავტორიზაცია სფეის ბარათით ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით, ასევე რეგისტრაცია შეგიძლია ინტერნეტ/მობაილ ბანკიდანაც დაიწყო 
     
  • ავტომატურ გადარიცხვას მობილურის ნომრით ისევ შევძლებ? 
    თიბისიში ავტომატურ გადარიცხვას მობილურის ნომრით ვერ შეძლებ, თუმცა ამისთვის ანგარიშის ნომერი შეგიძლია გამოიყენო 
     
  • სხვა ბანკის ბარათიდან დამატებული ავტომატური გადარიცხვის სერვისი შეიცვლება? 
    დამატებული ბარათიდან ავტომატური გადარიცხვის სერვისით ვეღარ ისარგებლებ 
     
  • გავაგრძელებ თუ არა შეტყობინებების მიღებას, სფეის ბარათით შესრულებულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით?  
    კი, სფეის ბარათის მფლობელები გააგრძელებენ შეტყობინებების მიღებას შესრულებულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით, დამატებითი საკომისიოს გადახდის გარეშე (მესიჯის ავტორი TBC SMS) 
     
  • ავტომატური გადარიცხვა ანგარიშის ნომრით (სფეისიდან) თიბისიში გადასვლის შემდეგ ახლიდან უნდა დავაყენო? თუ იგივე პირობით იმუშავებს რაც სფეისში მქონდა დაყენებული?  
    თიბისიში გადასვლის შემდეგ, შეძლებ ისარგებლო იგივე ავტომატური გადარიცხვით. თუ სფეისში არ გქონდა მითითებული ავტომატური გადარიცხვის დასრულების თარიღი, თიბისიში დაგირეგისტრირდება 1 წლის ვადით.
     
  • თიბისიში შევძლებ ვისარგებლო ბმულით გადარიცხვით? 
    ამ ეტაპზე ვერ ისარგებლებ 
     
  • შევძლებ თიბისიში სხვა ბანკის ბარათების დამატებას? 
    სფეისის მომხმარებლებისთვის ეს სერვისი თიბისის მობაილ ბანკში ხელმისაწვდომი იქნება 20 აპრილიდან, ამისთვის აუცილებელია განაახლოთ აპლიკაცია. გაიგე მეტი.
     
  • ბეჭდიანი ამონაწერის მოთხოვნა/ ცნობის მოთხოვნა უფასო იქნება?
    მოთხოვნილი ინფორმაციის / ცნობის ბანკის ოფიციალურ ბლანკზე (სპეციალური აღრიცხვის ტიტულოვან ფურცელზე) განთავსების შემთხვევაში, ინფორმაციის / ცნობის მიღება იქნება ფასიანი (თიბისის ტარიფების შესაბამისად), ხოლო სხვა შემთხვევაში იქნება უფასო.
     
  • გადარიცხვის ნაწილში არსებული შაბლონები გადავა თიბისიში? (მობილურის ნომრის შაბლონი და გადარიცხვის, Iban)?
    კი, შაბლონები გადავა თიბისიში, გარდა მობილურის ნომრის შაბლონისა
     
  • თიბისიში გადასვლის შემდეგ პერსონალური მონაცემების განახლება (თუ განსხვავებული მონაცემები მქონდა) დამჭირდება თუ ავტომატურად გადავა (მაგ: მობილური ნომერი, მეილი)?
    არა, განახლება არ დაგჭირდება, ავტომატურად გადავა
     
  • სფეისში არსებული გადარიცხვის შაბლონი, თუ თიბისიშიც მქონდა, შაბლონები მაინც გადმოვა და დადუბლირდება?
    კი, შაბლონები გადმოვა და თქვენ თავად შეძლებთ აირჩიოთ, რომელი დაიტოვოთ და რომელი გააუქმოთ.